საჩხერის "ჩიხურამ" ყველასთვის მოულოდნელად იერუსალიმის "ბეითარი" ევროპა ლიგის მიღმა დატოვა და მეორე ეტაპზე გადავიდა
საჩხერის "ჩიხურამ" ყველასთვის მოულოდნელად იერუსალიმის "ბეითარი" ევროპა ლიგის მიღმა დატოვა და მეორე ეტაპზე გადავიდა. კლუბის წარმატებაზე გვესაუბრა, საჩხერელთა ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ირაკლი ბუღრიძე.

- რამდენად მოსალოდნელი იყო შენთვის, რომ "ბეითარის" ბარიერს გადალახავდით და შემდეგ ეტაპზე გახვიდოდით?

- სასწაული ემოციაა, როდესაც შენზე ძლიერ გუნდს ამარცხებ მითუმეტეს სტუმრად. საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, რა თქმა უნდა ჩვენი შანსები მცირე იყო და თითქმის არავის ეგონა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით, მაგრამ გუნდურობით, ბრძოლით და ერთიანობით ჩვენ ეს შევძელით.

- 62-ე წუთზე საკუთარ კარებში გოლი მიიღეთ და მარცხდებოდით, თუმცა შეძელით შეხვედრის შემოტრიალება. რის ხარჯზე მოახერხა ეს გუნდმა?

- მატჩს რაც შეეხება, ორივე გუნდს ჰქონდა რეალური მომენტები, მაგრამ ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, სანამ 62-ე წუთზე გოლი გავუშვით. ყველაფერი შეიცვალა, გოლი გვქონდა გასატანი და დასაკარგიც არაფერი იყო. გოლის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ცვლილებაზე შემოსულმა ფეხურთელებმა მატჩი შემოატრიალეს.

- შემდეგი მეტოქე "მარიბორია", რას ფიქრობ შეუძლია კიდევ ერთი სენსაციის შემოთავაზება "ჩიხურას"?

- შემდეგ ეტაპზე "ბეითარზე" ბევრად ძლიერ გუნდს "მარიბორს" ვხვდებით, რომელიც წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგას თამაშობდა. ძაან რთული თამაშები გველის, მაგრამ ყველა ჩიხურელი თავის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ კიდევ ერთი სენსაცია მოვახდინოთ. მინდა, ქართველ ქომაგებს მოვუწოდო, რომ 26-ში მოვიდნენ სტადიონზე და დაგვიდგნენ გვერდში. იმედებს ნამდვილად არ გავუცრუებთ.

- როგორ შეაფასებ შენს თამაშს, ორივე შეხვედრაში აქტიური იყავი და ებრაელ მცველებს ხშირად ძალიან აბნევდი.

- ჩემს თამაშს რაც შეეხება: ვფიქრობ, რომ პირველ მატჩში უფრო აქტიური და პროდუქტიული ვიყავი გუნდისთვის ვიდრე მეორეში. განმეორებით შეხვედრაში რამოდენიმე მცველი ახლოს მეთამაშებოდა და სივრცეებს მიზღუდავდნენ, ამიტომ დიდად თავი ვერ გამოვიჩინე, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატება იყო და ძალიან გახარებული ვარ, რომ ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე.

აქა ვარ ძია
წარმატებები
აქა ვარ ძია
მაშინ გუნდს მარგვეთი ერქვა,მალტის სლიმასთან წააგო
ასევე
გენაცვალეთ თქვენ,საქართველოში ყველაზე კარგი გუნდი ჩიხურაა,იყო ადრეც ზესტა და ამერი,რომლებსაც არ შევურცხვენივართ,თუ არ ჩავთვლით ზესტას გასვლაზე 3-1 ქონდა მოგებული და აქ 3-0 წააგო...
George
მადლობა ჩიხურას ! თითოეულ ფეხბურთელსა და განსაკუთრებით მთავარ მწვრთნელს შეუძლებელი არაფერია ! გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების , გჯეროდეთ რომ თქვენ უფრო ძლიერები ხართ სულით და გულით მიუდექით რასაც აკეთებთ და ყველაფერს შეძლებთ! მჯერა რომ ბოლომდე იბრძოლებთ ბიჭებო მადლობა კიდევ ერთხელ
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ნეიმარმა "სანტოსი" გადაარჩინა და ახლა ოპერაციას გაიკეთებს
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
პირველი ტაიმი "მარიბორსა" და "ჩიხურას" შორის 0:0 დასრულდა
"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
ბეითარი VS ჩიხურა - მასპინძელი ფავორიტია, თუმცა...
"მარიბორის" მწვრთნელი: სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გადავრჩით
"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
მოსაზრება: არ გაუშვათ გია ცეცაძე, დაამატეთ სოსო ფრუიძე!
ყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]
"ბეითარისა" და "ჩიხურას" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
იოსიპ ილიჩიჩმა ახალი გუნდი მალევე იპოვა
ნიკა ხორხელი კარიერას ისრაელის უმაღლესი ლიგის გუნდში გააგრძელებს
"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა
ირაკლი ბუღრიძემ ბელგიის ჩემპიონატში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა - ქართველის კარგი თამაში [VIDEO]
სოსო ფრუიძე: "მარიბორის" ბარიერის დასაძლევად სწორედ ეს დაგვაკლდა
ირაკლი ბუღრიძე "ბეერსხოტიდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძის პირველი გოლი 2019 წელს [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"მეხელენის" სასამართლო პროცესები, მიზნები, "ჩიხურა" - ინტერვიუ ირაკლი ბუღრიძესთან