ქართული გუნდებიდან ევროტურნირების პირველ ეტაპზე მხოლოდ საჩხერის "ჩიხურამ" შეძლო გამარჯვება.

სოსო ფრუიძის შეგირდებმა იმ "ბეითარს" სძლიეს, რომლის ბიუჯეტიც იმერულ კლუბთან შედარებით გაცილებით დიდია და დაიწერა უამრავი მხარდამჭერი წერილი თუ კომენტარი, ხოლო საქმე-საქმეზე როდესაც მიდგა, "მარიბორთან" მატჩზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ოდენ 800 გულშემატკივარი (!) მივიდა.

ანუ, ფაქტობრივად, გუნდი გავწირეთ. მან საკუთარზე კი არა, არამედ ნეიტრალურ მოედანზე ითამაშა. და საკითხავია, როდესაც საქართველოში კლუბები ტელეტრანსლაციებიდან პრაქტიკულად ფულს ვერ იღებენ, როდესაც რეკლამა არ არსებობს, ხალხი სტადიონზე არ მიდის და შესაბამისად, ბილეთებიც არ იყიდება და შემოსავალი არ არსებობს, როგორ არსებობენ, როგორ სულდგმულობენ?

არადა, ეს გუნდი აშკარად უკეთეს თანადგომას იმსახურებს, რამეთუ თავდადებულია, ბოლომდე იხარჯება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის კვალობაზეც კი საუკეთესო შემადგენლობა არა ჰყავს. არც სათადარიგოთა სკამი აქვს გრძელი და რასაც ახერხებს, ნამდვილი სპორტული გმირობაა. მისი მეტოქე კი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა და აი, ასეთ მოწინააღმდეგეს შეეჭიდნენ საჩხერელები. ტოლიც არაფერში დაუდეს. პირიქითაც შეიძლება ითქვას.

კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა თავიანთი ფეხბურთელები სლოვენიურმა კლუბმა, ძირითადად, გამოუყენებელი მომენტების გამო, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ ქართული გუნდი ხელწამოსაკრავი სულაც არაა, კარგად ითამაშა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში და "ბეითარი" შემთხვევით სულაც არ დაუმარცხებია.

მათმა მწვრთნელმა დარკო მილანიჩმა თქვა, რომ ნეიტრალური გულშემატკივრისთვისაც კი ეს ძალიან ლამაზი თამაში იყო; ქართველები ტექნიკურები არიან და წინა მეტოქესთან, ალბანურ "პარტიზანთან" შედარებით, უფრო ორგანიზებულად თამაშობენ. ვერაფერს იტყვი, მართლაც ობიექტური შეფასებაა.

ფრუიძე ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია ქართულ ფეხბურთში, რომელიც გლობალურად აზროვნებს, გუნდს გუნდურად ათამაშებს და ამავე დროს, ფეხბურთელებს ინდივიდუალიზმის სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

რა თქმა უნდა, "ჩიხურა" შეცდომებსაც უშვებს, მეტადრე, დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც აქტიურმა ტავარესმა გაილაღა, მაგრამ რასაც ახერხებს, ეს მაქსიმუმის მაქსიმუმია. მარტო თავდადებით და მოედანზე ბოლომდე დახარჯვით თანამედროვე ფეხბურთში შორს ვერ წახვალ. ამ გუნდმა იცის, სინქრონულად როგორ იმოქმედოს, აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი, გააჩნია სტრატეგია და ტაქტიკურად განსწავლულია.

მართალი გითხრათ, გამაკვირვა ნამატჩევს ჩატარებულმა სოსო ფრუიძის პრესკონფერენციამ, მისმა სიტყვების მარაგმა. ეტყობა კაცს, რომ წიგნიერია, რაც ჩვენს კი არა, საერთოდ, მსოფლიოს ფეხბურთშიც დიდი იშვიათობაა. ლამის ფილოსოფიურად განმარტა ყველაფერი და შესანიშნავი პედაგოგიც ჩანს. იცის, რა შეუძლია მის კრებულს და რა შეუძლია მწირი შესაძლებლობიდან მიიღოს. სხვისი არ ვიცი და მე პირადად მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაცია (ძველიც და ახალიც) სათანადოდ არ აფასებს, თორემ აქამდე რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს მაინც ანდობდნენ, მაგრამ ეტყობა, "არავის კაცი" არაა.

რა შანსი აქვს "ჩიხურას" საპასუხო შეხვედრაში? პირველ რიგში, ისაა გასათვალისწინებელი, რომ "მარიბორს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გოლის გატანა ესაჭიროება. ამისათვის სულ სხვანაირად ითამაშებს, ამდენი კრიტიკის შემდეგ დებიუტშივე აქტიურად შეუტევს, სასტარტო შტურმის მოგერიება იქნება აუცილებელი და ეგებ სახიფათო კონტრშეტევის შანსიც გაუჩნდეთ საჩხერელებს.

"ბეითართან" იერუსალიმური მატჩის წინ ფრუიძემ ბრძანა, რომ მეტოქეს სუსტი წერტილები აქვს და მათ გამოიყენებდა. გამოიყენა კიდეც. გუშინ კი მილანიჩმა დაახლოებით იგივე თქვა:

"დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით და მისი სუსტი წერტილები

დავინახეთ. ახლა ვეცდებით, საშინაო შეხვედრაში ეს ყველაფერი საჩვენოდ გამოვიყენოთ და მოვიგოთ".

რა თქმა უნდა, სლოვენიური გუნდის თამაში ფრუიძემაც გაშიფრა და თავისი კონკრეტული და მიზანმიმართული გეგმაც ექნება.

ბუნებრივია, ბევრი რამ გამართლებაზეც იქნება დამოკიდებული. თუმცა, როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს სლოვენიაში შეხვედრა, ნებისმიერ შემთხვევაში "ჩიხურა" ქების ღირსია და ეს პირადად ჩემთვის და ალბათ, ბევრი თქვენგანისთვისაც გუნდი-სიურპრიზი, გუნდი-აღმოჩენაა.

მიდი, "ჩიხურა"! მიდი!

mvx
საჩხერის ჩიხურას თამაშებზე უნდა იარონ მათმა გულშემატკივრებმა. მე თბილისის დინამოს გულშემატკივარი ვარ და მათგან მეყოფა ნერვების წყვეტა.
avto
თვლა მაინც იცოდეთ 800 არა 20 იყო 20 თითქმის 5000 კაცი იყო სტადიონზე გაყიდული ბილეთები იყო 4732 ოფიციალური ინფორმაციაა.
Vasili
სტადიონი რო არ გაივსო, ძალიან სირცხვილია, ნამდვილი გულშემატკივარი უნდა ამდგარიყო დაწასულიყო, თბილისში ნამდვილად ცხოვრობს იმდენი ამდამიანი , რო ლოკომოტივის შევსება , წელიწადში ერთხელ თუნდაც არ უნდა გვიჭირდეს,,, აბა მიშას და ბიძოს მიტინგი იყოს სულ ქართული დროშებით გადაიტენებოდა მთელი ტრიბუნა... მაგრამ ჩემი აზრით მგონია მაგ თამაშეზე მარტო ის ხალხი იყო ვინც აქ კომენტარებს აკეთებს,,, დანარჩენებს უბრალოდ აღარ აინტერესებს
kutaiseli....
სათადარიგო ფეხბურთელები ბუხაიძე,იონანიძე,ჩიხლაძე,შემტევი ფეხბურთელები არიან გოლის გატანა შეუძლიათ, უნდა ენდოს სოსო ,განმეორებით გოლის გატანაა აუცილებელი.წარმატებები
საჩხერელი
ემიგრანტო ჩიხურას დაყავს თავის ხალხი ყველგან..ნეტა მოდიოდნენ თორე
data
შეადარე 1981 წლის ცხოვრების დონე დღევანდელს და მიხვდრბით რატო არ დადის ხალხი სტადიონზე
Emigranti
Statiis avtoro xelt gecifeba tundac is rom sachxeris deputats gamgebels rom mimarto tundac transporti rom gamouyon gulshematkivars da chamoiyvanon tb-shi stadionamde da isev daabrunon ukan xolme mercmunet rom bevri adamiani chamova da miva stadionze xalxs uyvars fexburti mara erti tamashi 20-30lari rom ujdebat mgavroba biletebi ukve tavs ikaveben kiarada ar aqvs umetesobas magdeni fuli yvelam kargad vicit glexis shemosavali da ravici tu daukavshirdebit da mag ideas miacvdit sachxeris gamgebels kargi iqneba imasac gaigebs xalxi daudgeba tu ara gverdshi gulshematkivars ... zura jafaridzem daafinansa bolnisis gulshematkivari tasis finalshi rom gavida lokomotivze chatarda da mashin dinamoze meti gulshematkivari sions yavda .
euhh
კაკრების მწვრთნელად ფრუიძე???თუნდაც ასაკობრივის?ეგხომსისულელეა...ჩვენთან ნებისმიერ ნაკრებში :ალო ხოიცი ის ჩემიანიას პრინციპით ხვდება უმეტესი და ასი ფრუიძეც რომ იყოს ერთად,სანამ ალო ჩენმიანია არ მორჩება სულ ეს შედეგი იქნება....ფრუიძეს და ჩიხურასწარმატებები მინდა უსურვო....
levani
მარტალია იმსახურებდა სავსე სტადიონს. მეც არ ვკოპილვარ და მიტყდება. უნდა ცავსულიკავი. იმედია გაცდება მარიბორს და აუცილებლად ცავალ და არა მარტო მე
ara
თუ ჩიხურა გასცდა მარიბორს რეინჯერსთან მოვალ უკვე! მართალია პატარა გამონათებები აქვს ქართულ გუნდებს მაგრამ ეს გამონათება გამონათებადვე რჩება! თუ ჩიხურა შემდეგ ეტაპზე გავიდა უკვე აუცილებლად მოვალ სტადიონზე!
ფაშა
აბა :) და მერე მთავრობაში მოვიდოდეს ის მილიარდერი კაცი :))
ჩიხურა
ტყუილია, მინიმუმ 4000 კაცი იყო სტადიონზე
გიორგი
ძაან კრუნჩხვებში ნუ ჩავარდებით ქება დიდებით. გასვლაზე გამოჩნდება :)
tazo
სადაც აშენებულია და თამაშია იქ არ დადის ხალხი, ხოლო საჩხერეს მისი შესაფერისი სტადიონი კი აქვს.
მერაბი
ქება "ჩიხურას"! საჩხერეს სტადიონი უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც ბათუმს.
samtredski
ყველაზე პასლედნი ჩემპის გუნდი ნიჩიას უგორებს მარიბორს ჩვენთან რომ ფული ჭკუით იხარჯებოდეს რა დონეზე ვიქნებოდით.
irakli81
ერთი სტადიონი ისე როგორ ვერ მოაწყვეს საჩხერეში, რომ ჩიხურამ საკუთარ მოედანზე ითამაშოს. დარწმუნებული ვარ საჩხერელები გაავსებდნენ სტადიონს. ნეტა ვინმე მდიდარი ქველმოქმედი კაცი გამოჩნდებოდეს საჩხერეში და დაეხმაროს გუნდს :))))
saba
ასეთი სიტუაცია როგორიც საქართველოშია თამაშებზე დასწრების მხრივ მგონი ევროპის სხვა არცერთ ქვეყანაში არაა. 800 გულშემატკივარი რომ მოვა 30 ათასიან სტადიონზე სირცხვილიც კია. ხალხი 1981 წელში ჩარჩა და ვერ ხვდება, რომ დღევანდელი ქართული ფეხბურთისთვის ბეითართან გამარჯვებაც ძალიან კარგი და ჩიხურას შემთხვევაში შესანიშნავი შედეგია. მგონია დროა რომ მოვრჩეთ ილუზიებში ყოფნას და რეალობას თვალი გავუსწოროთ.
zviadi
და ამ დროს ბიძოს ერთი სტადიონი მაინც აეშენებინა საჩხერეში, რაგბის სტადიონებს რომ გადაყვა
roma
გამოკითხვა არასწორია რადგან ბათუმიდან ჩამოსვლა ცოტა ძნელია ეკონომიკური თვალსაზრისით, სტატია არ ვარგა, გულშემატკივართა ლანძღვას შეეშვით და ფედერაცია გალანძღეთ რომ თამაში თამაშს გავდეს და არა ბალეტს, რას ვუყურო როგორ გორავს ფეხბურთელი ერთი საათი ძირს როცა ოდნავ შეეხება ვინმე და ექიმები როგორი პროფესიონალები ყავთ გუნდებს? მართალი ხართ რომ ჩიხურას თამაშზე უნდა მისულიყო ხალხი სააღოლ კიდევ ერთხელ ჩიხურას და ჯგუფში რომ გავლენ დამიჯერეთ სტადიონი შეივსება მანამდე არა რადგან ხალხი დროდადრო გამონათებებს შეეჩვია და მერე იმედგაცრუებებს, ჯერ სტადიონზე მოსვლის მიზეზი მიეცით ხალხს და მოვა, შენ ჟურნალისტი ხარ და არა გულშემატკივართა კრიტიკოსი. იმედია გამომიქვეყნებთ
lkkl
ისე მაინტერესებს არცერთ ჟურნალისტს ვარაუდის დონეზეც არ გაგჩენიათ ეჭვი რომ დინამოს თამაში გაყიდული იყო? ზოგო აქ სწორია, რაც მაგათზე ფული იხარჯება იმის შედეგი ჯერ არ ჩანს და რატომ უნდა იაროს ხალხმა სტადიონზე? წელიწადი რომ გინახავს სახელმწიფო ერთი თამაში ნამუსიანმა ფეხბურთელმა მგონი უნდა მოიგოს. ეს ვალდებულებააააა.
Ultranationalist
ირაკლი ეგრე ფიქრობდნენ ბევრი შენნაირად როცა ბურსასპორს ხვდებოდა ჩიხურა, რო არ წააგოს დიდი ანგარიშით და საერთოდ გაცდეს მარიბორს შენ რას დაწერ მერე ეგ არი საინტერესო
ირაკლი
რეალურად თქვენი, უცოდინარი სპორტული ჟურნალისტების დიდი წვლილია ქართული ფეხბურთის დღევანდელ სავალალო მდგომარეობაში. ჟურნალისტების, რომლებსაც ელემენტარული კრიტიკის და ანალიზის უნარი არ გაგაჩნიათ, პატარა ვითომ წარმატებაზე გამოდიხართ და აღტკინებულები წერთ რაღაცებს, მოგყავთ სტატისტიკა და ათასი უაზრო ინფორმაცია. რაც მთავარია, იმის მაგივრად რო ფედერაცია და პასუხსიმგებელი პირები გააკრიტიკოთ გულშემატკივრებს გვდებთ აქეთ ბრალს სტადიონზე რატომ არ მოდიხართო. სად უნდა მოვიდეთ ძაან მაინტერესებს და რისთვის უნდა მოვიშალოთ ნერვები ამ ისედაც გაუბედურებულ ცხოვრებაში, როცა ბოლო 25 წლის მანძილზე ელემენტარული წარმატებისთვისაც არ მიუღწევიათ ნაკრებს და კლუბებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სხვა გაცილებით წარმატებულ ქართველ სპორცმენზე უკეთესი შემოსავალი და პირობები აქვთ. ამ დროს გულშემატკივრებისთვის სულ პატარა წარმატებაც საკმარისია რომ სტადიონი გაავსონ და ამის მაგალითები ბევრი გვინახავს. ეს ,,საჩხერის" შედეგი კიდევ ნამდვილად არ ვერანაირ წარმატებად ვერ ჩაითვლება იმიტომ, რომ გასვლაზე გაანადგურებს ,,მარიბორი" და მერე დღევანდელის ფონზე ძაან მაინტერესებს რას დაწერთ ჟურნალისტები. სტადიონზე მისვლას გვთხოვთ მაშინ, როცა 3 ქართული კლუბიდან 2 პირველივე ეტაპიდან გამოვარდა სამარცხვინოდ. კარგად მახსოვს მოსკოვის ,,ცსკა" რომ უეფას თასის ფინალში იყო რუსი ჟურნალისტები მაინც არ იშურებდნენ კრიტიკას გუნდის მიმართ და რეალობას ამბობდნენ იმ დროინდელი რუსული ფეხბურთის მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდევაც, მაგრამ თქვენ ვინ მოგცა მაგდენი გამბედაობა და კვალიფიკაცია.
912
ეგ ერთი სულიერის ბრალია რატომ უნდა ატარებდეს ჩიხურა თამაშს თბილისში აეშენებინა 5000 კაცზე უეფას სტანსარტების სტადიონი არ შეიძლებოდა?
tngh
მხოლოდ და მხოლოდ ქება "ჩიხურას"... თანაც, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ... 10 გუნდიან სისტემაზე გადასვლა ნელ-ნელა თავის შედეგს იძლევა... გულშემატკივრებო!!! მობრძანდით სტადიონზე... საქართველოს ჩემპიონატზე ბევრი კარგი თამაშია!!!
svani!
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ვერ წავედი სტადიონზე. თუმცა ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებ!!! მე ჩემსას ვიძახი და გავაკეთებ და თქვენ თქვენი თქვით და გააკეთეთ.
სოსო
დაცვის ფლანგებზე გვიჭირს და მოულოდნელად მეკარე აგვინერვიულდა.ფიზიკაშიც გაგვიჭირდა,თუმვა მათაც გაუჭირდათ.თუ ფლანგები გადავკეტეთ და დაცვაში არ ჩავჯექით,საკმაოდ კარგი შანსები გვაქვს,უფრო დაბალ ტემპერატურაზე მე მგონი ფიზიკურადაც გავუძლებთ
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს