დღეს, 19 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სლოვაკურ "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხზე გაიმართება.

თბილისელები განმეორებითი შეხვედრის წინ იმედიანად არიან. კახა კაჭარავამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გუნდი ყველაფერს გააკეთებს და ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან.

პრობლემური პოზიციები

წინა შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ იყო პრობლემური პოზიციები, რაც ცვლილებებს საჭიროებდა. მაგალითად, საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია და კლუბს ამ პოზიციაზე ჰყავს საკმაოდ ნიჭიერი ბაქარ ქარდავა, თუმცა თბილისელთა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ მასაც სურს მისი ძირითადში დაყენება, უბრალოდ, ის 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის.

რაც შეეხება მეკარეს, კაჭარავამ საიდუმლოდ დატოვა, დღეს დემეტრე ბულისკერია იქნება კარებში თუ ახალწვეული სტეფან სიკაჩი. ახალწვეულზე აღნიშნა, რომ მას აქვს გუნდთან შეთამაშების პრობლემები, რაც გარკვეულწილად მის ძირითადში თამაშს აფერხებს.

მეტოქე

მეტოქის გუნდში საკმაოდ დიდი არეულობაა. პირველი ის, რომ მთავარი მწვრთნელი მარკო როსი უნგრეთის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა და კლუბის თხოვნით, ერთი თამაშიც დარჩა გუნდში. მეორე ის, რომ კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ამ შემთხვევაში დამკვირვებლის როლში იქნება და ხვალიდან ჩაუდგება გუნდს სათავეში.

მეტოქე გუნდში 15 ლეგიონერია, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის დიდ ნაწილს იკავებენ. გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველი ზსოლტ კამარია. ის "ლაიპციგიდან" იყო იჯარით, თუმცა კლუბმა ის გამოისყიდა. უნგრელი ფეხბურთელი თავის ჩვეულ ფორმაში არაა, წინა შეხვედრაში მას მხოლოდ მეორე ტაიმი ანდეს.

ბომბარდირი წინა სეზონში 10 გოლით სლოვაკი ერიკ პაცინდა იყო, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. თუმცა პირველ შეხვედრაში მასაც არ გამოუჩენია არაფრით თავი.

"დუნაისკა სტრედას" კარგი დაცვა ჰყავს. მაგალითად, პანამელი ერიკ დავისი მსოფლიო ჩემპიონატზე იყო და ბელგიასთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. თუმცა მარკო როსიმ აღნიშნა, რომ ის მუნდიალის შემდეგ გამოფიტულია და მას ვერ ენდობა.

მოლოდინი

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ "დინამო არენა" გაივსება, მაგრამ სასურველია, გულშემატკივრებმა მატჩზე დასწრება არ დაიზარონ და მაყურებელთა რაოდენობა რამდენიმე ათასი იყოს. შეგახსენებთ, რომ გულშემატკივართა მხარდაჭერა ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია ფეხბურთელებისთვის და მათ განსაკუთრებულ მოტივაციას სძენს.

რაც შეეხება შეხვედრას, წინა მატჩში გამოჩნდა მეტოქის რეალური ძალა და "დინამო" თუ იმავე შეცდომებს არ გაიმეორებს, მათ ნამდვილად ძალუძთ მოგება.

მსაჯები

მსაჯები, რომ ქართულ გუნდებს არ სწყალობენ, ამ ევროთასებზე გამოჩნდა. თითქმის ყველა შეხვედრაში, გარკვეულ მომენტებში, მათ ჩვენ წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილება და მეტოქე გუნდს დაუჭირეს მხარი.

