კომპანია News Corp, რომელიც ავსტრალიელ მედიამაგნატს ეკუთვნის, "ფორმულა-1"-ის შესასყიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს

კომპანია News Corp, რომელიც მედიამაგნატ რუპერტ მერდოკს ეკუთვნის, პოტენციურ პატრნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს კონსორციუმის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იმ კომპანიების შესასყიდად წარადგენს განაცხადს, რომლებიც "ფორმულა-1"-ზე კომერციულ უფლებებს ფლობენ.

პოტენციურ პარტნიორთა შორის, რომლებთანაც "ფორმულა-1"-ის შესყიდვასთან დაკავშირებით News Corp მოლაპარაკებებს აწარმოებს, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატი კარლოს სლიმი, ასევე ერთ-ერთი ავტომწარმოებელი კომპანია სახელდება, რომელიც "ფორმულა-1"-ის რბოლებში მონაწილე გუნდს ფლობს. ზუსტად რა თანხად შეფასდება რბოლების სერია, ჯერჯერობით უცნობია.

მოლაპარაკებები ჯერჯერობით წინასწარი ხასიათისაა. ტელეარხის მონაცემებით, მის მონაწილეებს News Corp-ის ჩათვლით, ჯერჯერობით "ფორმულა-1"-ის კომერციული უფლებების შესყიდვის საკითხი არ განუხილავთ, რომელიც საინვესტიციო ფონდ CVC Capital Partners-ს ეკუთვნის.

ამ ფონდმა "ფორმულა-1"-ის აქციების საკონტროლო პაკეტი 2005-2006 წლებში რამდენიმე ტრანშით 2.5 მილიარდ დოლარად შეისყიდა. "ფორმულა-1"-ის დღევანდელმა გენერალურმა პრომოუტერმა და მარკეტინგული უფლებების მფლობელმა ბერნი ეკლსტოუნმა მაშინ მისი კუთვნილი ჯგუფის აქციების დიდი ნაწილი გაყიდა, ამასთან მის თანამფლობელად და მთავარ მენეჯერად კვლავ რჩება.

ეკლსტოუნმა უკვე უარყო ხმები, თითქოს ჩემპიონატის აქციების საკონტროლო პაკეტის რუპერტ მერდოკის კომპანიისთვის მიყიდვას აპირებდეს. "ეს მხოლოდ ჭორებია. სპორტი არ იყიდება", - თქვა "ფორმულა-1"-ის კომერციულმა ბოსმა.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე