საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიის უნივერსიტეტის U18 გუნდი 71:70 დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი გუნდი რიგაში 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც აქტიურად ვარჯიშობდა და თან 2 საკონტროლო მატჩიც გამართა.

პირველი შეხვედრის შესახებ 2 დღის წინ გამცნეთ. ქართველებმა 2 წლით უფროსი ასაკის – ლატვიის უნივერსიტეტის გუნდთან 64:88 წააგეს. დღეს კი ამ გუნდს ხელმეორედ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 71:70 სძლიეს.

საქართველოს ნაკრები ხვალ კიევში გადაინაცვლებს და უკრაინის ნაკრებთან 30-31 ივლისს 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 მოსამზადებელი მატჩია დაგეგმილი 1 და 3 აგვისტოს მინსკშიც, ბელარუსის 16-წლამდელთა ნაკრებთან, რითაც ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპს დაასრულებს და თბილისში დაბრუნდება.

ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გაიმართება, სადაც კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრები მოიყრის თავს. საქართველო ჯგუფში საფრანგეთთან, ესტონეთთან და იტალიასთან მოხვდა. ჯგუფის მონაწილეები ერთმანეთში 1 წრეს ითამაშებენ და მეოთხედფინალში გადაინაცვლებენ, სადაც ჯგუფში დაკავებული ადგილების შესაბამისად (ჯვარედინად) დაწყვილდებიან სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან. ტურნირის ბოლო 3 ადგილებზე გასული გუნდები B დივიზიონში დაქვეითდებიან. საქართველოს ნაკრების მიზანი A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.

საქართველო – ლატვიის უნივერსიტეტი 71:70

16:10, 19:20, 14:20, 22:20

საქართველო – სასტარტო ხუთეული: კაპანაძე (25წ, 8ქ, 4პ, 3მ, 2ჩ), ბიგანაშვილი (22წ, 8ქ, 3მ), გაფრინდაშვილი (26წ, 8ქ, 2ჩ), თავაქარაშვილი (20წ, 5ქ, 7მ, 2ჩ), ჭინჭარაული (19წ, 8ქ, 9მ); ტიმოშენკო (9წ, 3ქ), აბულაძე (13წ, 2ქ, 3პ), კიშკო (12წ, 4ქ, 3მ), კილაძე (21წ, 16ქ, 7მ), გოგაძე (არ უთამაშია), ვაშაკიძე (11წ, 5ქ), გოგბერაშვილი (2წ), შარვაშიძე (17წ, 4ქ, 5მ), ცხვედიანი (4წ)

შენიშვნა: წ – წუთი, ქ ქულა, მ – მოხსნა, პ – პასი, ჩ – ჩაჭრა

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა