ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მაიკ ტაისონი: არ ღირს ჩემი პროვოცირება

მაიკ ტაისონი: არ ღირს ჩემი პროვოცირება

მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი Fight Magazine-ს ახალი ცხოვრების შესახებ ესაუბრა
ლეგენდარული მაიკ ტაისონის ნებისმიერი ინტერვიუ ძალიან საინტერესოა. ამჯერად მსოფლიოს ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონს ჟურნალ Fight Magazine-ის ჟურნალისტი შეხვდა და "რკინის მაიკს" ახალი ცხოვრების შესახებ მოაყოლა.

- მაიკ, როგორ მიდის დღეს თქვენი საქმეები? რამდენიმე წლის წინ თავი ბანკროტად გამოაცხადეთ. ეს სიმართლეა?

- ყველაფერი ნორმალურადაა. თუ ფულზე ლაპარაკობთ, ადრე მეტი ფინანსური შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ ბედნიერი არ ვყოფილვარ. ახლა ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ ფულის გამო არა, უბრალოდ სხვა ადამიანი ვარ. წლების განმავლობაში ვიცვლებით, მე კი სხვებზე მეტად მჭირდებოდა ეს.

- ისე ჩანს, რომ თქვენი ცხოვრება უფრო მშვიდი გახდა, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო...

- დიახ, როგორც ხედავთ მშვიდად ვარ, ხალხს თავს არ ვესხმი. მაგრამ მაინც გირჩევთ - არ ღირს ჩემი პროვოცირება. მე თავისუფლების ქანდაკება ან ეიფელის კოშკი არ ვარ, ჩემთან ფოტოს გადაღება რომ მოისურვო. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს.

- მაგრამ თქვენ აღარ ესხმით თავს ფოტოგრაფებს. ბოლოს ერთ პაპარაცის არ გაუმართლა ლოს ანჯელესის აეროპორტში...

- ის უწყინარი ინციდენტი იყო... მე რომ სეროიზულად მომეკიდა საქმისთვის ხელი, მისთვის ყველაფერი სავალალოდ დასრულდებოდა. სინამდვილეში, გულის სიღრმეში მესმის მისი, მაგრამ მეც უნდა გამიგოთ.

- ამჟამად კინოში მუშაობა დაიწყეთ. ახალმა პროფესიამ შეიძლება ისეთივე ადგილი დაიკავოს თქვენს ცხოვრებაში, როგორიც კრივს ეკავა?

- სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე გადაღებებები ერთ-ერთი ფილმში. ძალიან მომეწონა! თუ ყველაფერი ისე წავა როგორც საჭიროა, მაშინ ნიუ იორკში გავემგზავრები, სადაც ფილმის - "ხალხი შავებში" გაგრძელებას იღებენ.

პირველად ფილმში მონაწილეობა იმის გამო გადავწყვიტე, რომ ნარკოტიკის ფული მეშოვნა. ვერც ვიფიქრებდი, რომ მაშინ ასე წარმატებით დასრულდებოდა ყველაფერი. ამას თვით ფილმის შემქმნელებიც არ ვარაუდობდნენ. სხვადასხვა აზრია იმის შესახებ, როგორი მსახიობი დადგა ჩემგან. პირადად მეუბნებიან, რომ კარგად გამომდის. როგორც ჩანს, რეჟისორებს სჭირდებათ, რომ მათ ფილმებში ტაისონმა ითამაშოს, მე კი ეს ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაში მეხმარება.

- რომელი როლის თამაშზე ოცნებობთ?

- საკუთარი თავის თამაშის მიმართ მაქვს განსაკუთრებული ინტერესი. იქნებ მართლაც მომიწიოს ოდესმე ამის გაკეთება.

- რამდენად გაინტერესებთ თანამედროვე კრივით? ხშირად ესწრებით საკრივო საღამოებს?

- რა თქმა უნდა, მაინტერესებს, მე ხომ ყოფილი მოკრივე ვარ. ვიზიარებ იმ აზრს, რომ დღეს კრივი და განსაკუთრებით სუპერმძიმე კატეგორია ისეთი არ არის, როგორიც ჩემ დროს იყო. ვარსკვლავების ნაკლებობა შეიმჩნევა. დღეს ამ კატეგორიაში პაკიაოს ან მეივეზერის მსგავსი მოკრივეები რომ იყვნენ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. თუმცა კარგი მძიმეწონოსნები მაინც არიან. მაგალითად, ძმები კლიჩკოები იდეალური მოკრივეები არიან და სამართლიანად არიან მწვერვალზე. რა არ ჰყოფნით მათ? ალბათ, ქარიზმა, სანახაობრივი მხარე, შოუს ელემენტები. მათ მოსაწყენი ევროპული მოკრივეების იარლიყი მიაწებეს და ნაწილობრივ ეს სამართლიანი შეფასებაა. მათი სტილი ზედმეტად რაციონალურია, ნებისმიერ შემთხვევაში იმარჯვებენ, მაყურებელს კი მოულოდნელობის ეფექტი სჭირდება და არა ცივი გონებით გათვლა.

გაცილებით თვითმყოფადი მოკრივეები არიან სხვა წონით კატეგორიებში, ასე რომ, სანახავი საკმაოდაა. მაგრამ თანამედროვე კრივში შოუს ელემენტების დეფიციტია, ამიტომაც, როგორც გასართობი, ჩამოუვარდება სპორტის სხვა სახეობებს. თანამედროვე პუბლიკას დიდი არჩევანი აქვს და შეუძლია თავისი გასართობების სიიდან ამოიღოს კრივი.

- ძმები კლიჩკოების მანერა მოსაწყენია. დევიდ ჰეიზე რას იტყვით?

- ის ჯერჯერობით რინგის მიღმა დგამს შოუს, რინგზე კი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გადასვლის შემდეგ სერიოზული არაფერი უჩვენებია. თუ მას კლიჩკოსთან ჩხუბი არ სურს, მაშინ ჩემპიონად არ ჩაითვლება. საკუთარ პოპულარობაზე ზრუნვა შეუძლია, მაგრამ ლეგენდები რინგზე იბადებიან და არა ინტერვიუებში.

- პაკიაო და მეივეზერი ახსენეთ. გჯერათ, რომ მათი ბრძოლა გაიმართება?

- ვისურვებდი ასეთი შეხვედრის ხილვას. ბრძოლის ორგანიზება ყოველთვის იოლი არ არის, ჩემს კარიერაში მსგავსი რამ ხშირად მომხდარა. მაგრამ ტაისონისა და ლუისის ბრძოლა შედგა, ორჯერ გავედი რინგზე ჰოლიფილდის წინააღმდეგ... იმედი მაქვს, ფლოიდისა და მენის ბრძოლას ვნახავთ, რადგან აუცილებელია საუკეთესოს გამოვლენა. ჩემი პროგნოზი? ფლოიდი მოიგებს თუ საუკეთესო ფორმაში იქნება. მაგრამ მენისაც შეუძლია გაგვაკვირვოს, რაც არაერთხელ გაუკეთებია. ის ხომ სუპერადამიანია?! მეივეზერი იდეალური მოკრივეა, პაკიაო - ზეადამიანი. ვინ არის უკეთესი? სწორედ ეს მაინტერესებს.

- სჭირდება თუ არა კრივს ყურის მოჭმის მსგავსი შოუები, რასაც ადგილი ჰქონდა თქვენი და ჰოლიფილდის ბრძოლის დროს?

- არა, ასეთი რამ საჭირო არ არის. თქვენ იცით, რომ მრავალგზის მოვუხადე ბოდიში ევანდერს. ბოლოს ეს ოპრა უინფრის შოუზე გავაკეთე. მაშინ გულწრფელად მოვინანიე ჩემი საქციელი და განვაცხადე, რომ უკეთესობისკენ შევიცვალე. ეს ინციდენტი შევიდა კრივისა და მთლიანად სპორტის ისტორიაში. მე კი სულ სხვა კვალის დატოვება მინდოდა. ევანდერის ყურის ამბავი სამუდამოდ გაყვება ჩემს კარიერას. რაც შეეხება შოუს, ზოგიერთ თანამედროვე მოკრივეს არ ჰყოფნის ის გრძნობა, რომლითაც მე რინგზე გავდიოდი.

- მაგრამ თქვენი სახელგანთქმული აგრესია საკმარისი არ აღმოჩნდა ჰოლიფილდსა და ლუისზე გასამარჯვებლად. დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით ამ ბრძოლებში?

- ვიღაცეები ამბობენ, რომ მე საუკეთესოებთან წავაგე. სხვები ამტკიცებენ, რომ ყოველთვის საკუთარ თავთან ვმარცხდებოდი. მაგრამ ლუისთან ბრძოლაში ძველი ტაისონი აღარ არსებობდა. ჰოლიფილდმა დაიმსახურა გამარჯვება - მან აშკარად დამამარცხა. მაშინაც უკვე ჩამოწერილი მოკრივე ვიყავი. იმ დროს საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი ამაში. რთული სათქმელია რას გავაკეთებდი სხვანაირად. ვჩხუბობდი ისე, როგორც შემეძლო. რა თქმა უნდა, იმ წლებში სხვანაირად რომ მეცხოვრა, რინგზე გაცილებით მეტის ჩვენებას შევძლებდი. საერთოდ, დღეს რა აზრი აქვს წარსულზე ლაპარაკს. ამით მხოლოდ ხასიათს ვიფუჭებ.

- ისლამის მიმდევარი ხართ. რა შეცვალა თქვენში რელიგიამ?

- მან დიდი გავლენა მოახდინა იმ ცვლილებებზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. თუმცა არ ვთვლი საჭიროთ დაწვრილებით ვილაპარაკო პირად საკითხებზე. ყველას საკუთარი ღმერთი ჰყავს. ვიღაცისთვის შეიძლება კოკაინი იყოს რელიგია. რაც შეეხება ისლამს, წინ კიდევ დიდი გზა მაქვს. რელიგიამ და ჩემმა მეუღლემ სულ სხვა ადამიანად მაქციეს. შეიძლება ჯერ შორს ვარ იდეალურისგან, მაგრამ უკეთესობისკენ მართლაც ვდგამ ნაბიჯებს.

- ყველამ იცის თქვენს ცხოვრებაში ერთი დიდი სიყვარულის შესახებ, რომელიც მტრედებს უკავშირდება. არსებობს ინფორმაცია, რომ ახლა მტრედების რბოლებში მონაწილეობთ...

- მტრედები - ჩემი სიყვარულია, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ და მაძლევდნენ იმას, რასაც ადამიანებთან ურთიერთობისას ვერ ვპოულობდი. ჩემთვის რთულია ამის ახსნა.

მტრედების რბოლა - ეს სპორტის სახეობაა. ამით ბევრი ადამიანია დაკავებული. ვიღაცეები ელიტური მტრედების მოშენებას მისდევენ. ისინი თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. მე კი ამ საქმეში ჯერ დამწყები ვარ. ფული სულაც არ მაინტერესებს, უფრო სპორტული მხარე მიზიდავს. თანაც უბრალოდ მიყვარს ეს ჩიტები, ამიტომაც მიზიდავს სპორტის ეს სახეობა. მე მყავს ჩემი გუნდი და მწვრთნელი ნიუ ჯერსიში.

- მომავალში რას აპირებს?

- გავაკეთებ იგივეს, რასაც ბოლო წლებში ვაკეთებდი. მომწონს ჩემი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ნარკოტიკებს თავი დავანებე და სამაგალითო მეუღლე გავხდი. მინდა ისეთ საქმეებს მოვკიდო ხელი, რომელიც მე და ჩემს ახლობლებს სიამოვნებას მოუტანს. რთული ხასიათი მაქვს, დიდი ხანი ცუდი გზა მქონდა არჩეული და იქედან გადახვევა მიჭირდა. ჩემს მომავალში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ აუცილებლად ვეცდები გამოსწორებას.

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!