ამჯერად მატჩს მაკედონიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 43 წლის დიმიტარ მეკაროვსკი გახლავთ. მას ასისტენტობას დეიან ნედელკოსკი და გიოცე პეტრესკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დეიან იაკიმოვსკი იქნება. მატჩის დელეგატია ბულგარელი მიხაილ კასაბოვი, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი - უკრაინელი ვასილი მელნიჩუკი.

xx
ვინ უყურებს მაგათ თამაშს ჩემპიონატზე? ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი, რადგან ფსონებს ამათ წაგებაზე დავდებ და კარგადაც ვიხეირებ ( 2 თამაშის შედეგით კარგადაც მოვიგე)
ლაშა
Sagol ai egaa qomagoba maladec.
barbare
თუ უნდა დინამოს რომ კარი მშრალად შეინახოს სიკაჩი უნდა იყოს კარში,ძალიან მაგარი მეკარეა
Tbiliseli
ჩიხურაში რო ბუღრიძეა, დინამო თუ დაიმატებს კარგს იზამს :) ძაან სწრაფი და ტექნიკურია, მე რაც ვნახე, ძაან მაგრად ითამაშა. თან პატარაა, 20 წლის :)
კაკო
ნუ გვარცხენ ქუთაისელებს!
guriidan
რა ცუდი გულშემატკივარი ხარ ნეტავ იცოდე...
cheroeli
რაც მეტად გადაემტერებია ერთმანეთს დინამო-ტორპედო უფრო გაძლიერდება ორივე,ასეა და რა ვქნა.აბა ამხანაგურად ნათამაშები ფეხბურთი არ გაიშვა არსად.
valderrama
თავი რეალის და ბარსელონას "ბალეშიკები" გგონიათ თუ მილანის და ინტერის? ერთი ძღინკიანი ფეხბურთის მქონე (იმედია ჯერჯერობით) ქვეყანა ვართ და ერთმანეთს ვებოღმაოთ კიდევ ევროპულ ტურნირებზე, სადაც აგვისტოს თვეს ვერ გავცდენილვართ? ხელი მოისვით თუ შეიძლება რაა და დარწმუნდით რომ ყველაფერი კარგად გაქვთ. გაუმარჯოს დინამოს და გაუმარჯოს ტორპედოსსაც, ყველა ქართულ გუნდს!
bogma xar
arc tbiliseli var da arc qutaiseli,didad arc qartli klubebis qomagobaze viklav tavs,ram dagbogma da gagabandza ase axalgazrda kaci
ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარი
წინ დუნაისკა სტრედა!!! იმედია სტრედა მოიგებს და ტორპედოელთა მარცხით განცდილ ტკივილს შეგვიმსუბუქებს ქუთაისლებს.
გიბო
ამ ერთხელ მივიდეთ სტადიონზე და თუ არაფერი ვიხეირეთ დავანებოთ თავი საერთოთ ქართული ფეხბურთის ყურებას.დაგვაწყდა ნერვები, ხალხი ცოტა მაინც შეიბრალეთ ზემოთ მოკალათებულო ფულიანებო. ფეხბურთელაბს ეს კრიტიკა ნაკლებად ეხებათ. კლუბების ბოსები არიან მთავარი დამნაშავეები!
Ariqa
ოჰოჰოჰო შექმნეს ისევ პოზიტიურ ფონი არც გუშინ განიხილავდით გამოვარდნის ვარიანტს!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ნავალოვსკის მინსკის "დინამომ" თბილისის "დინამოს" გამომგდები "დუნაისკა სტრედა" ისევ დაამარცხა
თბილისის "დინამოს" გამომგდებ "დუნაისკა სტრედას" მინსკის "დინამომ" სლოვაკეთშივე მოუთავა საქმე [VIDEO]
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ვლადიმერ ვაისი თბილისის "დინამოს" გამამწარებელი გუნდის მწვრთნელად ინიშნება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სლოვაკი ფეხბურთელი, რომელმაც თბილისის "დინამოსთან" ითამაშა, ცემით კინაღამ მოკლეს
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ცოტნე კაპანაძე "იბერია 1999"-დან სლოვაკურ გუნდში გადავიდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა