მუნდიალი 2018: საფრანგეთი - ხორვატია: პირველ ტაიმში ხორვატებმა უკეთ ითამაშეს და ფრანგებმა მოიგეს
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის პირველი ტაიმი ფრანგებმა ხორვატებს 2:1 მოუგეს.

ამ შეხვედრაში აბსოლუტურ ფავორიტად საფრანგეთი მიიჩნეოდა, რადგან უკეთაა დაკომპლექტებული, არა აქვს სუსტი რგოლი და ჩავარდნის გარეშე ჩაატარა მთელი ტურნირი. რაც შეეხება ხორვატიას, ფინალამდე მისაღწევად 3 ოვერტაიმის თამაში მოუწია და მართალია, ობიექტურად ვიზავიზე უფრო სუსტია, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი ხდება. თანაც, ამ გუნდს განსაკუთრებული ქარიზმა აქვს და საერთო სიმპათიები დაიმსახურა.

ფინალები უმეტესად ნაკლებადსანახაობრივი გამოდის ხოლმე და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეხვედრაც გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს. ხორვატებმა კი შეუტიეს, მაგრამ ფრანგები მაგრად დაუხვდნენ და მე-19 წუთზე მანძუკიჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ. ალოგიკურად. ფრანგებმა მათი კლასის გათვალისწინებით, სერიოზული საჩუქარი-ფორა მიიღეს. თუმცა, სლავებმა ამ ტურნირზე არაერთხელ შემოატრიალეს თამაში. და 28-ე წუთზე პერიშიჩმა გაათანაბრა ანგარიში. მერე ისევ გაუმართლათ გალებს, როდესაც იმავე პერიშიჩს ბურთი ხელზე მოხვდა და გრიზმანმა პენალტი გამოიყენა.

მოკლედ, დიდიე დეშამის გუნდს ფაქტიურად მომენტი არ შეუქმნია და 2 გოლი გაიტანა. ეს კლასში უპირატესობაა თუ ფორტუნას წყალობა? თავად განსაჯეთ.

კვირა. 15 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები".

საფრანგეთი - ხორვატია 2:1

გოლები: 1:0 მანძუკიჩი (19 საკ. კარში), 1:1 პერიშიჩი (28), 2:1 გრიზმანი (38, პენ)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, კანტე, პოგბა, მატიუიდი, მბაპე, ჟირუ, გრიზმანი

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი, რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, რებიჩი, პერიშიჩი, მანძუკიჩი

gg
ეგ ჯარიმაც ენახა მსაჯს იყო თუ არა და ისე დაენიშნა...
სოსო
ავტორ,მესამე კომპონენტიც დაამატე,მსაჯი.პირველ გოლზე სულ ტყუილად დანიშნა ჯარიმა,პენალტის დროს კი, რომ არ დაენიშნა,ბევრიც ვერ შეედავებოდა.
აკაკი
ასე ჩვენც კი მოვიგებდით:)))
zura
სპარტაკ ჩემპიონ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
ხორვატია ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება