თბილისში, დინამო არენაზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა მიმდინარეობს თბილისის "დინამოსა" და "დუნაისკა სტრედას" შორის
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში 1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

ბოლო წვეთი
რომელ მაყურებელს ტაშის დაკვრა და გუნდის შეძახილებით გამხნევება რომ ეზარებოდა სამაგიეროდ გინება მე გიცოცხლე არ არის ჩვენი საქმე გულშემატკივრობა და არც სიყვარული და დაფასება ვიცით რას ითხოვთ ამ უწვერულვაშო ბიჭებისაგან მთელი წელი ხოვათამაშეთ ცარიელი ტრიბუნების წინ ახლა მოვედით ორით მეტი კაცი და რა ვიცი გადაჭამეთ თავი ფეხბურთელებს სტადიონზე მისვლას ამადლით სლოვაკეთში რა ხდებოდა ხო ნახეთ ჯერ წესიერი გულშემატკივრობა უნდა ვისწავლოთ და მერე მოვითხოვოთ როცა ხალხი მივა თამაშებზე ვეღარც მეპატრონე გაბედავს გუნდის გაპარტახებას და მწვრთნელიც ეყოლებათ საშუალო დონის მაინც რომასე უაზროდ არ უყუროს თავისი გუნდის წაგებას და ის მაინც დაინახოს ვინ არის შესაცვლელი მოედანზე და ვინ არა
ინტრიგანი
დინამოს ფეხბურთელი ხარ?
შოკირებული გულშემატკივარი
დარწმუნებული ხართ რო მოსაგებად ყველაფერი გააკეთეთ?
გიზოგ
რუსითის ბიზნესმენის გუნდია და აბა როგორ უნდა ეწეროს.
გავაზელს-ს
რატო ხუმრობს, კომენტი შესვენებაზე აქვს დაწერილი 21.49 და მაშინ კი იყო საქმე კარგად.
ეგ რო შველოდეთ....
მე სიგარეტიანი ფეხბურთელიც მინახავს, პრემიერ ლიგის გუნდებში, ფეისბუკი აჭრელებული იყო მათი სურათებით, ნარკომანი მარადონაც მახსოვს, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან რო გააგდეს, და ისეთი ნასვამი მესი ხელით რო გაიყვანეს მოედანზე, როცა ბარსა ტრიპლეტს ზეიმობდა 2009-ში ბარსას ორსართულიან ავტობუსში პირდაპირ ბოთლებიდან სვავდნენ ლუდს, ეს ავტობუსი დაახლოებით 2-3 საათი ნელა მოძრაობს მთელ ქალაქში სტადიონამდე სადაც დიდი ზეიმი იმართება, მაგრამ მეორე დღეს ისევ სავარჯიშო მოედანზე იყვნენ ყველანი და ისევ ბოლომდე იხარჯებოდნენ და მაგას ნუ დავაბრალეთ ამათ უვარგისობას.
რატომ და...
რცხვენიათ ბატონო რო აგებენ და ეგება რუსები ვეგონოთ ვინმესო.
გულგატეხილი გულშემატკივარი!
ჩემო მილოცვა დინამოს, ეტყობა ამ მსოფლიო ჩემპიონატს ყურადღებით უყურეთ და ბევრი ახალი აითვისეთ: მაგ. გოლის აღნიშვნა გრიზმანისებურად, რაღაც კლოუნური მულტფილმის გმირივით, ეს კარგია მაგრამ ფეხბურთის თამაშს არ "ჩაუკვირდით და არ ჩაეძიეთ"? ტუნდაც ხორვატების თამაშს? რა აკეთებდნენ შეუძლებელს? არაფერს ზეადამიანურს, უბრალოდ ძალიან დიდი პატივისცემით მოეპყრნენ საკუთარ გულშემატკივარს და სული და გული დატოვეს მოედანზე, სხვათა შორის მათ არც საპრიზო მილიონი არ აუღიათ, სრულად გადარიცხეს ბავშვთა დახმარების ფონდში. თქვენ რა გჭირთ უსისხლოებო და უჯიგროებო ხო ხედავთ არა ხართ ფეხბურთვის გაჩენილები, წადით ბიზნესში, ნუ აცდენთ ადგილებს(სადაც მაყუთიანმა მშობლებმა შეგტენეს) და მიეცით გზა ნიჭიერ მაგრამ უფულო ახალგაზრდებს, როგორც მოდრიჩი ომისგან ლტოლვილად ქცეული იყო, ან როგორც ნიჭიერი მაგრამ ავადმყოფი მესი რომელიც იძულებული იყო ნემსებზე გაზრდილიყო ბავშვობიდან ოღონდ თავისი საყვარელი ფეხბურთი ეთამაშა. გაიგეთ არ არის ფეხბურთი თქვენი საქმე ბიზნესში წადით იქ არის უსაქმურების ადგილი საქართველოში. არაფერში არ ვარგივართ არც სპორტში არც ადამიანობაში მარტო ჭამა-სმა და ცეკვა თამაშია ჩვენი საქმე, ხო ქურდობაც. არც კომენტატორების ადგილი არ არის ასეთების, თამაშის დაწყებისას რო ასჯერ გაგვიმეორეს დღეს უბურთო ყაიმიც გვყოფნისო, და ყოველ მიქარვაზე მოედანზე გაიძახოდნენ არა უშავს არა უშავს, იმის მაგივრად ეთქვათ რო სირცხვილია ასე თამაში საკუთარ მაყურებელთანო.
el Cano
ძაან კარგათ ითამაშეს ბიჭებმა და არ შეილება რა ესეთი ლაპრაკი რა მტრები ხო არ ხართ პირიქით გვერდში უნდა დავუდგეთ დინამოს არაუშავს წავაგეთ მარა საგინებლები და გასალანძღები არ არიან რა !!! საღოლ დინამოს წარმატებები!!!!
ლაშა
რატომ გიკვირთ ხალხნო ან რაზე ბრაზდებით, რომ გასულიყო რა? მომდევნო ეტაპიდან გამოვარდებოდა. არ გვყავს ძლიერი გუნდები და შემთხვევითობაზე იმედებს რატომ ამყარებთ.ან ფედერაციას რამდეს უბედავთ, ხოარ დაგავიწყდათ მაგის პრზიდენტი პახოდუ პარლამენტარია და იმუნიტეტით მოძრაობს კაცი:) ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება სანამ შრომისმოყვარეობას, ბევრ ვარჯიშს, სირბილს და დისციპლინას არ შვეჩვევით, მოკლედ პროფესიონალიზმი გვაავს 0. "მატაობა" მეც ვიცი და ამ ოთხმოციანი წლების ფეხბურთით დღეს ვერავის მოუგებ!
წნევა
ტრაგედია ის კი არ არის,რომ "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა(ბარსელონაც კი აგებს),არამედ ტრაგედიაა,რომ ათეულობით წლებია, ამ მუქთახორებს მილიონებს ახარჯავს სახელმწიფო და შედეგი ნულის ტოლფასია.
გიოშა
სლოვაკების ბარიერი რომ გადაგველახა დინამო მინსკს აუცილებლად "დავამარცხებდით" ორი მატჩის ჯამში... არ დაბლოკოთ
კოტე
ვშრომობ და განა იმისთვის ჩემი ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლოთი ეს უვარგისები აფინანსოთ, აიღეთ და მათზე მისაცემი სახელმწიფო ფული გაჭირვებულებს მიეცით. ისე აშკარად იჩალიჩეს, რომ წაეგოთ, რამდენჟერ გადასცეს მოწინააღმდეგეს ბურთი, კუვშიც მაგარი ქონდათ, ტაიმბოლზე ხომ ნუ იტყვი, იხეირეს ბიჭებმა და ტოტალიზატორებმა
თაზო
შეცვლები დაგვიანდა, ფიზიკა ბოლო მთელი 20 წუთი 0, ცენტრში ბურთის დამჭერი არ გვყავს, დაცვაში ბურთის გაგორება არ შეგვიძლია, პოზიციის შერჩევისას დაცვის ცენტრში პანიკური. პ.ს. არ გრცხვენიათ არაფრის??
Vasili
ერთი რამე არ მესმის, ფიფია ხო გინდა რო ფული გააკეთო?, ამ წლების განმავლობაში ხომ შეგეძლო ისეთი გუნდის დაყენება, რო ევროპაზე მაინც გასულიყო, ხო უფრო მეტი შემოსავალი გექნებოდა? ყოველ ახალ ეტაპზე მეტ ფულს იშოვნიდი, პლიუს ამას ფეხბურთელებსაც უკეთეს კლუბებში და უფრო სარფიან ფასადაც გაყიდდი, / საინტერესო და ძლიერი გუნდები ჩამოვიდოდნენ , სტადიონზე რომელიც შენი ფულით გაარემონტე, ხალხიც მოვიდოდა , ბილეთებსაც გაყიდდი, ქალაქში ცოტა სიცოცხლე გამოჩნდებოდა, ახალგაზრდებს ინტერესი გაუჩნდებიდათ, მეტი ტურისტი ჩამოყვებოდა ამ გუნდებს, თან რა გუნდები თამაშობენ ჯგუფურ ეტაპზე კარგად მოგეხსენებათ, ასე რომ მე მგონია რო ასე უფრო ბევრ ფულს იშოვნიდი, მაგრამ შენ ეს არ გაინტერესებს, შენ უბრალოდ პატარა ბუტკას დაამსგავსე დინამო , სადაც მარტო სიგარეტი, ყველი და პური იყიდება. კმაყოფილდები ამითაც და არ გაკლია არაფერი, ის კი დაგვიწყებია რო , ქვეყნის სახელს მაგრად აფუჭებ! პატარა ბავშვს ფეხბურთი როგორ უნდა შეუყვარდეს თქვენი თამაშის შემყურეს?! გაყიდე ეს გუნდი ან მართვის უფლება გადაეცი სხვას!შეიქნმას მართლა შედეგზე ორიენტირებული ორგანიზაცია და მართოს დინამო, და სხვა უფლებები დაიტოვე რომან ბატონო, აკადემია , თვითონ სტადიონი , და რავიცი თუ რამეა კიდე სხვაც, მაგრამ კლუბის მართვა უნდა დათმო !!! ვინმე უნდა გამოჩნდეს რო გამოისყიდოს ფიფიასგან მხოლოდ დინამოს მართვის უფლება ...!
gigo
კატეგორიულად არ ვეთანხმები გაზაფხული-შემოდგომის ჩემპიონატის ჩატარებას. ეს უკანგადადგმული ნაბიჯია.ის რითიც ასაბუთებდნენ ამ ფორმატს ვერ ამართლებს და ვერც გაამართლებდა.ჩვენ გრენლანდიაში ან შპიცბერგენზე ხომ არ ვცხოვრობთ. ასე რომ ფედერაცია კიდევ ერთხელ შეცდა. უკვე მერამდენედ?
zaza
კარგად თამაში თუ ამას ქვიადა. უსუსტეს გუნდთან წააგეს და დიდი ალბათობით ტოტალიზტორის ტაიმბოლიც ითამაშეს.რა კარგ თამაშზეა საუბარი როცა კიტეისვილის გარდა არცერთს კლასის ნატამალი არ ეტყობა მეკარე ხო საოცრება ყავთ.მესმის დინამოს ქომაგების მაგრამ შერიფი ან ბეითარი რო შეხვედროდა დინამოს ყაზახები და აზერები მოგონილი იქნებოდა.ისე კარგი ანდაზაა ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო.
sake
"მხოლოდ შემდეგი ეტაპი,სხვა ვარიანტი არ განიხილება"---ფიფია უნდა ჩამოცილდეს გუნდს,გუნდი მისი საკუთრებაა,მაგრამ თუნდაც სამართავად გუნდი უნდა გადაეცეს სხვას,ეს ერთი ვინმე პიროვნება იქნება,რაიმე ჯგუფი თუ კომპანია არ ვიცი ფორმა მოინახოს ძნელი არ უნდა იყოს,ეს უკვე,რაც ხდება ამ გუნდის გარშემო (სხვათა შორის დინამო აკადემიის ჩათვლით)ყოველგვარ საღ აზრსს სცილდება,მარაზმია,გუნდი პირველ ეტაპს ვერ გადის უკვე რამდენი წელია,სეზონის დასაწყისში ჩვეული ბაქიბუქი ამას ვიზმთ იმას ჩამოვიყვანთ სიურპრიზს შევთავაზებთ ქომაგს ისეთ ტრანსფერებს განვახორციელებთ...დიდიტყუილი,დინამოს მენეჯმენტი ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული 1-ლი გუნდის ჩათვლით არის სამარცხვინო,კატასტროფული.
tngh
კარგა ხანია თბილისის "დინამოს" ესე კარგად არ უთამაშია!!! აშკარად ემჩნევა, რომ საქართველოს ჩემპიონატის 10 გუნდიან და გაზაფხული-შემოდგომის ფორმატზე გადასვლამ მცირე, მაგრამ სასიკეთო შედეგი გამოიღო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "დინამო" სრულიად ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული და გუშინდელი თამაში კარგი, გამოცდილების მიღების მიზნითაც იყო... ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვურჩევდი. ყურად იღონ ფეხბურთის გულსემატკივრების რჩევები და არ მოუსმინონ და არც მიაქციონ ყურადღება "ტოტალიზატორების" ქომაგებს...
იბერია 1981
ისევ დინამოს გულშემატკივრებმა და ფეხბურთის სპეციალისტებმა უნდა ამოიღონ ხმა და დინამო უნდა ჩაბარდეს ნორმალურ პატრონს, რომელსაც ექნება ნორმალური ხედვა ფეხბურთის მიმართ
zviads
თამაშს რაც შეეხება, გამოუცდელობაა წაგების მიზეზი და ფიზიკურად ვერ გაუძლეს, 3-4 გამოცდილი მოთამაშე რომ ყოლოდათ მოიგებდნენ აუცილებლად..
ბონა
ცხელცხელი ამბავი კიტეიშვილზე ტაციაობაა მანიუ, ბარსა იუვე ბდღვნიან ერთმანეთს. კაჭარავა უმაგრესი წინადადება მიუღია არგენტინის ნაკრებში იწვევენ ვაი თქვენ პატრონს ვერ ხვდებით რო დურგლობა გესწავლათ ოჯახ მაინც არჩენთ. არ დბლოკოთ
zviads
მოაცილეთ მართლაც ეს რუსული დ დინამოს მაისურებზე, ადრე მახსოვს ქართული დ-ც ეწერა სტადიონზე, ბოლო-ბოლო ინგლისურად დააწერეთ
იბერია 1981
კი მაგრამ თბილისის დინამომ და სხვა კლუბებმა, აგრეთვე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მაგალითი რომ აიღონ ქართველი რაგბისტებისგან, კალათბურთელებისგან, მოჭიდავეებისგან და სულ ასე შერცხვენილი არ იყვნენ, არ შეიძლება? ყველაზე მეტი მხარდაჭერა ფეხბურთს აქვს საქართველოშო და შედეგი 0, ან თავმოყვარეობა სად გაგიქრათ, ან ღირსება. სამარცხვინოა რა ყველაფერი ეს
ქომაგი
ქართული კლუბებისათვის ევროტურნირები რაღაც ბაზრობისმაგვარს წააგავს, ფულის საშოვნელ ბაზრობას და ფეხბურთელთა გაყიდვისათვის დასათვალიერებელ შანსს. სულ არ ჰკიდიათ გულშემატკივარი. ტაიმ-ბოლით იყომარეს ბიჭებმა, ფული გააკეთეს (მთელი მეორე ტაიმი ჩალიჩობდნენ გოლი გაეტანინებინათ, ჯერ ერთი-ერთზე გაიყვანეს ის სირი თავდამსხმელი მაგრამ რომ ვერ გაიტანა მერე სტანდარტებით იჩალიჩეს). ამაზრზენია ქართული ფეხბურთი სრულად და მაგ ყომარბაზობისა და ცალიჩმეისტერობისათვის გასასროკები!
სოსო
პირველი გოლის შემთხვევაში მბაიო ძალიან მაღლა ახტა,მაგრამ მეორე გოლის დროს,მცველებს უნდა მოეგერიებინათ ბურთი,მბაიოს წინ ჩვენი 5 ნომერი იდგა და არც ბურთი მიდიოდა მაღალი ტრაექტორიით.გეთანხმებით,დაცვა და მეკარე ვერ იყო მთლად დამაჯერებელი.აშკარად იგრძნობოდა ნერვიულობა და ის ბავშვური შეცდომებიც იქიდან იყო,ბოლოს კი გოლები უკვე დაღლილობის ბრალი მგონია,საღად ვეღარ აზროვნებდნენ.კუნთების სპაზმი დაღლილობის უტყუარი ნიშანია და ბოლო 15 წუთი რამდენ დინამოელს გაეჭიმა კუნთები,კი ვნახეთ.ისე ჩაკვეტაძეც რომ დინამოში ყოფილიყო,ამ გუნდს, ძვლებიანად შევხრავდით. ბევრი აქ გამომსვლელისაგან განსხვავებით,დინამოელებზე სასაყვედუროდ ენა არ მომიბრუნდება,ორივე თამაში იბრძოლეს და დაცვაში არ ჩამსხდარან,მომენტებიც შექმნეს და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ,სულ სხვა შედეგი იქნებოდა.საწყენია რომ გამოვვარდით,მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭებმა დიდი გამოცდილებაც მიიღეს და კლასში ნამდვილად არ დაუთმიათ სლოვაკებისათვის,უფრო ფიზიკურად ვერ გავუძელით.ეს არცაა საკვირველი,საქართველოში ხომ არც ერთი გუნდი არ თამაშობს ისეთ ტემპში,როგორითაც სლოვაკური კლუბი თამაშობდა.თუ მოხდა და დინამო საკულაოდაც ისევ ამ გუნდს შეხვდა და თან შემადგენლობაც შეინარჩუნა,ღრმად მწამს,დინამო მას გამოაგდებს.
პენსიონერი.
ცხონებულ სერგო კოტრიკაძეს არ ჰგავს?
გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
მთავრობაც ზუსტად მასეა. დამეთანხმეთ, არ ატეხოთ ეხლა .............
dato30
რომან ფიფიას: მე არ მინდა უმადურობაში ჩამეთვალოს და სამართლიანობისთვის მინდა ავღნიშნო რომ დინამოს აკადემია არის საუკეთესო არამარტო საქართველოში და ეს რომან ფიფიას დამსახურებაა, მაგრამ................ 1) რატომ დაშალა 2011 წელს დინამო და რატომ გაუშვა დინამოდან კვალიფიციური ესპანელი ლეგიონერები და მწვრთნელი, რომელმაც 3 ეტაპი იოლად გადალახა ფლეიოფშიც ახლოს იყო მიზანთან? 2) რატომ გადააკეთა ეს გუნდი ბავშვთა გუნდად, რომელმიც 2012 წლიდან დღემდე არცხვენს ქართულ ფეხბურთს. აზერებთან, ყაზახებთან და სლოვაკების მსგავს გუნდებთან აქვს ჩახდილი. 3) რატომ ვაჭრობს ყოველ 6 თვეში ფეხბურთელებით და რატომ არ აყალიბებს სტაბილურ გუნდს გამოცდილი ფეხბურთელებით? 4) რატომ გადააკეთა საფეხბურთო კლუბი ქარვასლად? რჩევა: იქონიე სინდისი დარჩით აკადემიის ხელმძღვანელი და მთავარი გუნდი გადაეცი ისეთ ბიზნესმენს რომელიც ფეხბურთის აზრზე იქნება თქვენგან განსხვავებით. დინამოს ბევრჯერ შეურცხვენია ქართული ფეხბურთი მაგრამ ზედიზედ 6 წელი არასდროს.
გავაზელი
ხუმრობ?
kako
ქართულად რომ ეწეროს ხომ დაბრდღვნიდნენ
999
კომენტატორები ხომ ძლიერები არიან... 4 წუთი იყო დარჩენილი და მინსკის დინამოსთან თამაშის მოლოდინში იყვნენ (ორი დინამო შეხვდებაო ერთმანეთს) მაგრამ სტუმარმა გუნდმა დარჩენილ დროში 2 გოლი შეაგდო და პირდაფჩენილი დატოვა ყველა... ახალგაზრდები არიანო და შეცდომები დაუშვესო იყო კომენტარი წამყვანებისგან, აბა შე ოჯახ აყვავებულო მე პენსიონერი და ჩემისთანა პენსიონერები ხომ არ ვიტამაშებდით? ვაი თქვენს მენტალიტეტობას რომელიც გღუპავთ
chabuka
სტსტიის ავტორს!რატომ არ არქმევთ ყველაფერს თავის სახელს.იმას რომ წერთ დინამომ თამაში გაამწვავაო{5 წუთი},იმას რატომ არ წერთ,რომ 90 წუთი იღლაბუცა მოედანზეო.ვის ან რატომ ერიდებით!დინამომ გუშინ იტინგიცა,იგლახავა,იმასხრა მოედანზე,ესეიგი ფეხბურთის გარდა ყველაფერი გააკეთა.ასეთი ფეხბურთის თამაშს თუ აპირებთ,ჯობია გმირთა მოედანზე ცირკი რომ არის იქ გადაინაცვლოთ და იქ რაც გინდათ ის აკეთეთ!!
დინამო
მოკლედ, მთავარი პრობლემა არის ის რომ ესეთი სუსტი და გამოუცდელი გუნდი ევროპა ლიგაზე გადის რაა... გუშინ დინამო იყო უსუსტესი,ბევრი ბავშური შეცდომები ოდნავ ნორმლური გუნდი მაგრად დაგვსჯიდა. ჩემი აზრით წელს დინამოს ამ შემდგენლობით უნდა გაუჭირდეს ევროპა ლიგაზეც მოხვდრა. ის მითი კიდე რომ ბანძ ჩემპიონატი გვაქვს არ შეიძ₾ება კარგი გუნდის გაკეთება ფიფიამ მოატყუეოს ვისაც ატყუებდა აქამდე რა, ააწყო რა ბიჭმა ბიზნესი ბავშვებს უშვებს აკადემიიდან 1 წელი დინამოში და მერე ყიდის ეგრევე....
roko
ან ამდენ დენს რაში ხარჯავენ, ან ბალახს რატომ აფუჭებენ?
jorj
არ ინერვიულოთ გულშემატკივრებო.
TanoLife
40 წლის წინ "დინამო" დაფრინავდა, 30 წლის წინ "დინამო" დარბოდა, 20 წლის წინ "დინამო" დადიოდა, 10 წლის წინ "დინამო" იდგა... დღეს "დინამო" წევს!

მეკარემ გადახტომა იცის საერთოდ? რატომ იყო გაშეშებული ორივე გოლზე?
Vasili
რომანი ბიძია, გეხვეწები, სხვა ბიზნესი აკეთე, ამდნი ხალხი გლანძგავს, ისაო, ესაო და გაანებე თავი,,, დაივიწყე, ვითომ არც არაფერი ყოფილა, უბრალოდ ადექი და წადი...! წინ იარე უკან არ მოიხედო.... გ თ ხოვთ...! / ისე ოქროს თაობა დინამო სადა?? ან ის ვინც დინამოში აიდგა ფეხი? ხო ხედავთ რაც ხდება ? გული როგორ გითმენთ და როგორ ხართ ჩუმად?! მაგრამ ალბათ, უკვე როცა დეპუტატი კაცი ხარ , მერე ალბათ მაგრად ტეხავს ფეხბურთზე ტვინის ღუნვა...
დათო რუსთავიდან
ფიფიას საყურადღებოთ. თქვენთვის დინამო უბრალოდ ბიზნესია, ჩვენთვის გულშემატკივრებისთვის უფრო მეტი ბევრად მეტი . 3-4 წლით მაინც შეინარჩუნე შემადგენლობა ან თუ მაგის სახსრები არ გაქვს გაყიდე მაინც . ნუთუ ეგეთი ძნელია თქვენთვის გაიგოთ რომ დინამო ქართული ფეხბურთის სახეა ....
Vakhtang Lobzhanidze
ღადაობ?
მანჩო
სამარცხვინოა პირდაპირ, რას დაამსგავსეს "დინამო", როგორ არ გრცხვენიათ, ღირსება არ გაგაჩნიათ?!
Data1975
ფიფია შარშან იძახდა,ისეთ ფეხბურთელებს მოვიყვან,ყველას გაუხარდებაო,უამბიციო მატყუარა!
ოთო
ყველა ქვეყანას ყავს ერთი ნორმალური გუნდი ,,,ჩვენ რატო არ გვაქვს ამის უფლება ?????????????? ფიფია ან რაღაცას დაამსგავსე გუნდი ან ნუ გვატყუებ და დაგვანებე თავი სხვა ბიზნესი აკეთე
oto
ძალიან მცხვენია და ძალიან გაბრაზებული ვარ როგორც დინამოს გულშემატკივარი...ესე არ შეიძლება რა მუდმივად ...პატივი გვეცით ჩვენც ხალხი ვართ..ყოველ წელს უსუსტესი გუნდით გასვლა ევროტურნირზე და ტყუილი დაპირებები რო ოდესმე კარგი გუნდი გვეყოლება...2 თამაშში 3 გოლი გაგვიტანა ბაიომ აი ეგეთი ლეგიონერები მაინც ჩამოიყვანეთ გუნდი რაღაცას რო გავდეს...კიტეიშვილი ძლივს ათამაშდა და ისიც უკვე გაქცევაზეა..გუნდია თუ სუპერმარკეტი ((((((((((((((((((((( უთავმოყვარეობაა სირცხვილი
koba
ცენზურა რომ არ ედოს საიტს რაც ხართ, რაც ითამაშეთ, რა სტრატეგიაც დაისახეთ, რა შედეგსაც მიაღწიეთ და რასაც იმსახურებთ დიდი სიამოვნებით გეტყოდით მაგრამ ვიცი დამიბლოკავენ და თქვენზე მომინდია რო გამოიცნოთ...
კახა ქირია
ეს თამაში წააგო მწვრთნელმა.რა ჩააცივდა ამ მეკარეს ძაან სუსტია და ცანცარა.რაღაზე მოიყვანეს ის მეკარე მაშინ.უაზრო რაღაცეებს რო აკეთებთ.ანდა ეს უკრაინელი ნახევარმცველი რად უნდათ...გაასწარი დროზე კოტეტიშვილი მაქედან.გუნდს რომ აკეთებდნენ კიდე მესმის.ან ამ ვეტერანებმა სულ დაკარგეთ თავმოყვარეობა, რას დაამსგავსეს თქვენი გუნდი და არცერთი ხმას არ იღებთ.კაცმა რომ გკითხოთ უფ დინამო არის თქვენი ცხოვრება...
a
ფიფიასთვის დინამო არის მაღაზია,მინსკის დინამოსთან შერცხვენას ეგრე ჯობდა, საბრძოლო ანგარიში დააფიქსირეს მაინც. ისე ისეთ სახეებს რომ მიიღებენ ფეხბურთელიან მწვრთნელებიანად თითქოს პროფები არიან და მაგრა არ გაუმართლათ.ფიზიკა 0 ჟინი 0 აზროვნება 0 ამის მიღწევას ძაან ვარჯიში და ნიჭი უნდა.
დდდ
ფიფია 2 წელი მაინც შეინარჩუნე გუნდი რომ ფეხბურთელებმა ერთმანეთი მაინც გაიცნონ კარგად.ვინც ოდნავ გამოიჩენს თავს მაშინვე ყიდის.ნუთუ ვერ უნდა ისწავლო შეცდომებზე! ნუ დაგვაწყვიტეთ ნერვები.
სიმართლე-იზოლდა
ისე გეტკინოს გული ფიფიავ როგორც მე მტკივა ... ყოველ წელს რო შლი გუნდს რა შედეგს მიახწევ ...
rustavi
დინამოს რუსული დ რატო აწერია?
qomagi
ფედერაცია ბიუჯეტის ფულს ხალხის ნერვების წყვეტაზე უნდა ხარჯავდეს? მიეცით ფული უფრო პერსპექტიულ დარგებს. ძმაკაცობით არაპროფესიონალების შემოქმედება სახეზეა.
ირაკლი
არა ნორმალური ტრანსფერები არა ფიზიკური მომზადება არა სწორი საკლუბო სტრატეგია არა თამაშის ჟინი და პასუხიმგებლობა არა ნორმალური ჩემპიონატი კი ფულის გათეთრება კი უვიცი "პრაფესორები" ფეხბურთში კი ამ უვიცთა უკუდო ამპარტავნობა კი ყველა ამაზე პასუხიმგებლის სრული უპასუხიმგებლობა სანამ ეს მანკიერი სისტემა და დამღუპველი მენტალობა ძირფესვიანად არ ამოითხრება და ნულიდან არ აშენდება ყველაფერი მანამდე არაფერი შეიცვლება, წლიდან წლამდე.
ნანა
ღმერთო ისე ნუ წამიყვან ამ წუთისოფლიდან,სანამ ქართული ფეხბურთით არ ვიამაყებ(მგონი სიკვდილი არ მეღირსება)
ქუთაისელი
ტორპედოს და დინამოს გასაგონად არავიზე მეტი ფულიბარააქვთ და არც პირობები არც ლეგიონერები ჩიხურას და შედეგები შეადარეთ თქვენსას რო შეიკრიბებით . მალადეც ფრუიძეს და ფეხბურთელებს ერთმანეთს აგინეთ და ურტყით თქვენ ვაი ქომაგებო
ზურა
ჩიხურამ მოიგო 2-1!!!
დათო რუსთავიდან
ფრუიძე ყოფილა მწვრთნელი მოიგო თამაში ოღონდ ბავშვებით არა :-)
Goool
ჩიხურაააააა იგეეეეეეეეეეეეებსსს ხალხოოოოო
ვარშა
ერთი გამოსავალია. რაგბის დროს უნდა გაუთანაბრდეს ფეხბურთი..არ ვიცით 80 წუთზე მეტი და რას ვიზამთ..რომელი ერთი გავიხსენო..ნაკრების . კლუბების მე 80 წუთიდან წაგებული განადგურებული თამაშები..
ბესო
კლასს, სტრატეგიას და ნიჭს თავი რომ დავანებოთ, ხომ შეიძლება ბრძოლისუნარიანობა და ფიზიკური მომზადება მაინც გქონდეს?! ბოლოს და ბოლოს პროფესიონალი ფეხბურთელი გქვია! ამ თვისებებს მაინც არ სჭირდება ინფრასტრუქტურა და ძლიერი ქვეყანა. მაგრამ არა, არც ამ კომპონენტებში ვარგან!..დარწმუნებული ვარ ნახევარი მათგანი სიგარეტსაც ეწევა, პლანსაც და ალკოჰოლზეც უარს არ ამბობს!.....ამ სავალალო მდგომარეობა არც ფული უშველის და არც ფეხბურთის ფედერაცია(რაც არ ნიშნავს რომ მათ პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ) სანამ ეს დედა აფეთქებული მენტალური რევოლუცია არ მოხდება ქართველ ადამიანში და სიზარმაცეს არ მოერევა!!
ზოგადათ
მაინტერესებს რატომ ფინანსდება არამიზნობრივად ბიუჯეტიდან ფეხბურთი.იქნებ გამოაქვეყნოდ რამდენი მიდის ყოველწლიურად გუნდების დასაფინანსებლად.შედეგი გვაქვს ნული!გნებავთ საკლუბო და გნებავთ სანაკრებო დონეზე! ეხლა არ დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრება და ზღაპრები.
Musenbezi
ტრაგედია არა ტოროლა, რატო იშლით ნერვებს საბოლოო შედეგი ხო წინასწარ იყო ცნობილი
Vano
Davixalet ukve.kmara.aset rames mxolod qartuli klubi tu izams.fifia ra gagixda 3 normaluri adamianis moyvana 6 tamashistvis aaaa.grcxvenodes
გოგა
ბოლო ნახევარი საათი ველოდებოდით როდის გავუშვებდით ბურთს, ასეთ თამაშს სხვა რა ქვია, თუ არა "გოლის გაშვების მოლოდინი" - ამ პერიოდით თუ ვიმსჯელებთ "დინამოს" საერთოდ არ ყავს მწვრთნელი
giorgi
ჩემსას რატო არ დებთ ვერ გავიგე უკვე თვეებია ვერ ვწერ კომენტარს რა ხდება აბა გამაგებინეთ?
Anj. Antey
დაიფრინეს სლოვაკმა ჯეელებმა ფლაგმანი ფიცარზე ესეა ბევრს რო გაიბრიქები და სხვა გუნდებს რო გაკრავთ კბილს საქართველოში საკლუბო ფეხბურთი მართლაც გასაუქმებელია ნუ დროებით მაინც რომ რაღაც მოიფიქრონ საფ: მამებმა ეს უკვე მეტის მეტია ეგერ პიუნიკმა გახია ვარდარი და სომხებმაც გაგვასწრეს რეიტინგში
zaza
რატომ არის ტრაგედია?? რა ითამაშა დინამომ ისეთი რომ დაიჩაგრა თამაშით? მეორე ტაიმში ჩადგნენ დაცვაში და იქაც რა ითამაშეს კარგად ვნახეთ რა. დღეს სტანდარტული მდგომარებებიდან გადის გოლები და ეს ბუნებრივია რა არის აქ გასაკვირი. არაფერი გუნდი არ იყო სლოვაკური რა მაღალ ჩაწოდებებზე და სტანდარტების იმედად იყვნენ, ძალიან უბრალო ტაქტიკა ქჰონდათ და გაამართლა კიდევაც. იმ ზანგ კაცს ამდენმა ჩვენმა მცველმა ვერაფერი მოუხერხა და შედეგიც სახეზეა. ან რომ გასულიყო დინამო მერე რას იზამდა, ესეთი შემადგენლობით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არაფერი გვესაქმება არანაირად რა. კიტეიშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ მარტომ რა ქნას?? მეორე ტაიმში ჩაკეტეს და ეგაა.. ფიფიას არ აინტერესებს ჯგუფური ეტაპი რად უნდა მაგას საუბარი, აბა ამ შემადგენლობით საშუალო დონის ევროპულ კლუბთან რა შანსები გვაქვს? კიტეიშვილიც თუ წავიდა ამ გუნდიდან მერე რაღა დარჩება დინამო. რაც მოსალოდნელი იყო მოხდა ის, რა დონეზეც არის ქართული კლუბები გამოჩნდა ამ ორ დღეში, ისედაც ვიცოდით უბრალოდ ეს დადასტურება იყო რეალობის იქ სადაც ვართ!
fdghfd
იგებსო და ცააგეს? რა ჯანდაბაა
dadu
სამარცხვინოები!!! უბრალოდ სამარცხვინოები!!! სხვა რა შეიძლება ეწოდოს ქართული ბანდების გამოსვლას? სტადიონზე ხო კაციშვილი აღარ დადის ფეხბურთის საყურებლად ეხლა ტელევიზიებმაც კი შეწყვიტეს ამათი ჩვენება (ჩემი აზრით სრულიად სამართლიანად, თაობა რომლის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება ამ ზარმაცი ბანდების საშინელებებს არ უნდა უყურებდნენ) ცოტა ხანში ალბათ ანგარიშსაც აღარავინ გაიგებს იმ დონის უინტერესო გახადეს ფეხბურთი ამ მკვდრებმა.
emigranti
ფიფია გაყიდე გუნდი, მოგვშორდი, რას გვერჩი? ვინც ბურთის გორება იცოდა ყველა გაყიდე და ვიღამ უნდა ითამაშოს? წიტაიშვილიც წავა ეხლა და მართალიც იქნება. შენ უნდა წახვიდე მთლად რომ გაანადგურე გუნდი.
tarieli
სირცხვილია. ხალხს მაინც ეცით პატივი. თავმოყვარეობა აღარ გაგაჩნიათ!
гиа
сацодави сакартвелос фехбурти, метис гакетеба ар шегвидзлия,рад гвинда дзлиери динамо роца гвкавс асети мекре да дацва
მ
lol
Live
კაროჩე რა ჩიხურა დარჩა ისიც აგებს თუ გაათანაბრა ხო კაი თუ არადა ცუდადაა საქმე
ტორპედოელი
თამაში წააგო კაჭარავამ.ივანისენია რა ჯანდაბად უნდა როცა სკამზე ქარდავა ზის. უკან დახევამ წააგო თამაში. შეცვლების დაგვიანებამ. მეკარედ სიკაჩი უნდა დაეყენებინა.
ვაი
სტადიონის დიქტორი შეინარჩუნოს რომანამ მთავარია, დანარჩენს მოევლება :)
დათო რუსთავიდან
რათგინდა უვიცი ფიფია დასკვნებს ვერ გამოიტანს და მაინც ვერ მიხვდება რომ მარტო ბავშვებით ერთ ეტაპსაც ვერ გაივლის , ვერასდროს ...
Gura
ფიფიას ბრალია
Mmn
სად ნახულობენ ასეთ არაკვალიფიციურ წამყვანებს?!! სირცხვილია! მინსკის დინამოს ხო "შეახვედრეს", ჩემპიონებსაც გახდიდნენ მალე, 2 გოლი რომ არ გაგვეშვა.. მსოფლიოზეც ეს დუეტი იყო ყველაზე არაკომპეტენტური!!!
giorgi
3-4 წლის წინ პლეიფში გასვლას მაინც ვახერხებდით და უკვე ტრადიციად იქცა ეს პირველივე ეტაპზე გამოვარდნა.
912
ტაიმბოლი დასვით ბიჭებო? რამდენი აიღე ფიფია ამ თამაშის წაგებაში სამარცხვინო გუნდი ხართ მფლობელით დაწყებული მასაჟისტით დამთავრებული
ლევანი
აუუ, ტრაგედია არა. რა მოხდა ისეთი რაც აქამდე არ მომხარა? ნუ იცით რა ეს გაზვიადება
zaza
ამაზე უკეთესი არენახოს ვინც ჩვენ გვემტერება მეკარე საოცრება გუნდი საოცრება ერთი მეკარე გამოვარჩიე იმ გუნდიდან მინსკის დინამო გახევს ამ სლოვაკურ გუნდს.ვავა ქართული ფეხბურთი.
გიორგი
მათი ჯიგარი რა ვთქვა მე რა რა ბილეთი წამაგებინეს 1-X მქონდა დაწერილი :( და ეგ მქონდა დარჩენილი
goga
ფიფიას რაც აცკობს და მიზანი რაც აკ იმას იმკის სახელი მაინც შეუცვალოს გუნდს
cheroeli
80 წუთზე გავმაზე რომ დინამო წააგებდა.რატომ თუ იცით? კაცურად უნდა ითამაშო ბოლომდე და არ ისიმულიანტო.
ქართული ფეხბურთის მკვლელი
ხო მოედანზე იწექით და ბებიაჩემი კლარა მოიგებს თამაშს! ვაი ჩვენ პატრონს!
გიორგი
მთავარია, ვინ იქნება შემდეგი... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამხელა ხალხს თავმოყვარეობა არ გაქვთ?!
gia
ყველა ფეხბურთის პროფესორია ამ ქვეყანაში ..რატომ ვერ მოვიგეთ?
Tbiliseli
აი ის მსაჯი უნდა დაკიდო ეხლა ბაწარზე, პირველ თამაშში რო მოიგონა თამაშგარე. საერთო ჯამში ხო მაგან გადაწყვიტა ამ თამაშის ბედი?
პაატა
არ წასაგები თამაში წავაგეთ და საერთოდ მეკარიანად დაცვამაც ძალიან ცუდად ითამაშა..
ადრეა ჯერ ევროპაში თამაში
იყო და არა იყო რა "თბილისური ზღაპარი"!
კკ
კიდევ კარგი იმედიანად რომ არ ვიყავი განწყობილი დდ გული მაინც არ დამწყდა
tui
ამ ყოვლად ურეაქციო ბულისკერიას რატო აყენებს კარში საინტერესოა, ბურთს თუ გაარტყამენ თორე ისე ამჯები არაა
dato
მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
ირაკლიუსი
ძალიან კარგად თამაშობენ ჩვენი ბიჭები, კარგი საყურებელი თამაშია.... მიდით ბიჭებო ბოლომდეეე!!!!
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ცოტნე კაპანაძე "იბერია 1999"-დან სლოვაკურ გუნდში გადავიდა
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის
ნავალოვსკის მინსკის "დინამომ" თბილისის "დინამოს" გამომგდები "დუნაისკა სტრედა" ისევ დაამარცხა
თბილისის "დინამოს" გამომგდებ "დუნაისკა სტრედას" მინსკის "დინამომ" სლოვაკეთშივე მოუთავა საქმე [VIDEO]
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ვლადიმერ ვაისი თბილისის "დინამოს" გამამწარებელი გუნდის მწვრთნელად ინიშნება
რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
სლოვაკი ფეხბურთელი, რომელმაც თბილისის "დინამოსთან" ითამაშა, ცემით კინაღამ მოკლეს
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...