ასე დაეწყოთ, როგორც დაასრულეს - საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ესტონეთი 24 ქულით დაამარცხა
სოფიაში ევროპირველობაზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთს 88:64 სძლია და B დივიზიონში მე-13 ადგილი დაიკავა.

დიდებულად ითამაშა გიორგი კორსანტიამ, რომლის ანგარიშზეც 27 ქულა და 17 მოხსნაა. 13 ქულა დავით აფხაზავამ ჩააგდო, 11 რატი ანდრონიკაშვილმა, 10 კი ნიკა ჩეჩელაშვილმა.

შეგახსენებთ, წინა ტურში ჩვენმა გუნდმა ალბანეთი 60 ქულით დაამარცხა და გამოჩნდა, რომ გუნდს პოტენციალი გააჩნია, რაც ტურნირზე სათანადოდ ვერ გამოიყენა.

ჩვენმა გუნდმა ტურნირზე ერთობ არასტაბილურად იასპარეზა, სტარტზე პოლონეთს 17 ქულით უგებდა და წაგება მოახერხა, კოსოვოს ოვერტაიმში სძლია, პორტუგალიას 66:62 მოუგო, ხოლო უნგრეთთან 54:65 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარა გოგა ბითაძე, რამაც ალბათ, გადამწყვეტი როლი ითამაშა წარუმატებლობაში.

გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოკლე სათადარიგოთა სკამია და მთელი დატვირთვა სასტარტო ხუთეულზე მოდიოდა.

იმედია, თბილისში დაბრუნების შემდეგ გუნდის მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და ფედერაციის ხელმძვანელობა ახსნიან წარუმატებლობის მიზეზებს.

არტაგი
მწვრთნელია გასაშვები!....
fero
გუნდი კარგი იყო მაგრამ მგონია რომ მწვრთნელი არ ყავდათ
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება