ჯანმრთელობის საკითხი
„ასტონ ვილას“ ფრანგი თავკაცი ჟერარ ულიე ოთხშაბათ საღამოს სასწრაფოდ გააქანეს საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის წინაშე დადგა. როგორც ჩანს, საავადმყოფოში „ლივერპულის“ ყოფილ თავკაცს უწამლეს, რადგან მეორე დღეს მას ბირმინგემული კლუბის აღმასრულებელი შეფი პოლ ფოლკნერი ელაპრაკა და თქვა, რომ მწვრთნელი თავს „დამაკმაყოფილებლად“ გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ათი წლის წინ, „ლივერპულში“ მუშაობის დროს, ფრანგმა სპეციალისტმა გულის რთული ოპერაცია გადაიტანა. უფრო ზუსტად, 2001 წელს, მერსისაიდელთა და „ლიდს იუნაიტედის“ შეხვედრის დროს მას მკერდის არეში ძლიერი ტკივილები მოეძალა და მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. მაშინ ულიემ ხუთი თვე დაისვენა, რის მერეც მწვრთნელობას დაუბრუნდა.

დღეს ჟერარ ულიე 63 წლისაა. ხსენებული ორი ინგლისური გუნდის გარდა მას უმუშავია „ლიონში“, საფრანგეთის ნაკრებში, „პარი სენ ჟერმენსა“ და „ლანსში“.

ამბობენ, რომ ამჯერად, ულიეს საავადმყოფოში რამდენიმე დღით დატოვებენ, ხოლო „ასტონ ვილას“, შაბათს, მისი ასისტენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გარი მაკალისტერი უხელმძღვანელებს. 34-ე ტურში „ასტონ ვილა“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალისტ „სტოკ სიტის“ ხვდება.

მოგეხსენებათ, ჟერარ ულიეს მუშაობით „ასტონ ვილას“ ფანები უკმაყოფილონი იყვნენ და ერთი ხნის წინ მის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა, ბოლო ხანს, გუნდის საქმეები გამოკეთდა და დღეისათვის“ „ვილა“ 4-0 ქულით მეათე ადგილზეა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა