პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში მიმდინარე ევროპის სტუდენტურ თამაშებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა მეოთხედფინალური დაპირისპირება ნორვეგიის ეკონომიკური უნივერსიტეტის გუნდს 5:2 მოუგეს.

მატჩის საწყისი 15 წუთი უგოლოდ გაილია, ხოლო მე-16 წუთზე, 9 წამის ინტერვალში თბილისელებმა 2-ჯერ დალაშქრეს ნორვეგიელთა კარი. გოლების გატანა ზურაბ ლუკავამ და ნოდარ ქურცაძემ შეძლეს. ერთ წუთში სკანდინავიელთა კარის ბადე შალვა კაპანაძემაც შეარხია და თსუ-მ მოგებაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა - 3:0.

შესვენებამდე ნორვეგიელებმა 1 გოლი გაქვითეს, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი ქართველების სასიკეთოდ გადაწყდა. უგოლოდ გალეული მეორე ტაიმის 14 წუთის შემდეგ, თსუ-ელებმა მატჩის 35-ე და 36-ე წუთებზე გოლები გაიტანეს (ნოდარ ქურცაძე, ნიკოლოზ ფხაკაძე) და 5:1 გალიდერებით მატჩის ბედი გადაწყვიტეს. დარჩენილ 4 წუთში სკანდინავიელმა ერნელდ ლუნდმა პრესტიჟის გოლი შეაგდო და თსუ-ს გამარჯვებაც დაფიქსირდა - 5:2.

თსუ-ს ნახევარფინალში პორტუგალიური - მინიოს უნივერსიტეტის გუნდი შეხვდება, რომელმაც დაძაბულ მეოთხედფინალურ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა ბელგრადის უნივერსიტეტი. მეორე ნახევარფინალური წყვილი ესპანეთის მალაგისა და პორტუგალიური კოიმბრას უნივერსიტეტთა გუნდებმა შეადგინეს.

თსუ-სა და მინიოს ნახევარფინალური მატჩი 27 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა შეგეძლებათ ევროპის სტუდენტური თამაშების Youtube-ს არხზე.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა