გოგიტა ბუხაიძის ფოტო

საქართველო XV პირველი საკლუბო/სანაკრებო ტურნირ Rugby Summer Cup 2018-ისთვის მზადებას განაგრძობს და გუშინ "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გამართა.

ვარჯიშამდე საქართველო XV-ის სრული შემადგენლობა ქომაგს შეხვდა, რომელიც პირველი მე-100 ბილეთის მფლობელი აღმოჩნდა და გუნდის კაპიტანმა გიორგი შკინინმა მას მორაგბეთა ავტოგრაფებით დამშვენებული "ბორჯღალოსნების" კვართი გადასცა.

შეგახსენებთ, აქცია ტურნირის ბოლომდე გაგრძელდება და ყოველი მე-100 ბილეთის მფლობელს საჩუქრად "ბორჯღალოსნების" სათამაშო კვართი გადაეცემა.

ზაფხულის თასის თამაშები "მიხეილ მესხზე" 28 ივლისსა და 3 აგვისტოს გაიმართება.

საქართველო XV 28 ივლისს, 19:00 საათზე არგენტინა XV-ს ეთამაშება. ამავე დღეს, 21:30 საათზე "რასინგ 92" ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება.

3 აგვისტოს პარიზული კლუბი არგენტინა XV-ს 19 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო 21:30 საათზე საქართველო XV ბრაზილიას ეთამაშება.

ტურნირის გამარჯვებული ორი ტურის შედეგად გამოვლინდება. ასევე დაჯილდოვდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მელელოვე და მექულე.

შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის

ვარჯიშამდე საქართველო XV-ის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, კაპიტანმა გიორგი შკინინმა და მგეზავმა თედო აბჟანდაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ბესიკ ხამაშურიძე: "ჩვენი მორაგბეების განვითარებისთვის ასეთი ტურნირი უმნიშვნელოვანესია. 20-წლამდელთა ნაკრების დამთავრების შემდეგ ბიჭების მცირე ნაწილი ხვდება ეროვნულ გუნდში, დანარჩენების განვითარებისთვის კი მსგავსი თამაშები აუცილებელია.

ყველამ კარგად ვიცით, რა დონეზეა არგენტინული რაგბი. არ ვიცით, რა მიზნით ჩამოდიან ისინი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მათთან იოლი თამაში არ გვექნება. ბრაზილია სპორტული ქვეყანაა და რაგბიც ძალიან სწრაფად ვითარდება. მათ კარგად აითვისეს რაგბი და რამდენიმე სახელოვანი გამარჯვებაც მოიპოვეს.

ჩვენი მხრივ, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი თამაშები ვაჩვენოთ".

გიორგი შკინინი: "საქართველოსთვის ეს ტურნირი დადებითი მოვლენაა. ისეთი დონის გუნდები, როგორებიც "რასინგ 92" და არგენტინა XV არიან, ჩვენთან ხშირად არ ჩამოდიან. ორივე მაღალი ხარისხის რაგბის თამაშობს, კიდევ ერთი მონაწილე კი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი გუნდია. ტურნირი იქნება საინტერესო როგორც საქართველო XV-ში მოთამაშე ახალგაზრდა ბიჭებისთვის, ასევე მაყურებლისათვის, რომლებიც სანახაობრივ რაგბის იხილავენ.

ჩვენს გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდა ბიჭები და გაოცებული ვარ - მათ გაცილებით კარგად ესმით რაგბი, ვიდრე ჩვენ გვესმოდა, როდესაც მათი ასაკის ვიყავით. ყველამ იცის, მოედანზე რა უნდა გააკეთოს და ველით ძალიან კარგ თამაშებს.

არგენტინა ყოველმხრივ განვითარებული, დაბალანსებული გუნდია. ისინი ძლიერები არიან სტატიკაშიც და დინამიკაშიც. თამაშობენ სწრაფ რაგბის და იყენებენ მთელ მოედანს. ბრაზილია შედარებით ახალგაზრდა გუნდია და მათგან უფრო გაშლილ თამაშს ველით. ჩვენ ჩვენი დავალებები გვაქვს შესასრულებელი. ვეცდებით, სწრაფი და ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ".

თედო აბჟანდაძე: "სასიხარულოა საქართველო XV-ში თამაში, რადგან აქედან ერთი ნაბიჯიღა რჩება ეროვნულ გუნდამდე. ჩვენთვის ეს შანსიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც - წარვადგინოთ ქვეყნის სახელი ამ ოთხთა ტურნირზე.

ყველამ ვიცით, რომ არგენტინა XV ძლიერი გუნდია და ვფიქრობთ, არც ბრაზილიის ნაკრები იქნება ხელწამოსაკრავი. შესაბამისად, ვემზადებით მათთან საბრძოლველად.

20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება 3 თვით ადრე დავიწყეთ. დიდი იყო ფიზიკური დატვირთვები და ხანგრძლივობაც მას უფრო ართულებდა. ამჯერად ტურნირამდე დაახლოებით 10 დღით ადრე შევიკრიბეთ. აქცენტი ძირითადად ტაქტიკაზე კეთდება და შესაბამისად, დავალებებსაც უფრო ადვილად ვუმკლავდებით".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

გუჯა კახაძე
ერთერთი პროგრესულად მოაზროვნე მწვრთნელი. წარმატებას გისურვებთ ბ-ნო ბესიკ!
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
Rugby Summer Cup 2018: გავიცნოთ საქართველოს მეტოქე ბრაზილია
გიორგი შკინინი - ეს ტურნირი რეგულარული უნდა გახდეს
ლელო-ლოკომოტივი 30:21 - ლელო 2013, 2014, 2015 [VIDEO]
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV-მა "რაგბის ზაფხულის თასის" პირველ მატჩში გაიმარჯვა
საქართველო XV-ის მორაგბეთა გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია
ბესიკ ხამაშურიძე არგენტინულ ტურნეზე: მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ
7-კაცა | ბესიკ ხამაშურიძე – სტაბილურად მსოფლიო რაგბის სერიისკენ
ᕗᕑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓚᕔᓚᓝ" ᓡᓐᓥᓐᓠᕗᓕᓔᓚᕝᕡ ᕩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓘ ᓖᓔᓓᓘᓖᓔᓓ ᕛᓔᓝᓠᓔᓓ ᓒᕐᕮᓓᓐ!
ნიკოლოზ სუხაშვილი: პირადად მე ასეთი ტემპის, დონის და ხარისხის თამაში აქამდე არასდროს მქონია
დიდი 10. მცირე ფინალი: ჩემპიონობისთვის ისევ "ლელო" და "ლოკომოტივი" იბრძოლებენ
ბესიკ ხამაშურიძე: კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს
საქართველო XV-ის მწვრთნელი: ბიჭებმა კარგად იციან, სად არიან და რისთვის
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-ს შეკრებაზე ერთი მორაგბე დაემატა
თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით
თბილისში გასამართი ტურნირის, Rugby Summer Cup-ის მონაწილეები ცნობილია
Rugby Summer Cup 2018: გავიცნოთ საქართველოს მეტოქე არგენტინა XV