დღეს, 13 ივლისს, ნაგოია ბაშოს VI საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა პირველი მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე კომოსუბი ტამავაშის შეხვდა, რომელთანაც დადებითი ბალანსი 15:7-ზე ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მონღოლთან წელს აქამდე ჩატარებული სამი შეხვედრიდან ქართველმა ორში იმარჯვა და ერთხელ მეტოქე გახდა გამარჯვებული.

ლევანი აქტიურად წავიდა მავაშზე და ცალი ხელით დაიჭირა, თუმცა მეორე მხარე დაუცველი დარჩა და ტამავაშიმ ის კოტენაგეს ილეთით დააგდო.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველ სეკიტორს 5:4-ზე აქვს ბალანსი. ბოლო ორ ბაშოზე იაპონელმა ორივეჯერ დაამარცხა ქართველი.

ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა იოკოძუნა კაკურიუ. მანამდე იმავე მიზეზით მოიხსნა იოკოძუნა ჰაკუჰოც.

ამ ეტაპზე ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

სეკივაკე მიტაკეუმი - 6 ბრძოლა, 6 გამარჯვება

ოძეკი ტოჩინოშინი - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება

მეექვსე მაეგაშირა ენდო - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება

მეცხრე მაეგაშირა მიოგორიუ - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება

მეცამეტე მაეგაშირა ასინოიამა - 6 ბრძოლა, 5 გამარჯვება

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-13 ნომერს, იაპონელ ტობიზარუს შეხვდა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ გაგამარუს უარყოფითი ბალანსი 2:4 გაუხდა.

მანჩო
ლევან მთავარია გული არ გაიტეხო, ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს სიამაყე ხარ, აბა შენ იცი, წინ ახალი გამარჯვებებისაკენ!
გელა
ტოჩი, შენ ხო იცი, რო მთელი საქართველო შენ გვერდით დგას! შენ ხო იცი, რო ყველაზე მაგარი ხარ! ცოტა მეტი კონცენტრაცია და მომავალი შენია! მთავარია, ხვალ დააგდო შოდაი!
იბერია
ბიჯო ეს ამდენი ყველაფრის მცოდნე საიდან მოდიხართ ახლა სუმოს პროფესორებიც გვყოლია
temo
მე მჯერა ლევანის
მაფია უკვდავია
თუ ჩემპიონობა გინდა ასეთ დონის სუმოისტთან არ უნდა წააგო. გეგონება დაუწვაო ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა.იაკუძა ვითომ ტოტალიზატორებს არ აკონტროლებს? ეჭვი მეპარება.
შოთა
არაუშავს ლევან. ყველა ორთაბრძოლის მოგება რთულია. წარმატებები! საქართველო შენთანაა. ჩვენი გმირი ხარ!
ღმერთი შენსკენ ტოჩი
ეგ არაფერი ყოველთვის ვერ მოიგებ, მთავარია მოიგო გენერალური ბრძოლა ანუ ბაშო.
ucha martalishvili
გული არ გაიტეხო ლევან,ყველაზე იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი შენ ხარ ახლა მაგრამ შენ ყველაზე უკეთ იცი რა უნდა გააკეტო.უფალმა გაგაძლიეროს ძმაო,მთელი საქართველო შენთან ვართ!!!აბა შენ იცი ძმაო!!! შოდაის ჯავრი გვჭირს და თავით დაარჭვე დოჰიოს მიღმა,შემისრულე ეს ერთი თხოვნა:)
დავითი
მეც მომეჩვენა, რომ მარცხენა ფეხს არ ან ვერ დაეყრდნო. იმედია, ტრავმის ბრალი არ არის.
N
ეგ არაფერი. გული არ გაიტეხოთ. თავისუფლად შეუძლია ტოჩინოს ამ ბაშოს მოგება. მიტაკეუმის ტოჩისთან ჯერ არ უბრძოლია, არც დანარჩენ ოძეკებთან. მთავარ მეტოქეებს ანუ ორივე ოძეკის კი უკვე ორ-ორი დამარცხება აქვთ. ყველაფერი წინაა. წარმატებები, ტოჩი!!!
Walker
Es vistan waago an rogor waago an rato waago ver vigeb
გულშემატკივარი
ვფიქრობ ტრამვის მიღებას მოუფრთხილდა და მტკივან ფეხს აღარ დაეყრდნო მთელი ძალით, თორებ არაფერი შეცდომა არ დაუშვია, თავისი ჩავლებაც აღებული ქონდა. არაუშავს, მთავარია ფეხი არ იტკინა.
qar
მგონი გაშიფრეს, პირველივე ჯერზე არ უშვებენ მავაშიზე და არ აძლევენ ძალის გამოყენების საშუალებას, რაღაც თუარ შეცვალა კიდე წააგებს.
ნათია
ბატონო ნოდო, თქვენ ,,ცოტა'' ცრუმორწმუნე ხომ არ ბრძანდებით? რომ გვიხაროდა, იმიტომ ვულოცავდით ყველანი. ცხონებული ბებიაჩემი გამახსენეთ, რომელიც სულ მეუბნებოდა: არ ვარგა ბებია წინასწარ ლაპარაკიო! :)
ნოდო
ვამბობდი რა მეხუთე ბრძოლის მერე მორიგ ტიტულს რო ულოცავდით ათი დღე ვერ დაიცდიდით? იტყვით ჩვენი რა ბრალიაო მარა მანძილს არ აქ მნიშვნელობა წინასწარ გახარებას ყოველთვის საპირისპირო მოაქ მარა შეცდომებზე მაინც ვვერ ვსწავლობთ
კოტე
ლევანიმ თვითონ დაუშვა შეცდომა და დაეცა, მაგრამ ჯერ არაფერია დაკარგულია. მე მჯერა ლევანის გამარჯვების მთავარია ტრამვა არ მიიღოს
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ცდილობს, მაგრამ ამაოდ - გაგამარუ კვლავ დამარცხდა [VIDEO]
ნაგოია ბაშო. IX დღე: გაგამარუმ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]
ტოჩინოშინის კაკურიუსთან ბრძოლის შედეგები და დღევანდელი გამოწვევები
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ტოჩინოშინის შანსები იზრდება - კიუშუს ბაშოზე ჰაკუჰო და კაკურიუ არ იქნებიან
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
ნაგოია ბაშო. XIII დღე: გაგამარუს უჭირს და კიდევ წააგო [VIDEO]
ნაგოია ბაშო. X დღე: გაგამარუმ დადებითი ბალანსის მიღწევის შანსი დაკარგა [VIDEO]
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ნაგოია ბაშო. XIV დღე: ტრავმირებულმა გაგამარუმ მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა [VIDEO]
იოკუძუნა ჰაკუჰოს 41-ე! მონღოლი აკი ბაშოს გამარჯვებული გახდა
იოკოძუნა დამარცხებულია! ტოჩინოშინი ოძეკია! [VIDEO]
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]
ნაგოია ბაშო. XI დღე: გაგამარუს მე-9 მარცხი ტურნირზე [VIDEO]
ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
აკი ბაშოს შეჯამება - ორი ქართველიდან გამოცდა მხოლოდ ერთმა ჩააბარა
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
იოკოძუნა კაკურიუმ საკალათბურთო მატჩის დროს 3-ქულიანი პირველივე ცდიდან ჩააგდო [VIDEO]