12 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურა" იერუსალიმის "ბეითარს" დაუპირისპირდა და შეხვედრა 0:0 დამთავრდა.

თამაში საკმაოდ დაბალ ტემპში წარიმართა და ანგარიშიც შესაბამისი გამოდგა. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ყველაზე მეტად მისაღები საჩხერელებისთვისაა, თუმცა, ამავდროულად, გამოჩნდა, რომ "ბეითარი" არც ისეთი ძლიერი გამოდგა, როგორც წარმოგვედგინა.

გთავაზობთ "ჩიხურას" ფეხბურთელების 10-ბალიან შეფასებებს:

დინო ჰამზიჩი 6.0 - ბოსნიელი მეკარე უფრო მაყურებლის როლში იყო. ჰამზიჩს საქმეში ჩართვა ერთ-ორჯერ მოუწია და მშვიდად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე შეაჩერა მეტოქეთა აქტიურობა.

რევაზ ჩიტეიშვილი 6.5 - 24 წლის მცველს შესანიშნავი შეხვედრა გამოუვიდა. ის ორმაგად აქტიური გახლდათ, დაცვაშიც არ ატარებდა მეტოქეს და შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა. იყო მომენტები, როცა მეტად ეფექტური გადაწყვეტილების მიღება მართებდა, მაგრამ საერთო ჯამში, მისი ასპარეზობა დადებითად უნდა შეფასდეს.

ბაქარ მირცხულავა 7.0 - მის ფაქტორზე მატჩის წინაც ვწერდით. ის ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ეს გუშინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა. მან სილვესტრს და ბრიჰონს არ მისცა თავისუფალი გადაადგილების საშუალება, რის გამოც გაი ლუზანოს შეტევაში მათი შეცვლა და ახალი ფეხბურთელების ჩართვა მოუწია.

დავით მაისაშვილი 5.5 - ლევან კაკუბავას არყოფნის პერიოდში მან დაკისრებულ მოვალეობას მეტ-ნაკლებად გაართვა თავი. იყო მომენტები, როცა სივრცეებს ძალიან კარგად კეტავდა, თუმცა ჰქონდა გარკვეული შეცდომებიც.

დავით მეგრელიშვილი 5.5 - მეგრელიშვილმა შეხვედრა ერთ ტემპში ჩაატარა. ძირითადად, დაცვაში ირჯებოდა. შეტევაში თითქმის არ ერთვებოდა და მისი ფლანგიდან შეტევებიც ნაკლებად იწყებოდა.

ლაშა ჩიკვაიძე 4.0 - ლაშა სათამაშო კომპოზიციიდან ამოვარდნილი იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში უამრავი შეცდომა დაუგროვდა. პირველ რიგში, მატჩის მეექვსე წუთზე მიიღო ყვითელი ბარათი. საყრდენ ზონაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები თავისუფლად მოძრაობდნენ, შეტევებში ჩართვისას კი კარგს ვერაფერს აკეთებდა. არავინ არ დავობს, რომ ლაშა კარგი მცველია და "ჩიხურასთვის" ამ ეტაპზე შეუცვლელი, თუმცა საკუთარ თავზე მეტად უნდა იმუშაოს. ალბათ, უკეთესი იქნება, შემდეგ შეხვედრაში თუ მის ჩვეულ პოზიციაზე ითამაშებს.

დენის დობროვოლსკი 5.0 - არც დობროვოლსკის ჰქონია კარგი შეხვედრა. ზოგადად, ებრაელებთან შეხვედრაში ვერ იფიქრებდი, რომ საჩხერელებს საყრდენი ნახევარმცველები ჰყავდათ. დენისი დაკარგული ჩანდა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ შეხვედრაში კი საკმაოდ დაბალი იყო.

ირაკლი ლექვთაძე 5.5 - ლექვთაძე თითქოს ბევრს მოძრაობდა, მოედანზე ყოფნისას ხშირად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, მაგრამ მეტოქის მცველებთან ვერაფერს გადიოდა. მისი წამოწყებული შეტევები ხშირად უშედეგოდ სრულდება, ხოლო მეორე ტაიმში, როცა საერთოდ აღარ ჩანდა, ის სოსო ფრუიძემ შეცვალა.

ირაკლი ბუღრიძე 7.0 - ბუღრიძე შეიძლება ისრაელში დაიტოვონ. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით. 20 წლის შემტევს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ეს "ბეითართან" შეხვედრაშიც გამოჩნდა. ებრაელთა მცველები მას გზააბნეულები დასდევდნენ, ხშირად კი უხეშობით ცდილობდნენ მის შეჩერებას და ამაზე მსაჯი თვალს ხუჭავდა.

თეიმურაზ მარკოზაშვილი 5.5 - არც მარკოზაშვილისთვის იყო იდეალური შეხვედრა, ებრაელთა მცველები მის განეიტრალებს თავისუფლად ახერხებდნენ.

გიორგი გაბედავა 5.5 - მისგან გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ კუელაართან და ხილასთან ვერაფერი გააწყო. მცველები მას სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ.

შეცვლები

მიხეილ სარდალიშვილი - კლუბში რამდენიმე დღის დაბრუნებული არცთუ ისე ურიგოდ შევიდა მოედანზე, რამდენჯერმე გაამწვავა სიტუაცია, თუმცა ამას დაგვირგვინება არ მოჰყოლია.

დემურ ჩიხლაძე - თამაშის მიმდინარეობაში არაფერი შეუცვლია. ძირითადად, ბურთის მოსაპოვებლად მოძრაობდა.

გიორგი ბუხაიძე - მოედანზე არც მის შესვლას არ მოჰყოლია არანაირი სახის შედეგი.

მთავარი მწვრთნელი - სოსო ფრუიძე 7.0 - ამ ადამიანმა თავისი საქმე იმაზე უკეთესად იცის, ვიდრე გვგონია. მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარ სტადიონზე უგოლო ფრე, შენზე ძლიერ მეტოქესთან კარგი შედეგია. იმ ფონზე, როცა გუნდს ყველაფერთან ერთად ორმაგი დანაკლისი ჰქონდა დაცვაში: კაშია-კაკუბავა, მან შეძლო თამაში იმ ტემპში წაეყვანა, რითიც უკანა ხაზს დაიცავდა. საერთო ჯამში, მისი გადაწყვეტილებები დადებითად უნდა შეფასდეს.

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ბეითარისა" და "ჩიხურას" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]
ირაკლი ბუღრიძე: როცა გოლი გავუშვით, დასაკარგი არაფერი აღარ იყო
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ნიკა ხორხელი კარიერას ისრაელის უმაღლესი ლიგის გუნდში გააგრძელებს
"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]