ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი "ჩიხურასა" და "მარიბორს" შორის 0:0 დასრულდა.

საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ შემტევი შემადგენლობა დააყენა და თამაში მისმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, ბურთსაც აკონტროლებდა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და მომენტები იშვიათად იქმნებოდა. დებიუტში სტუმართა ნახევარმცველმა ჰოტიჩმა ვერ გამოიყენა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა. 34-ე წუთზე კი "ჩიხურას" მეკარე ჰამზიჩმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ ზაჰოვიჩმა ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა.

შესვენების შემდეგ მცირე ხნით უპირატესობას სლოვენიელები დაეუფლნენ, ტავარესმა მორიგი რეიდი განახორციელა, ჰოტიჩს კარის წინ ზუსტად უპასა და მირცხულავამ მოახერხა ხიფათის განმუხტვა. შემდეგ საჩხერელებმა შეუტიეს. უშედეგოდ.

74-ე წუთზე ისევ გაიჭრა ტავარესი მარცხენა ფლანგიდან, ცენტრისკენ შეიწია, დაარტყა კიდეც და ჰამზიჩმა შეძლო ბურთის მოგერიება.

ბოლოს "ჩიხურამ" მაგრად შეუტია: 89-ე წუთზე კახაბრიშვილი საჯარიმოში შეიჭრა, კარგი გადაცემა გაუკეთა ბუღრიძეს და ამ უკანასკნელმა ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, მერე კახაბრიშვილის მახვილი კუთხიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, შემდეგ მეგრელიშვილმა კოხტა ფინტით მოატყუა მეურვე, პარტნიორს უპასა და ისევ ჰანდანოვიჩი იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მესანოვიჩი გავიდა ჰამზიჩთან პირისპირ და ჩვენმა გოლკიპერმა არ გაატანინა გოლი - 0:0.

მოკლედ, თითქოს შედეგი სტუმართათვის უფრო მისაღებია, მაგრამ საკუთარ მოედანზე გოლის გატანა ესაჭიროება, სხვანაირად მოუწევს თამაში - ამისათვის შეტევაში აქტიურობა მართებს, ხოლო თუ როგორ ეხერხება კონტრიერიშების მიტანა "ჩიხურას", ეს "ბეითართან" გასვლით შეხვედრაშიც დაამტკიცა. ვნახოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფრუიძის გუნდი თავდადებული თამაშისთვის ქებას და დიდ მადლობას იმსახურებს!

თბილისი. "მიხეილ მესხი" 800 მაყურებელი

ჩიხურა - მარიბორი 0:0

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (მეგრელიშვილი 88), მირცხულავა, ჩიკვაიძე, სარდალიშვილი (დობროვოლსკი 77), კაკუბავა, მარკოზაშვილი, ბუღრიძე, ლექვთაძე (კახაბრიშვილი 49),

გაბედავა

მარიბორი: ჰანდანოვიჩი, ვილერი, სულერი, ივკოვიჩი, პიჰლერი, ჰოტიჩი, დერვიშევიჩი (კრეტუ 60), ვრჰოვეცი, ბაიდე (მესანოვიჩი 82), ზაჰოვიჩი (ვრსიჩი 62), ტავარესი

ალეკო
როგორც არ უნდა დამტავრდეს მეორე ტამაში, ყოჩაღ ჩიხურას დაფრუიძეს, კარგი მაგალითი თუ როგორშეიძლება მწირი რესურსებით ღირსეულად გამოხვიდე ევროტურნირზე დინამოსგან და სხვა ქართული გუნდებისგან განსხვავებით
roma
პირველ რიგში გილოცავთ და ძალიან გული დამწყდა რომ ვერ მოიგეს, მაგრამ ძალიან რაღაცნაირად კმაყოფილი ვარ. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელს რომ ასეთი თამაშით გვასიამოვნეს. წარმატებები და კიდევ ერთხელ ყოჩაღ.
დდდ
წარმატებები ჩიხურას იქნებ ერთი სენსაციაც გამოაცხოს რაიცი რახდება დასაკარგი არაფერია.თან ფრუიძემ იცის როგორ ათამაშოს გუნდი გასვლაზე
Ki
Madloba bizinasac vutxrat isic xom ragacit monawilea
Ruslani
ნებისმიერ შემთხვევაში ჩიხურა ქებას იმსახურებს.გუნდი რომელიც არასოდეს შერცხვენილა ევროსარბიელზე და ეს დღესაც დამტკიცდა.მარიბორი რომ არაა სუსტი გუნდი ყველას კარგათ მოეხსენება.სხვა თუ არაფერი ჩვენს წყალწაღებულ საკლუბო რეიტინგს წაეშველება.0:0 შინ ის ანგარიშია რომელიც იძლევა იმედს.წარმატებები ჩიხურას
ჯ.ს
მეტი გულშემატკივარი უნდა მისულოყო.
მერაბი
ყოჩაღ "ჩიხურა" და ყოჩაღ მწვრთნელი!
haa
სანამ დროა არგენტინელებს ჰოარ შევთავაზოთ მწრვთნელად სოსიკონა??
ნათია
რომ ეთამაშა, კი! რას იზამ, ბებიას კვერცხები რომ ჰქონოდა, ბაბუა იქნებოდა. ჰა, ჰა ჰა
Gio
მალადეც ჩიხურა, წინ საჩხერე!!!არაფერი გადასარევი გუნდია არაა მარიბორი, თავისუფლად შეიძლება გავცდეთ
შაკო
საღოლ ჩიხურა რა გულიანად და შემართებით თამაშობენ. დინამოს რო ეთამაშა ასეთი ჟილკით ჯგუფურზე ლიწინ-ლიწინით გავიდოდა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
პირველი ტაიმი "მარიბორსა" და "ჩიხურას" შორის 0:0 დასრულდა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
იოსიპ ილიჩიჩმა ახალი გუნდი მალევე იპოვა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"მარიბორის" მწვრთნელი: სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გადავრჩით
"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: "მარიბორის" ბარიერის დასაძლევად სწორედ ეს დაგვაკლდა