"გაგრას" 18 წლის ნიგერიელი ფორვარდი - გმირი ახლო ხედით

"გაგრას" 18 წლის ნიგერიელი ფორვარდის, აბაიომი ოვონიკოკოს შესაძლებლობების შესახებ აქამდეც კარგად ვიცოდით, მაგრამ საქართველოს თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ოვონიკოკოს საოცრად მოუმატებია. "ვიტ ჯორჯიასთან" ჩატარებულმა ბრწყინვალე მატჩმა და ორმა ეფექტურმა გოლმა გადაგვაწყვეტინა, ოვონიკოკო უფრო ახლოს გაგაცნოთ.

ქართული კარიერის დასაწყისი

იომი, როგორც მას შემოკლებით ეძახიან, "გაგრას" 2009 წლის იანვარში შეუერთდა. იგი "ბრაიტონის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. "ბრაიტონი" "გაგრას" პარტნიორია და ტრანსფერიც ამის წყალობით გაიჩარხა. დასაწყისი სულაც არ ყოფილა იოლი. ლეგიონერს ნებისმიერ ქვეყანაში იმის დამტკიცება უწევს, რომ ადგილობრივ კონკურენტს ორი თავით აღემატება და ეს ოვონიკოკომ დიდი შრომისმოყვარეობის წყალობით შეძლო.

საქართველოში მიღწეულ წარმატებებს კი "გაგრას" ხელმძღვანელობასა და გუნდის უკრაინელ მთავარ მწვრთნელ ანატოლი პისკოვეცს უმადლის. არც თანაგუნდელთა წვლილს ივიწყებს: "უცხო გარემოში მოხვედრა ყოველთვის ძნელია, მაგრამ საქართველოში ჩამოსულთა უმეტესობა აქაურობას ძალიან სწრაფად და იოლად ეგუება. სხვანაირად შეუძლებელიცაა: აქ ხომ უშუალო და გულღია ხალხი ცხოვრობს... თანაგუნდელები ყველა წვრილმანი პრობლემის დაძლევაში მომეხმარნენ, კლუბის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი საცხოვრებელი პირობები შემიქმნა, პისკოვეცი კი ოსტატობის დახვეწაში დამეხმარა, მასწავლა სწორად თამაში და მომცა თეორიულ-ტაქტიკური ცოდნა."

ქართველობამდე ცოტაღა დარჩა

უკვე საკმაო ხანია, რაც "გაგრას" მესვეურთა თანადგომით ოვონიკოკომ შესაბამის სტრუქტურებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა.

განაცხადის განხილვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ, როგორც "გაგრას" იურიდიული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ გვითხრა, პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და დადებითი პასუხის მოლოდინიც დიდია.

"იმ სტრუქტურების თანამშრომლებისგან, რომელთაც ამ საკითხის განხილვა ევალებათ, დიდ თანადგომასა და კეთილგანწყობას ვგრძნობთ, საბოლოო გადაწყვეტილება კი, მოგეხსენებათ, ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და დიდი იმედი გვაქვს, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.

გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეს თემა არა მხოლოდ ფეხბურთელისთვის არის საჭირბოროტო, მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის აქვს მნიშვნელობა. ამ ასაკის ქართველთა შორის ოვონიკოკოს დონის თავდამსხმელი ბევრი ნამდვილად არ მეგულება", - ამბობს აფხაზავა.

ოვონიკოკოსთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი დაახლოებით სამ კვირაში უნდა გადაწყდეს.

ქართველობის ორმაგი ხიბლი

ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ იომის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მხოლოდ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში სათამაშოდ არ უნდა. ძალიან მალე მის საზღვრგარეთ წასვლას უნდა ველოდოთ. თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ მისი შეძენა ფრანგულ და ბელგიურ კლუბებს სურდათ, მაგრამ ოვონიკოკომ ევროკავშირის ვიზა ვერ მიიღო. საქართველოს მოქალაქეობა კი მას ევროპისკენ გზას გაუხსნის. ბელგიური "გენკი" ნიგერიელს კვლავ იწვევს და დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალი სეზონიდან ოვონიკოკომ კარიერა სწორედ იქ გააგრძელოს. თუმცა მას სხვა მსურველებიც ჰყავს როგორც ევროკავშირიდან, ასევე პოსტსაბჭოთა სივრციდან.

საქართველოდან წასვლის შემთხვევაში კი იომი ჩვენი ქვეყნის დავიწყებას არ აპირებს: "საქართველომ და ქართველებმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. დიდი ფეხურთის თამაშის შანსი სწორედ აქ მომეცა და ამ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებ. უბედნიერესი ვიქნები, თუ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გამომიძახებენ, მომავლისთვის კი ჩემი მთავარი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა იქნება."

მის მთავარ თვისებად შრომისმოყვარეობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას ასახელებენ. საქართველოში ორწლიანი ყოფნის განმავლობაში იომი ნიგერიაში მხოლოდ ერთხელ ჩავიდა, არადა, ყოველ შვებულებაზე კლუბი მას მგზავრობის ხარჯების დაფარვას სთავაზობდა. განტვირთვა და გართობა ყველა ფეხბურთელისთვის სასარგებლოა, მაგრამ "გაგრას" ნიგერიელი ამაშიც თავშეკავებული ყოფილა.

როგორც საქართველოში ჩამოსულ აფრიკელთა უმრავლესობამ, ქართული იომიმაც აითვისა. ლაპარაკი უჭირს, მაგრამ თითქმის ყველაფერი ესმის. ქართულზე არანაკლებად მეგრულიც ეხერხება, რომელიც "გაგრას" თანამშრომლებმა შეასწავლეს.

საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავს, თავისუფალ დროს ხშირად ატარებს დინამოელ ჯუისთან და სპარტაკელ ბოიომოსთან ერთად. არ გამორიცხავს, რომ, ბოიომოს მსგავსად, ცოლად ქართველი შეირთოს...

ბრძოლა ქართული ტიტულისთვის

სანამ კარიერას სხვა ქვეყანაში გააგრძელებდეს, ოვონიკოკოს საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი აქვს საბრძოლი - "გაგრას" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს და თასის ფინალში თითქმის გასულ გუნდთან ერთად პირველი ქართული ტიტულის მოგება სცადოს: "უბედნიერესი ვიქნები, თუ თასის მოპოვებასა და ევროთასებზე გასვლაში ჩემს წვლილს შევიტან. სეზონს ძალიან მაღალ დონეზე ვატარებთ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებასაც სულ მალე გავიფორმებთ და თასის ფინალთანაც ახლოს ვართ. უმაღლესის საგზური ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მაგრამ თასზე წარმატებასაც ვგეგმავდით და ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ტურნირზე წინ რომ მივიწევთ."

"ვიტ ჯორჯიასთან" გამარჯვებაში საკუთარ წვლილს კი მოკრძალებით აფასებს: "ვიცი, რომ ჩემმა გოლებმა მატჩის შედეგი განაპირობა, მაგრამ თანაგუნდელების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. გოლები მთელი გუნდის დამსახურებაა და ბიჭებს ურთიერთგაგებისთვის დიდ მადლობას ვუხდი. "გაგრა", უპირველესად, კოლექტიური თამაშითაა ძლიერი და გუნდისთვის თოთოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია."

Minimal
ვოვა წადი რა თავი მოიკალი...
ddd
ვაა, რა საგიჟეთს დაემსგავსა ეს საცოდავი ქვეყანა! წიგნებს კითხულობთ ახალგაზრდებო? თუ მარტო ქართული ტელევიზიებით ასაზრდოებთ სულს? თუ ქვეყანას არ ეშველა, არც ფეხბურთს ეშველება და არც სოფლის მეურნეობას.
vai tqve sacodavebo
ჩავქოლოთ , აუცილებლათ ჩავქოლოთ ვოვა!!! რა გეშველებათ
aha
მემგონი ვოვას უნდა ჩამოვართვათ საქართველოს მოქალაქეობა ყველაზე ჭკვიანური იქნება. ესეთი ადამიანები საერთოდ დედამიწიდან რომ გავაძეოთ არ იქნება ურიგო თორე სადაც არ მივლენ იქ გააგიჟებენ ნორმალურ ადამიანებს. რეებს ლაპარაკობს დარწმუნებული ვარ ეს "ზანგი" ბევრ შენნაირ ქართველზე მაგარი როჟააა. ფუფფფ გული მერევა შენნაირ ადამიანებზე
mentalitet
ებიჭო ყველა ზანგი ერთნაირი არაა და ეს ბიჭი ოვონიკოკო სულ სხვა მოვლენაა მე ერთ ცუდს ვერ ვიტყვი, პირიქით მაგრა მიყვარს და მთელი გულით ვიამაყებ თუ საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, როგორიც ჩვენ გვეკადრება ისეთი ადამიანია, და ფეხბურთელი საერთოდ.. თეთრები და ქრისტიანები მეც მირჩევნია და მაგრამ ასეთ ბიჭს არაფერი ეხება
nodo
ირინა კაი ერთი რა, ევროპაში ეხლა მოდიან აზრზე და მაქსიმალურად ზღუდავენ უკვე აფრიკელ მიგრანტებს, ეგენი ყველგან პრობლემებს ქმნიან გაიგეთ, "ლიბერალურმა" შეხედულებებმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ცოტა გამოფხიზლდით
nodo
TemoG კალათბურთში რო გვყავს ამერიკელია და არა ჯუნგლებიდან ჩამოსული ველური, და არც მასიურად ჩამოდიან, ნიგერიელები ვითომ ფეხბურთის გამო ჩამოვლენ და მერე კალონკებზე იწყებენ მუშაობას და მათხოვრობენ
irina
ვოვა,გიორგი მართალია უმეტესობა წმინდანების ეტიოპელი ზანგები იყვნენ და საერთოდ ჩვენ რასის საწყისები სწორედ აფრიკიდან მოდის 21 ე საუკუნეში რადროს რასისტობაა? ნუ ჩარჩებით სიბნელეში
მერაბი ნაჭყებია
VOVA რომ საქართველოს სიყვარულს გვასწავლის მართლა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე LOL
ზ
ჩემთვის ნებისმიერი ზანგი ზუსტად ისევე შეიძლება იყოს ქართველი როგორც ადამიანი რომელიც საკუთარ თავს "ვოვა"-ს ეძახის!
admin
გთხოვთ, ყველამ დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში საიტიდან კომენტარები წაიშლება!
ალექსანდრე გედევანიშვილი
იმედი მაქვს საქართველოში ბევრი არ ფიქრობს ისე როგორც vova...
TemoG
ვოვა, თუ ძმა ხარ რა, თუ კალათბურთში გვაყავს ზანგები ფეხბურთმა რა დააშავა, ან ხორვატიაში რომაა ედუარდო, როთია ის ტიპი ცუდი. ეგ ზანგი რომ არ იკოს და იგივე ალბანელი, პრობლემას დაინახავდი რამეს? რაც შეეხება ზნაგებს და საფრანგეტის ნაკრებს, არ ვიცი იმ დროს ფებურთს უყურებდი თუ არა, მაგრამ 98-ში და 2000-ში მაგ ზანგებბმა მოაგებინეს საფრანგეტს ტიტულები, რაც პლატინის საფრანგეთისთვის ხელმიუწვდომელი იყო. მართლა შეეშვით რა ამ შოვინიზმს, არასოდეს ვყოფილვართ და ახლა რამ გაგვაგიჟა?!
გიორგი
ადმინისტრატორს - ძალიან გთხოვთ დაბლოკოთ რასისტული გამონათქვამები. ბრიტანეთში, სადაც მე ვცხოვრობ ამის 10%ისთვის ციხეში მოხვდებოდით თქვენც და ავტორებიც. ეს სიტყვის თავაისუფლება კი არა, ჩვენი თავის მოჭრაა. ასეთი ტიპის კომენტარების დამწერებს რატომ უნდა ელაპარაკოს კაცი არ ვიცი, მაგრამ მაინც, ერთი კითხვა მაქვს მაგათთანაც, წმინდან აბო თბილელზე რაიმე კომენტარს ხომ არ გააკეთებდით? მაგისთვის უნდა მეცათ ვიზა თავის დროზე?
vova
საქართველოს მოქალაქოების მიცემა ამისთვის უზარმაზარი შეცდომა იქნება! ესენი ბუზებივით არიან თუ გაბაზრდა მერე ნიგერიელებს რა მოიგერიებს?!!!!
Georgiano
როგორ ნანობს საფრანგეთი მალუდა, აბიდალი, ვიეირა რომ აიყვანეს არა, იგივე ალჟირელი ზიდანი? ჩ ვენ სხვებს ხელი კი არ უნდა ვკრათ, ჩვენს ინტერესებს მოვახმაროთ.
vova
ნაკრების დონის ფეხბურთელი რომ ყოფილიყო ინგლისელები საქართველოს რაიონში გამოუშვებდნენ? ვიზის გაკეტება დაეზარებოდათ.ეს ჩვენ ვართ ზედმეტად სტუმართმოყვარე ჩვენები ფეხებზე გვკიდია და ზანგებს ვუცინით გინდა რასისტი დამიძახე გინდა კუკლუსკლანელი გაუმარჯოს საქართველოს თეთრი ქრისტიანი ქართველების თამადობით
vova
რა ვკნა იბერ,40 იანებში შენნაერი სახელი მოდაში არ იყო... თუ ესეთი პატრიოტია ნიგერიის მაკრებს მიხედოს! ამას საქართველოზე კი არა თავის ჯიბეზე და მომავალზე შესტკივა და ევროპაში გასაქცევ გზებს ეძებს
iberi
ვოვა - sheeshvit nacizms, zangi ra yopila, tu kargi pexburtelia da saqartveloze guli shetkiva kanis pers gadamwyveti mnishvneloba akvs? saqartveloshi bevri sibneleshi cxovrobs da sakutari nachuchis garda verapers ver xedavs. p.s. shenc ar gkvia zirzveli da qartvelebis megobris saxeli
vova
ამას ვიზა რომ უნდა ევროპაში გასაქცევად ვერავინ ვერ ხვდებით თუ თავებს იდებილებთ?
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