ბარსელონაში თანამემამულე დანიელ ხიმენო ტრავეროს ძლევით მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სეზონში 25-ე გამარჯვება მიითვალა

ბარსელონაში მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, რაფაელ ნადალის თამაში გახდა. რაფას ზედიზედ ხუთჯერ აქვს მოგებული ეს ტურნირი, შარშან კი პაუზა აიღო.

სასტარტო შეხვედრაში მსოფლიოს პირველი ჩოგანის მეტოქე მისი თანამემამულე დანიელ ხიმენო ტრავერო იყო. მან ვერ შეძლო რეიტინგის ლიდერისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მხოლოდ ორი გეიმი აიღო.

აღსანიშნავია, რომ ნადალისთვის ეს იყო ამ სეზონში 25-ე გამარჯვება და ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო წინა ლიდერებს - ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს, რომლებსაც 24-24 მოგება აქვთ.

პირველად ითამაშა ამ სეზონში გრუნტის კორტზე მესამე ნომრად განთესილმა რობინ სიოდერლინგმა. დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა - ბოლო ორი როლან გაროსის ფინალისტმა ივან დოდიგთან წააგო. ხორვატმა ცხრა ეისი ჩააწოდა, მისი მეტოქე კი მოწოდებაზე არც ისე დამაჯერებელი იყო - სკანდინავიელმა პირველ და მეორე მოწოდებებზე ქულების მხოლოდ 50 პროცენტი აიღო. ამასთან, შვედმა ცხრიდან 7 ბრეიკ-პოინტი დათმო და ასეთი სტატისტიკით მისი დამარცხება არ უნდა გაგვიკვირდეს.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ხუან კარლოს ფერერომ, რომლისთვისაც ეს პირველი ტურნირია მიმდინარე სეზონში. ესპანელმა ამჯერად მიშა ზვერევი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა ძირითად ბადეში ტრავმირებული ენდი მიურეი შეცვალა.

საინტერესოა, რომ ფერეროს მეტოქე მერვედფინალში სიმონე ვანიოცი იქნება. ყველასთვის უცნობმა იტალიელმა ჯერ კვალიფიკაცია გაიარა, ახლა კი ხუან მონაკო დაამარცხა - არგენტინელის წინააღმდეგ აპენინელმა 11-დან ხუთი ბრეიკ-პოინტი გააკეთა.

ATP

Open Sabadell Atlantico

ბარსელონა (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 1 550 000 ევრო

II წრე

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 6:1, 6:1; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-ალბერტ რამოსი (ესპ) 6:3, 4:6, 6:3; რიშარ გასკე (საფ, 9)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:3, 4:6, 6:2; ივან დოდიგი (ხორ)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 3) 6:2, 6:4; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 12) 6:7, 6:3, 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ)-რუი მაშადო (პორ) 6:1, 6:4; იურგენ მელცერი (ავსტრია, 6)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:1, 6:3; ალბერტ მონტანიესი (ესპ, 11)-ბენუა პერი (საფ, 11) 6:7, 6:1, 6:4; ვიქტორ ჰანესკუ (რუმ)-კევინ ანდერსონი (ს.აფრ, 14) 6:46 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:2, 6:2; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 8)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 7:5, 7:6; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ედუარდ როჟე ვასელენი (საფ) 6:2, 7:6; სიმონე ვანოცი (იტა)-ხუან მონაკო (არგ, 16) 6:3, 6:2; ხუან კარლოს ფერერო (ესპ)-მიშა ზვერევი (გერ) 6:4, 7:5; მილოშ რაონიჩი (კან, 15)-სიმონ გროილი (გერ) 6:3, 4:6, 7:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა