2018/19 წლების სეზონში უეფამ კლუბებისთვის თანხების გადანაწილების ახალი სისტემა დანერგა.

ახალი სისტემის შესახებ ჩვენ დეტალური ინფორმაცია უკვე მოგაწოდეთ, რომელიც ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.

უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობისა და სოლიდარობისთვის განკუთვნილი თანხების გადანაწილების ახალი სისტემის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის კვალიფიკაციის მონაწილეებისთვის გადასახდელი თანხა საერთო შემოსავლის 3 პროცენტს და დამატებით ჩემპიონთა ლიგის კლუბების ფონდიდან 10 მლნ ევროს შეადგენს.

მოსალოდნელია, რომ საერთო შემოსავალი 3.25 მლრდ ევროს მიაღწევს. შესაბამისად, ამ თანხის 3 პროცენტი 107.5 მლნ ევროს შეადგენს.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპები უკვე მიილია და შეგვიძლია გავიგოთ, რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა.

სამწუხაროდ, ორი ქართული გუნდი ევროთასებიდან უკვე გავარდა.

"სამტრედია" ყაზახურ "ტობოლთან" დაპირისპირებაში ორჯერ დამარცხდა. ჯერ შინ - 0:1 კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით და შემდეგ სტუმრად - 0:2.

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის სამტრედიელებმა 240 ათასი ევრო მიიღეს. მორჩა, "სამტრედიას" მეტი სარგებელი არ მიუღია.

მეტად მტკივნეული იყო თბილისის "დინამოს" გამოვარდნა, რომელმაც ჯერ სტუმრად ფრე (1:1) ითამაშა სლოვაკურ "დუნაისკა სტრედასთან", სადაც მოგებაც კი შეეძლო, მათე ვაწაძეს ბოლო, დამატებულ წუთებში ხარიხისთვის რომ არ გაერტყა ბურთი. საპასუხო მატჩში კი დინამოელები ისევ დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და დამსახურებულად გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

"სამტრედიის" მსგავსად, "დინამოსაც" იგივე თანხა, 240 ათასი ერგო, თუმცა ერთი განსხვავება ისაა, რომ "დინამომ" სარეიტინგო ქულები მოიპოვა და სტუმრად მოპოვებული ფრის სანაცვლოდ 0.25 ბალი მიიღო.

უეფას საკლუბო რეიტინგის თანახმად, მოგებაზე 0.25 ქულაა, ხოლო ფრეზე - 0.125 ქულა.

ერთადერთი კლუბი, რომელიც 2018/19 წლების სეზონში ევროთასებზე არ დამარცხებულა, ჯერჯერობით საჩხერის "ჩიხურაა". სასიამოვნოდ გასაკვირი ამბავია, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონებში "ჩიხურა" შერცხვენილი არც მაშინ გამოსულა, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გადადიოდა.

საჩხერელებმა მათზე ბევრად მდიდარი იერუსალიმის "ბეითარი" გამოაგდეს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან. შინ გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრით დასრულდა, ხოლო სტუმრად "ჩიხურამ" მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა და სპორტულ ზიანთან ერთად, ეკონომიკური დარტყმაც მიაყენა.

"ჩიხურამ" პირველ ეტაპზე მონაწილეობისთვის 240 ათასი ევრო მიიღო. გარდა ამისა, მეორე ეტაპზე მონაწილეობისთვის საჩხერელები 260 ათას ევროს მიიღებენ. გამოდის, რომ "ჩიხურას" უკვე მოპოვებული აქვს ნახევარი მლნ ევრო (1,433,975 ლარი).

ამასთან ერთად, კლუბმა ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა მოიპოვა - 0.375.

"ჩიხურას" მეტოქე ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიური "მარიბორი" იქნება.

მეორე ქართული გუნდი, რომელიც ევროთასებს შემორჩა, ქუთაისის "ტორპედოა", მაგრამ ამას უფრო უეფას ახალ ფორმატს უნდა ვუმადლოდეთ.

ქუთაისის "ტორპედომ" პირველი მატჩი შინ მოლდოვურ "შერიფს" 2:1 მოუგო, თუმცა შემდეგ სტუმრად 0:3 დამარცხდა, სადაც ნათლად გამოჩნდა მოლდოვური გუნდის სიძლიერე და ქართული გუნდის დონე.

მიუხედავად ამისა, "ტორპედომ" ჯერჯერობით ყველაზე მეტი გამოიმუშავა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის ქუთაისელებს 280 ათასი ევრო ერგოთ, ხოლო ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 260 ათასს ევროს მიიღებენ - ანუ ჯამში 540 ათასი ევრო (1,548,229 ლარი).

თუ გავითვალისწინებთ, რომ "ტორპედოს" მეტოქე ფარერების "ვიკინგური" იქნება და დიდი ალბათობით, ქართულმა გუნდმა ეს ბარიერი უნდა გადალახოს, მაშინ "ტორპედო" ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის 280 ათას ევროს მიიღებს.

რაც შეეხება სარეიტინგო ქულებს, ქუთაისელებმა 0.25 ქულა მოიპოვეს.

დასკვნა და შედეგი

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ ქართულმა გუნდებმა, საბოლოო ჯამში, გამოიმუშავეს:

"სამტრედია" - 240 000 ევრო

"დინამო" - 240 000

"ჩიხურა" - 500 000

"ტორპედო" - 540 000

აქედან გამომდინარე, ქართულმა კლუბებმა 1 520 000 მლნ ევრო უკვე გამოიმუშავეს ევროთასებზე, თუმცა ორი ქართული კლუბი ჯერ კიდევ მონაწილეობს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე.

რაც შეეხება უეფას სარეიტინგო ქულებს:

"სამტრედია" - 0 ქულა

"დინამო" - 0.125

"ტორპედო" - 0.25

"ჩიხურა" - 0.375

უეფას ასოციაციების რეიტინგში გასულ სეზონში საქართველო 54-ე ადგილზე იყო. მაშინ ქართულმა კლუბებმა სულ რაღაც 0.125 ქულა მოაგროვეს, ამჟამად კი უკვე 0.75 ქულა აქვთ.

status quo
ეს სტატია რომ დაიბეჭდა,მაშინ ბებიაჩემი ცოცხალი იყო,როდინდელ სტატიებს ბეჭდავთ,არა გრცხვენიათ?
მახო
გთხოვთ ქაღტული ასოებით დაწერეთ კომენტარები,რა უბედურებაა ეს უცხო ასოებით ქართული წინადადებების წერა.ღმერთმა მოგვცა ჩვენი დამწერლობა რითაც ნამდვილად ვამაყობთ.
zz
ტვინი რო არ აქვთ ჩვენთან თორე რამოდენიმე ეტაპის გავლით ყოველწელს უფრო და უფრო კაი გუნდები ეყოლება საქართველოს, ჭკვიანი მეპატრონეები ჭირდება გუნდებს და
Gia
Atiarasprocentiani brdzandebit batono mamulo,eh ufro metsac getkodit magram mimxvedri mixvdeba,ver vitkvi mxolod imitom rom ar gamoakvekneben da magitom..mtavari mcvrtneli rom kvia tavis shekrebili fexburtelebit rasac agcevs an vin moikvana faktia,rasac miagcia cina direktoris dros sgekrebili bichebit moxda es,anu risi tkma minda,she vitom patrioto kutaiselo gamodi da tkvi rom sheni prezidenti gunds ar avitarebs aramed samomavlod misi kofna gaurkveveli ikneba..magram ar itkvis radgan fulis gamo kcelaferze tbals xuchavs..
mamulo
ხელფასისტვის წელს 1მილიონ ლარს ფედერაცია მისცემს.
mamulo
აი რაში მდგომარეობს ტორბედოს პრეზიდენტის ზაალ ჩაჩვას ბიზნესი,მიხვდით ახლა? 350 000 ლარად გუნდი იყიდა.ეს დაახლოებით 130 000ევროა.შარშან ჩემპიონობისთვის,სუპერთასისთვის და ფედერაციისგან ჩარიცხული დახმარება ერთად შეადგენდა 2 მილიონ 700 000 ს.წელს უკვე 750 000 ევრო ჯიბეში უდევს და ამას ფეხბურთის ფედერავიის ფულიც დაემატება.ხარჯვით კი რას ხარჯავს? ყველა ფეხბურთელი ვინც მოიყვანსა თავისუფალი აგენტი იყო.100 000 ლარს ფედერაცია ხელფასისთვის აძლევს.დანარჩენი მიჩხრიალებს ჩაჩავას ჟიბეში.თან სახელად ტორბედოს პრეზიდენტია და ოფიციალურად იღებს ხელფასს გუნდში. გაჭირვებულ ქვეყანაში კარგი შემოსავალია მუქთად.კალონკის ან მაღაზიის ქონას აშკარად ჯობს, ჩემი აზრით.
123
მართალია! 100 000_ჰეროინისთვის ან კოკაინისთვისაა. 200 000 პლანისთვის. 100 000 ფიქრობენ. დ
ნანა
ფეხბურთელი რამდენს იღებს?
არიქა
აბა წავიდა მანქანების და კოკაინების ყიდვა!! აბა წესიერ ლეგიონერს ჰომ არ იყიდიან კაცო????
ნიკა
კარგია ესეთი საინტერესო სტატიები დაწერეთ ხოლმე კაჩს წაკითხვის სურვილი რო ჰქონდეს. ტორპედოს ყველაზე ძლიერი რგოლი სანამ შესარჩევი დაიწყებოდა მეკარე იყ და ეხლა ისე მიდის საქმე ყველაზე სუსტი რგოლია ისეთი ბურთები გაუშვა.
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
სარეიტინგო ქულები და ფინანსები - რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
რამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
უეფამ ევროპა ლიგის 2017/18 წლების სეზონის მონაწილე კლუბებს 428 მლნ ევრო გადაუნაწილა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
უეფა და ფინანსები - რამდენს მიიღებენ ქართული კლუბები ევროთასების ახალ სეზონში
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
3 მლნ ლარი - "საბურთალომ" ევროთასებზე ჯერჯერობით ყველაზე მეტი გამოიმუშავა
8 მლნ ლარი და უკეთესი ადგილი რეიტინგში - ქართული კლუბების ფინანსები და ქულები ევროთასებზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა