დღეს, 10 ივლისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ტირასპოლის "შერიფს" მასპინძლობს.

შეხვედრა 19:30 წუთზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წარმოადგენს.

საქართველოში წლიდან წლამდე ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპებს იმ იმედით ველოდებით, რომ რაიმე შეიცვლება და ევროტურნირებზე ჩვენც ვითამაშებთ.

დღეს კი ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი ახალი ისტორია დაიწერება და ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი პოზიტიური იქნება.

"ტორპედო" საფუძვლიანად გაძლიერდა. ნამდვილად შესაქებია კლუბის ტრანსფერები და ძალისხმევა, რომ უფრო კარგი გუნდი გახდეს და გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს.

გაძლიერება განსაკუთრებით უკანა ხაზს შეეხო, კლუბმა ექვსი დაცვითი სტილის ფეხბურთელი და ერთი შემტევი დაიმატა: ალექსანდრე აზაცკი, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე, ლევან გეგეჭკორი, მარეკ ჰლინკა, მათე ცინცაძე და არფანგ დაფე.

როგორც კახა ჩხეტიანმა აღნიშნა, კლუბი თავდამსხმელსაც იმატებს, თუმცა სავიზო პროცედურების გამო ეს ვერ მოესწრო, რაც გარკვეულწილად პრობლემაა, რადგან გუნდს ამ პოზიციაზე საფუძვლიანი გაძლიერება ესაჭიროება. ეს ეროვნული ლიგის პირველ ორ წრეშიც გამოჩნდა, "ტორპედო" გატანილი გოლების რაოდენობით მეხუთე გუნდია.

მეტოქე

კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ჯამი "ტრანსფერმარკეტზე" 12.98 მილიონია, რაც "ტორპედოსთან" შედარებით თითქმის ორჯერ მეტია - ქუთაისური კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების ჯამი 5.43 მილიონი ევროა. "შერიფი" ძირითადად ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული, ადგილობრივი ფეხბურთელებიდან საშუალოდ 3-4-ს უწევს ძირითადში თამაში.

"შერიფი" ზამთარში დაკომპლექტდა, როცა დაახლოებით რვა ფეხბურთელი დაიმატა.

გუნდს დიდი შემტევი პოტენციალი აქვს. ფლანგებზე ბელგიელი ლეგიონერი ზიგუი ბადიბანგა და ბრაზილიელი ჯო სანტოსი (იჯარით "პოლიტექნიკიდან") თამაშობენ. მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი ბომბარდირი სიერალიონელი ფორვარდი ალჰაჯი კამარაა (12 შეხვედრაში 8 გოლი). საინტერესო ფეხბურთელებია ახალდამატებული ხორვატი შემტევი ანტუან პალიჩი და ვიტალიე დამასჩანი (იჯარით "ტორინოდან").

"შერიფს" არც დაცვა დაეწუნება, რომელიც ასევე ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული. გამოსარჩევია კაპიტანი, ბოსნიელი მატეო სუსიჩი, რომელიც ამავდროულად, ბოსნიის ნაკრების წევრია. კარგია ბრაზილიელი კრისტიანოც და ადგილობრივი ანტე კულუსიჩიც.

შედარებით სუსტი რგოლი მეკარეა. ზამთარში დამატებული ზვონომირ მიკულიჩი ვერ ბრწყინავს და არც 35 წლის მოლდოველი პასჩენჩოასი არის სტაბილური.

"შერიფის" დირექტორი ქართველი ვაჟა თარხნიშვილია, რომელიც ამავე კლუბის ლეგენდად ითვლება. თარხნიშვილმა 1999 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ითამაშა "შერიფში" და კლუბს კაპიტნობდა კიდეც.

შესაძლო სცენარი

"ტორპედო" "შერიფის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში მაკედონიის "შკენდიასა" და უელსის "ნიუ საინთსს" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

ტირასპოლის კლუბთან მარცხის შემთხვევაში კი ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გადაინაცვლებს.

იქ კი კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებს ფინურ "ჰიკსა" და ფარერების "ვიკინგურს" შორის დამარცხებულთან მოუწევთ დაპირისპირება.

მოლოდინი

მოლდოველები ამ შეხვედრაში ფავორიტები არიან, რადგან მათ ევროპა ლიგაზე თამაშის გამოცდილებაც აქვთ და გაცილებით ადრე შეძლეს გუნდის დაკომპლექტება. თუმცა ყველაფერი მოედანზე ხდება და ხშირ შემთხვევაში სწორ ტაქტიკურ ანალიზს გაცილებით უკეთესი შედეგი მოაქვს, ვიდრე მეტოქის ძვირიან ფეხბურთელებს.

დიდი მნიშვნელობა ექნება სტადიონზე ხალხის რაოდენობასა და მხარდაჭერას. ადგილობრივი ქომაგი მუდამ გვერდით უდგას "ტორპედოს" და მნიშვნელოვან შეხვედრებში სტადიონს სრულად ავსებს. ვიმედოვნებთ, რომ დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილი არ დარჩება და გუნდი ქომაგთან ერთად მოახერხებს მეტოქისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი ბილეთია გასაყიდი. ბილეთების შეძენა ქომაგებს სტადიონის სალაროებსა და ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ.

გიორგი
რამდენი წუთი გაუზლო ტორპედომ და სამტრედიამ ?
ვაკო
:დდდდ კარგად გაუძლეს 1 ტაიმი
კოტე
როგორაა საქმეები? გადაგვიარეს, თუ მთლად ისე არ აეწყო, როგორც გინდოდა?
ჯერ ადრეა ევროპაში თამაში
ტორპედო შერიფს ნახევარი საათი გაუძლებს,სამტრედია ტობოლს 15 წუთი! შემდეგ დაიწყება ის რაც იყო დინამო-დილას თამაშის დროს (5-0)! ამას 100% ვამბობ! ბოლო თამაშებს გადავხედოთ შერიფმა მოლდავეთის თასზე ისკრა რიბნიტა სტუმრად 9-1 გაანადგურა, ტობოლმა კიდევ შინ ასტანასთან 0-0 ითამაშა (კანკავამ და კვეკვესკირმა ითამაშეს ძირითადში)! არც სამტრედიაა ასტანას ტოლი და ტორპედოც არ გაუშვებს 9 გოლს, მაგრამ კარგი თამაშით მაინც დამარცხდნენ თუ დამარცხდებიან!?
goga
"ტრანსფერმარკეტი" გარკვეულ, ზოგად წარმოდგენას ნამდვილად გვიქმნის, მაგრამ იქნებ ისიც აგვიხნათ სტიტყვა ძლიერი რას ნიშნავს? 12 მილიონად შეფასებული 11 ფეხბურთელისგან შემდგარი გუნდი, როგორ შეიძლება იყოს ძლიერი? მეგობრებო სიტყვის მოგებით და კრიჭაში დგომით ნამდვილად არ ვსაუბრობ, უბრალოდ ყველაფერს თავის სახელს, რომ არ ვარქმევთ იმიტმაა ჩვენი ფეხბურთი ამ დღეში. ძლიერები კი არა, წყალწაღებულნი - მხოლოდ ასეთ შეფასებას იმსახურებს "შერიფის" საფეხბურთო დონე, თუ აღნიშნული თანხით ვიმსჯელებთ. აქედან გამომდინარე ორჯერ ნაკლები "ტორპედოს" სათამაშო კლასი. ესაა რეალობა, ხოლო თქვენი განმარტებით გამოვა, რომ ძლიერთან წავაგეთ ან მოვიგეთ, ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა.
კოტე
გაძლიერება კარგია, მაგრამ ამ საქმეს ეტაპობრივად უნდა კეთება, ფეხბურთელი მაყურებელს უნდა შეაჩვიო და შეაყვარო. ერთბაშად 7 ვიღაც ახალ კაცს რომ დააყენებ და მერე იკითხავ, მაყურებლის მხარდაჭერა სადააო, ეს ხალხი მარტო ფორმას კი არ გულშემატკივრობს. თუმცა ფორმაც აღარ მახსოვს ბოლო პერიოდში 2-3 წელი გადაბმულად ერთმანეთის მიმსგავსებული მაინც ყოფილიყოს... ბევრი რომ აღარ ვწერო, იმის თქმა მინდა, რომ კლუბის მენეჯმენტი ცოტა მეტ ყურადღებას თუ დაუთმობს ასეტ ნიუანსებს, კარგი იქნება, თორემ ვისოლის პერიოდში კი განახევრდა გულშემატკივრების რაოდენობა უაზრო ქმედებების გამო და ეხლა რასაც ვუყურებ, ეს პროცესი ისევ გრძელდება.
ჰაჰა
ფაქტიურად ქუთაისი და სამტრედია ამ ტურნირს ახალი გუნდით ხვდებიან. ანუ გაზაფხული-ზაფხულის უპირატესობა კი არა რაღაც უკუღმართობაა. ამიტომ თუ ხვალ ტორპედოს თავკაცები ამ მოწვეულებს გაუშვებენ, მათზე უნდა გატარდეს სანქცია. შეთამაშებული გუნდით გავნადგურდით შარშან სლოვაკებთან და ჭკუა ვერ ვისწავლეთ. კიდევ კარგი რომ დაცვის მოთამაშეები აიყვანეს. შერიფი კონტრშეტევის გუნდია, ამიტომ ჩემი ვარაუდით 0:0 კარგი ანგარიში იქნება. ხოლო იქ ჩვენ შანსს დაველოდოთ. თუ გავედით მაყარიჩი მიკისრეთ. აბა მუქთაზე არაფერია.
მალხაზ ბოლქვაძე
რა იქნება, არ წავაგოთ და ქულა მაინც ავიღოთ საქართველოს გულისათვის...
gg
ჩასაფრებული არ ვსაუბრობ და ჩემზე მეტად მე მგონი არავის არ უნდა რომ ქართულმა კლუბებმა წარმატებას მიაღწიოს და აღარ ვხედავდე ქუჩაში ბაიერნის, იუვენტუსის და და კლუბის ფორმებში გადაცმულ ხალხს რომელიც სხვა ქვეყნის გუინდებს ქომაგობენ. მეც მინდა რომ ჩემი ქვეყნის რომელიმე კლუბის მაისური მეცვას და ისე ვქომაგობდე მესმის რომ ამის საშუალებას არ იძლევა დღევანდელი მდგომარეობა და ეჭვი მაქვს რომ ეს შესარჩევიც ისეთივე ნერვების მომშლელი იქნება პირველივე ტურებიდან ჩვენი გუნდებისათვის როგორიც იყო წინა წელს და როგორიც იქნება ერთი და ორი წლის შემდეგაც. ციდია მაგრამ ფაქტია. საკლუბო ფეხბურთს უნდა მიხედვააა.
Ragindat
აბა,ჩელებაძის სახალისო ისტორიები მზად გაქვთ მარცხის გადასაფარად??
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
შარშანწინ "საბურთალოსთან" წავაგეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ და...- ინტერვიუ "შერიფის" ქართველ ლეგენდასთან
გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა