"დინამომ" სლოვაკეთში სასურველ ფრეს მიაღწია, თუმცა მოგებაც შეეძლო [VIDEO]
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში თბილისის "დინამომ" სტუმრად "დუნაისკა სტრედასთან" სასურველ ფრეს (1:1) მიაღწია. თუმცა, რომ არა მიკერძოებული მსაჯობა და ვაწაძის მიერ შეხვედრის დასასრულს ხელიდან გაშვებული შანსი, უთუოდ გაიმარჯვებდა.
მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეკარე ბულისკერიას ორჯერ მოუხდა საქმეში ჩართვა. შემდეგ სტუმრებმა თამაში დაალაგეს და კონტრშეტევაზე კიტეიშვილმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ზივზივაძეს, რომელმაც ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის მერე სლოვაკური დიდი ძალებით გადავიდა იერიშზე და მეტოქის ფორვარდის დარტყმული ბურთი ჯერ ბულისკერიამ მოიგერია, შემდეგ კი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.
სამწუხაროდ, "დინამომ" ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლო - გათამაშებული კუთხურისას მეტოქემ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ჩვენმა მცველებმა პოზიციური
შეცდომა დაუშვეს, ბაიო უმეთვალყურეოდ დატოვეს და მან თავურით საპასუხო გოლი გაიტანა.
შესვენების შემდეგ სლოვაკები შეტევაზე გადავიდნენ და ბულისკერიამ პირისპირ გასული ჰერცის დარტყმული ბურთი მოიგერია. "დინამომ" საპასუხოდ სწრაფი კონტრიერიში განახორციელა, გოლიც გაიტანა (ავტოგოლი იყო) და ბოსნიელმა მსაჯმა ინფან პელიტომ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
აქედან მოყოლებული ქართველი ფეხბურთელები უფრო გაბედულად ამოქმედნენ, აშკარა შეიქნა მეტოქესთან მათი ტექნიკური უპირატესობა, ერთი პირობა ბურთიც დაიჭირეს და გააგორეს. ორივე გუნდიდან უდავოდ საუკეთესო თბილისელთა კაპიტანი კიტეიშვილი გახლდათ, რომელიც შეტევებს უნარიანად წარმართავდა. ერგემლიძის სწრაფი იერიში მისმა მეურვემ წესების დარღვევით შეაჩერა და არბიტრმა საჯარიმო არ დანიშნა. საერთოდაც, რეფერი ყველა საკამათო სიტუაციაში მასპინძელთა სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას.
რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: პირველი ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, მეორე ტაიმში "დინამომ" სასტარტო მღელვარება, რაც გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობით და გამოუცდელობით იყო განპირობებული, გადალახა, უკეთ ითამაშა და იმის გათვალისწინებით, რომ განმეორებითი შეხვედრა თბილისში გაიმართება, შემდეგ ეტაპზე გასვლა თავისუფლად შეუძლია.
დუნაისკა სტრედა. "მოლ არენა" 8 759 მაყურებელი
დუნაისკა სტრედა - დინამო 1:1
გოლები: 0:1 ზივზივაძე (15), 1:1 ბაიო (30)
დუნაისკა: მაცეი, ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი, კოსტნა, ჰერცი, ლიუბიჩიჩი, ვიდა (ტრეტიაკოვი 67), სიმჩაკი (კალმარი 46), ბაიო, პაჩინდა (დივკოვიჩი 79)
დინამო: ბულისკერია, ხარაბაძე, ლოჩოშვილი, კობოური, რუხაია, ნინუა, ივანისენია, ივანიშვილი (ერგემლიძე 46), კიტეიშვილი, შულაია (ქარდავა 81), ზივზივაძე (ვაწაძე 73)
Vakhtang Lobzhanidze
როდის გინახავს დინამოს თამაშზე ევროთასზე ხალხი არ მისულიყო? ამ პაპანაქებაშიც კი მივა 15 000 მინიმუმ. დინამოს აქვს მშვენიერი შანსი გადალახოს ეს ბარიერი.. სხვა ქართული გუნდებისგან განსხვავებით..მინდა ვცდებოდე, მაგრამ ტორპედო არ მგონია განადგურებას გადაურჩეს..
irakli Afxaidzes da sxvebs
თქვე კარგო ხალხო შედით დინამოს საიტზე უყერეთ მატჩს თავიდან ბოლომდე,ვინ გიშლით და თქვენთითონ გამოიტანეთ დასკვნები,ბრწყინვალედ ითამაშეს ბიჭებმა,მე ესეთი ტექნიკის დემოსტრირება,ასეთი ფიზიკა და ჟილკა ბოლო ათი წელია არ მინახავს ქართული კლუბების მიერ,თანაც არ დაგავიწყდეთ,რომ მსაჯი მიკერძოებული იყო,მე ჯერჯერობით თავს ვერ დავდებ,რომ ეს ჭეშმარიტება იყო თუ შემთხვითომა,ამას პასუხს საპასუხო მატჩი გასცემს,მაგრამ თვითონ ეს მატჩი იყო ბრწყინვალე და ძალიან საინტერესო ჩვენი ბიჭების შესრულებით,დიდი მადლობა მათ ამ კონკრეტული მატჩისთვის,მე არ მომეწონა ერთი რამ, ევროპიდან დაბრუნებული ჩვენი ფეხბურთელის გარჯა,მისი ადგილი დინამოში არაა,კი ბატონო ითამაშოს სიონში,ფოთში და სხვა გუნდებში,მაგრამ დინამოში უნდა თამაშობდნენ ახალგაზრდა პერსპექტული და ნიჭიერი ხალხი და 3=4 წელი მათ არავინ არ უნდა შეეხოს.აი მაშინ იქნება შედეგი.
დათო რუსთავიდან
ერთი წლისაც არაა ეს გუნდი, თან უმრავლესობა ბავშვები არიან და მაგის პირობაზე საკმაოდ კარგად ითამაშეს . მინმუმ სამი ოთხი წელი მაინც უნდა შენარჩუნდეს გუნდის შემადგენლობა თუ რაიმე შედეგის მიხწევა გვინდა , მაგრამ ფიფიას ეგ სულ არ აინტერესებს ...
Irakli Apkhaidze
თამაში არ მინახავს, და ეს ვიდეო სლოვაკურმა მხარემ დაამონტაჟა და მაგიტომაა, რომ სულ მეტოქე გვიტევს თუ მართლა ეგრე იყო?...
korben dallas
დინამომ რომ უეფაში პრეტენზია გამოთქვას, ჯერ გაამტყუნებენ და მერე დასცინებენ DDD ელემენტარული წესების ცოდნაა საჭირო და ნებისმიერი დარწმუნდება, რომ 100%-იანი თამაშგარე იყო.
levan
კარგი იყო ბიჭების გამოსვლა,სერთოდაც კარგი,ლამაზი ფეხბურთი იყო და არა "სვარკა".ფაქტია ბიჭებს პოტენციალი აქვთ,კიტეიშვილი ხომ საერთოდ ტალანტია.იქნებ დინამომ ცადოს და ეს კოლექტივი რამდენიმე სეზონით შეინარჩუნოს,დარწმუნებული ვარ შედეგები ექნებათ.ვისაც ქართული ფეხბურთი არ უყვარს,მისი არ სჯერა,ნერვებს უშლით და ა.შ ნუღარ უყურებენ და ნუ აკომენტარებენ,ვერ ვხვდები რატომ იშლიან ნერვებს.
ზურა
ამას თამაში ერქვა? ცალკარა იყო ფაქტიურდ
roma
ხალხო როგორ მსჯელობთ,რა კომენტარებს აკეთებთ,ეს იყო ბოლო წლების ძალიან კარგი გამოსვლა,ბიჭებმა არაფერი არ დაუთმეს,განსაკუთრებით ტექნიკაში ვაჯობეთ,ზოგიერთმა მართლა სვარკას უყურეთ? როგორ შეიძლება ასე მსჯელობა,ასევე არ დაგავიწყდეთ მსაჯის ფაქტორი,ის მიკერძოებული იყო და ამ ყველაფრის ფონზე ყოჩაღ ბიჭებს,მე არ ვიცი ეს მატჩი ჩვენებს შემთხვევით გამოუვიდათ თუ ასე არიან მომზადებულები,ამ კითხვას პასუხს საპასუხო შეხვედრა გასცემს, თუ ასეთივე შემართებით ვითამაშებთ თბილისში,მაშინ გასულები ვართ და სერიოზული პრეტენზია გვექნება ჯგუფში მოხვედრაზე,ასე,რომ ყოჩაღ ბიჭებს და იმედია ანგარიშგასაწევი გუნდი გვყავს.ერთი რამ მინდა დავამატო:როდის შეწყდება ევროპიდან გადამუშავებული ხლამის დასაქმება საქართველოში,მე ვაწაძეზე და მისნაირებზე მაქვს საუბარი,როგორ შეიძლბოდა ბოლო წუთზე ასეთი მომენტის არ გამოყენება,ბატონო კაჭარავა ახლებზე,ნიჭიერ ხალხზე გააკეთე აქცენტი,ვაწაძე კარგი,რომ ყოფილიყო მას საქართველოში ვინ გამოუშვებდა,ცოტა იაზროვნე.
Ipponi
მომეწონა ბიჭების თავდადება აზრიანად ირჯებოდენ. პატარა უწვერულვაშო ბიჭებია და ნუ ჩაუკრით წკალში თავდადებას. უხეშობდნენ ზაან მასპინძლები მსაჯს ეძინა. მეკარე ნერვიულობდა თავიდან თუმცა მერე დალაგდა. კარგი გუნდია და გამოცდილებას მიიღებენ და უკეთ ათამაშთებიან. მსოფლიო ჩემპიონატის ყურებით ვართ ყველა გართული და მასეთ დონეს ნუ მოვთხოვთ. მე უყურე თავიდან ბოლომდე ვინერვიულე და უქომაგე და ამაყიც ვარ ამ პატარა ბიჭებით. მადლობა ყველას.
el Cano
კარგია ბიჭებო 1-1 თბილიში მოვუგებთ და ვისაც თამაში არ უნახია ჰაილაითებით ნუ მსჯელობთ ჯერ თამაშს შეხედეთ !!!
კახა ქირია
დავიწყოთ იქიდან რომ აუცილებლად დასამატებელია მეკარე და თითო-თითო მოთამაშე ყველა რგოლის თორე ამათაც ვერ გავხდებით.არ გეწყინოს და ჯერჯერობით ასეთი დონის თამაშებისთვის არაა ჩვენი მეკარე მზად.ბევრს ცანცარებს ნერვიულობს და ეს მოქმედებს დაცვაზე.ისე პერსპექტიული ჩანს.კიტეიშვილი კი უკვე მზადაა ევროპული კლუბისთვის
კობიუს
დინამოს მეკარე მეკარეა? თუ შემთხვევითობის პრინციპით ჩააყენეს კარში. რა დაკარგული ჭუკივით დაბოდიალობდა მოედანზე...
Superman
გასაგებია რომ ახალგაზრდაა მაგრამ ნიჭი მაინც ხომ უნდა ეტყობოდეს დალოცვილს? ამხელები იყვნენ დიდი მეკარეებიც უკვე სერია ა-ში ხა ლა ლიგაში გრანდების კარებს რომ იცავდნენ მაგრამ მსგავსი არაადეკვატური მოქმედებები მოედანზე არ ქონიათ. თან ეს არ ხდება მხოლოდ ამ თამაშში, დააკვირდით ეროვნულ ლიგაშიც. თამაშში უშვებს მინიმუმ 4-5 უხეშ შეცდომას. ჩემზე დიდი გულშემატკივარი ქართულ ფეხბურთს არ ყავს მაგრამ ამ ბიჭისგან ისე გამოვა დიდი ფეხბურთელი როგორც... მაშინ ჩავაყენოთ კარში 13 წლის ბავშვიც და წააგოს გუნდმა და ვიძახოთ რომ ახალგაზრდაა და გაიზრდება იმედია (ოღონდ რაზე დაყრდნობითაა ეს იმედი რომ არ ვიცით)
Giorgi
მსაჯებზე დაბრალება არ მიყვარს არაფრის მაგრამ გუშინდელმა თამაშმა ყველაფერს გადააჭარბა. 100% გოლი რომელიც გაიტანა დინამომ ესე უბრალოდ არ ჩათვალა მსაჯმა.რატო არ გამოთქვამს პრეტენზიას დინამო უეფაში?ეს ანგარიშს ვეღარ შეცვლის მაგრამ არ შეიძლება გაჩუმება.
bujanga
.ბოლო წლებში ასეთი სუსტი მეკარე არ მინახავს..დაუბალნსებელი და შეუტანხმებლად მუშაობს დაცვის ხაზი..ეს სლოვაკური გუნდი დიდი არაფერი ..მაგრამ საკამრის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები გამოჩენილიყო ჩვენი..
ჰაჰა
დიდი ამბავი ერთხელ ჩვენც რომ გაგვიმართლოს. თბილისში მაგრა გაგვიჭირდება, რა შუაშია საკუთარი კედლები როცა ქომაგი სტადიონზე არ მიდის. გარდა ამისა ჩვენი მწვრთნელის თვითდამშვიდებაც არ მომწონს.
გიორგი
დინამოს გარდა ვერცერთმა ვერ ითამაშა ფეხბურთი, ცოტა სამტრედიამ იფაფხურა დასაწყისში. უნდა მოვიგოთ, მარტო დინამოს იმედად ვრჩებით, ტორპედო რომც გავიდეს შემდეგს ვერ გასცდება. კაჭარავას ნელ-ნელა გამოსდის. ერთია მხოლოდ, მეკარე გამოუცდელია და ცანცარებს კარებშიც და გამოსვლაზეც, არ არის ჯერ მზად. შეცვალეთ...
გუჯა კახაძე
კარგი შედეგია და განმეორებით მატჩზე საკუთარი კედლები დაგვეხმარება!
გულშემატკივარი
ხანდახან თამაშსაც უყურეთ, „პროფესორებო“! მხოლოდ „ჰაილაითებით“ რომ მსჯელობთ!
fc saburtalo
ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ფრეს მინიმუმ იმსახურებდნენ. კიტეს კლასის ფეხბურთელი იმათ არ ყავთ.თბილისში ყველანი სტადიონზე დაერთობლივი თანადგომით გავალთ შემდეგ ეტაპზე.ელიგის დონე აშკარად მომატებულია,ყველა გუნდმა საშუალოდ ითამაშა და წარმატებებს ვუსურვებ.
oto
ბოლო წუთზე ისეთი მომენტი გაანიავა ვაწაძემ ...(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
ვვვ
დინამომ უკეთესად ითამაშაო? თამაში თუ არა, ეს ვიდეო მაინც არ გაქვთ ნანახი, აქ რომ გიდევთ?
al
რა მოგებაც შეეძლოთ, ღადაობთ თქვენ? თამაშს არ უყურეთ? მხოლოდ ის ბოლო მომენტი ნახეთ როცა დინამომ შტანგას გაარტყა? ტიპებმა გადაგვიარეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შემთხვევით მოხდა ის რომ 1:1 დასრულდა. ნამდვილად კარგი შედეგია, მაგრამ ძალიან გაგვიმართლა!!! მეკარე აბსოლიტურ მისკომუნიკაციაში იყო თავის მცველებთან. ერთი-ორჯერ თხასავით უაზროდ გამოვარდა წინ. თუ დაალაგებენ თამაშს, ამ ბარიერის გადალახვა შეიძლება, მაგრამ აი მერე რა იქნება უკვე ძნელი სათქმელია. თუ ფეხბურთელები არ დაიმატა დინამომ აზრი არ აქვს.
სოსო
რამდენი წლისა გგონია ეს ბიჭი?ჩინებული მეკარე ეზრდება დინამოს.ამ თამაშში უფრო დამცველების ნევროზულ თამაშს აღვნიშნავდი,ხშირად ფაციფუცობდნენ და ცდებოდნენ,მგონი მეტისმეტი მონდომებისაგან უფრო.ბულესკირია კი მას შემდეგ შეცდა,როცა თავში ძლიერი დარტყმა მიიღო და ჯერ ისევ შოკში იყო.ბიჭებზე აუგის სათქმელად,ენა არ მომიბრუნდება,ბოლომდე დაიხარჯნენ და მადლობა ამისათვის.თბილისში კი კიდევ უფრო თავდაჯერებულ თამაშს ველი. პ.ს. კიტეიშვილის თამაშს რომ ვუყურებ,თუნდაც ესპანეთის მეორე ლიგისათვის მეცოდება,ეს მისთვის ერთი წლის დაკარგვა მგონია.ვფიქრონბ ფიზიკურად თითქმის,ტექნიკურად კი მთლიანად მზადაა ლა ლიგაში სათამაშოდ და მენტალურადაც შორს არ უნდა იყოს მისგან.
rodemdeeeee
გოლი რა იყო ჩასათვლელი 100% თამაშგარე იყო. დანარჩენებზე კიდე მანპინძელთა სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას
გაიმარჯვებდა კი არა, რაც აქ მომენტები მაზა სლოვაკებმა, 100:1 უნდა მოეგოთ!
დათო რუსთავიდან
რომ არა ფიფიას სიძუნწე ამათ იოლად მოვუგებდით .... 3 ნორმალური ბრაზილიელი ლეგიონერი და 3 გოლს მინიმუმ გაუტანდით ......
გიორგი
სამწუხაროდ თამაში არ მინახია და ამ ვიდეოთი თუ ვიმსჯელებ, მაგარი გადარჩენილები ვართ რო არ წავაგეთ. კი ვაწაძესაც ქონდა თითქოს 100%-იანი შანსი, მარა ფაქტია რო გააცუდა. მაღალტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამ ვიდეოდან...
გაიოზი
ასე, კეთილმოსურნე გულშემატკივარი, ახალგაზრდა ფეხბურთელზე არ უნდა წერდეს, თუ მას რაღაც სუბიექტური ინტერესი არ აქვს ფეხბურთელისადმი. აი ეს კი ორმაგად სამარცხვინოდ მიმაჩნია. ასეთია ჩემი „სუბიექტური“ აზრი.
rodemdeeeee
არჩათვლილი გოლი სწორად შეაფასა მსაჯმა და არც უნდა ჩათვლილიყო.ელემენტალური წესების ცოდნა.თამაშგარე რო არ დაფიქსირდეს ბურთს უკან მინიმუმ 2 მოთამაშე უნდა იყოს(99% ეს ერთი მეკარეა მეორე მცველია) ხო თუ დააკვირდებით მეკარე წინ არის და აქედან გამომდინარე ბურთს უკან მხოლოდ მცველი დარჩა(ანუ 1 მოთამაშე) რაც 100% თამაშგარეა (როცა ფეხბურთზე წერთ სტატიას უნდა იცოდეთ წესები მაინც) ხოლო დინამოს რაც შეეხება მართლა კარგი გუნდია კარგი ბიჩები არიან.უბრალოდ გამოცდილება დიდ როლს თამაშობს ესეთ დროს.წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა რო თბილისში სასურველ შედეგს მივაღწევთ.
mamuka
კარგი იყო მონდომება და ფიზიკა, რაც არც თუ ისე პატარა ფაქტორია.არაუშავდა ტექნიკას. ცუდი იყო დაცვა, ფლანგიდან შეტევის დროს არ აზღვევდნენ ერთმანეთს რაც დიდ პრობლემებს გვიქმნიდა, ასევე ვაწაძის ვერ გატანილი გოლი(გაეჩერებინა ბურთი ვინ უშლიდა). მთავარია რომ გვაქვს მომავლის იმედი, უნდა გავძვრეთ სემდეგ ეტაპზე და ხალხიც მივა სტადიონზე.
status quo
კარგი თამაში იყო და მოგებაც შეიძლებოდა...
superman
მე პირადად ბულისკერიაზე ცუდი მეკარე ცხოვრებაში არ მინახავს. ჩემი სუბიექტური აზრია და იმედია არ დაბლოკავთ...
benji
მოკლეთ ფიფიამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რომ მინიმუმ არ განმეორდეს ასეთი რაღაცეები უკვე მარაზმია ... გაამზადოს საჩივარი , მოამზადოს ბოლო 3 - 4 წლის გადამწყვეტი მომენტები მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებები და მოითხივკმოს კვალიფიკაციური სუდიები
სოსო
ცოტა უფრო ასაკოვნები რომ ყოფილიყვმემ ჩვენი ბიჭენი,უსათუოდ გაიმარჯვებდნენ.ჰამოც დილენა არ გვეყო.მთლიანობაში ჩვენმა გუნდებმა 5 ქულა აიღეს,რაც შარშანდელი ფიასკოს შემდეგ მშვენიერი შედეგია.სამტრედიასაც უნდა აეღო,მაგრამ მათ მდგომარეობაში,მაგაზეც მადლობა.ვაწაძე გამოცდილი ბიჭია და ასეთი მომენტის გაფუჭება არ ეპატიება,რათ უნდოდა ძალა ცარიელ კარში,მეკარე მაინც ვერაფერს იზავდა,თანაც დასვენებული იყო
giorgi
დუნაისკა სტრედას ბარიაერის გავლა შესაძლებელია,მაგრამ შემდგომ ეტაპზე უკეთეს გუნდთან ძალიან გაუჭირდება დინამოს ამ თამაში მოწინაღმდეგემ სტატისტიკურად ყველაფერში აჯობა დინამოს. ასეთი არაორგანიზებული თამაში დაცვაში და ამდენი შეცდომა ბურთის ამოტანისას არ შეიძლება უფრო მაღალი კლასის გუნდი,რომ ყოფილიყოო ერთი 3 ბურთს გაგვიტანდნენ სტრედამ ბევრი მომენტი გაგვიკეთაა საბედნიეროდ ვერ გამოიყენეს. ძალიან ნიჭიერი მონდომებული და მებრძოლი ბიჭები ჰყავს დინამოს,მაგრამ სამწუხაროდ ზედმეტად ახალგაზრდები არიან და აკლიათ გამოცდილებაა, ორგანიზება და ფსიქოლოგიური მზადყოფნა მარტო მეკარემ 2 ისეთი შეცდომა დაუშვა,რომ ბეწვზე გადარჩა გუნდი, ასეთი დონის ტურნირზე გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე მარტო ახალგაზრდებით წინსვლაა ძალიან გაუჭირდება დინამოს.
რომა
მსაჯები იმენა მაგრად გვწვავდნენ, წესით უნდა გავასაჩივროთ როდისკვალიფიკაცია მისცენ
kika
ასეთი მაღალი დონის თამაში ქართული კლუბის შესრულებით დიდი ხანია არ მინახავს, მსაჯები ქართულ გუნდებს არასდროს არ წყალობენ თითქმის.მაღალი სისწრაფეები იყო.
გენო
მთლიანობაში ნორმალური თამაში იყო, მაგრამ ცარიელ კარში გოლი ხომ შეიძლება გაიტანო?! 2-1 ფაქტობრივად გასულები ვიყავით, 2-0-ს ეგენი ნაღდად ვერ მოგვიგებდნენ, ძლიერი მხარე ტექნიკა იყო, სუსტი თაბით თამაში, მაგრამ სიმაღლე არ აკლია ჩვენებს, ეს ნერვიულობის ბრალი მგონია და შეიძლება ამ კომპონენტის გამოსწორება! კიტეიშვილი საუკეთესო იყო! საერთოდ პირველი თამაშები კარგად ჩაატარეს ჩვენმა გუნდებმა, თუ გავითვალისწინებთ რომ ჩიხურა სტუმრად არ აგებს შანსი მაგასაც აქვს, მოკლედ ვნახოთ
ირაკლიუსი
სასურველი შედეგია და აბა თქვენ იცით თბილისში უნდა მოვუგოთ.....
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ნავალოვსკის მინსკის "დინამომ" თბილისის "დინამოს" გამომგდები "დუნაისკა სტრედა" ისევ დაამარცხა
თბილისის "დინამოს" გამომგდებ "დუნაისკა სტრედას" მინსკის "დინამომ" სლოვაკეთშივე მოუთავა საქმე [VIDEO]
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ვლადიმერ ვაისი თბილისის "დინამოს" გამამწარებელი გუნდის მწვრთნელად ინიშნება
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
სლოვაკი ფეხბურთელი, რომელმაც თბილისის "დინამოსთან" ითამაშა, ცემით კინაღამ მოკლეს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
ცოტნე კაპანაძე "იბერია 1999"-დან სლოვაკურ გუნდში გადავიდა