საქართველოს ხუთი მოხმალავე მონაწილეობდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც ლაიფციგმა უმასპინძლა...

საქართველოს ხუთი მოხმალავე მონაწილეობდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც ლაიფციგმა უმასპინძლა. ჩვენებურთაგან სხვებზე უკეთ საქართველოს ოლიმპიურმა იმედმა ბექა ბაზაძემ იასპარეზა. ჯგუფურ ტურნირში მან ხუთივე შეხვედრა მოიგო და პირდაპირ მეთექვსმეტედფინალში გავიდა. იქ კი პოლონელი ადამ გროცკი დაუპირისპირდა. თავიდან ბაზაძე 10:7 დაწინაურდა. ეტყობა, ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და დაისაჯა კიდეც - 10:15 დამარცხდა, მე-20 ადგილზე გავიდა და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის 8 სალიცენზიო ქულა დაიმსახურა. საერთოდ კი, დღეისთვის ბექას 30 სალიცენზიო ქულა აქვს და რეიტინგშიც 98-ედან 68-ე ადგილზე გადაინაცვლა. თავი გამოიჩინა მიხეილ მარდალეიშვილმა. იგი კადეტია, თუმცა უფროსებთან პაექრობაში ჯგუფურ ეტაპზე სამ მეტოქეს დააყრევინა ფარ-ხმალი, მათ შორის პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულსა და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონს იტალიელ ალდო მონტანოს. ოცდამეთორმეტედფინალში უკრაინელ დიმიტრი ბოიკოსთან დამარცხდა _ 8:15 და საბოლოოდ 37-ე ადგილით 4 სალიცენზიო ქულას დასჯერდა. ამდენივე ქულა ხვდა იუნიორ სანდრო ბაზაძეს, რომელმაც ჯგუფში ორ მეტოქეს სძლია, მერე კი გერმანელ ჰიუბნერთან წააგო _ 6:15. ევროპის ჩემპიონატზე ქალებში თათია აფციაურმა და თეოდორა კახიანმაც იასპარეზეს, მაგრამ ჯგუფურ ტურნირში ყველა შეხვედრა დათმეს.

საგულისხმოა, რომ შეჯიბრებაზე არბიტრად იყო მიწვეული საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე, რომელმაც ფინალური ორთაბრძოლებიც იმსაჯა და დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.

ქართველი მოფარიკავეები ცოტას დაისვენებენ და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ. სექტემბერში ეროვნულ ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს. 4-12 ნოემბერს ბექა ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა პარიზში, მანამდე კი სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი 4-12 ოქტომბერს ლობნიაში (რუსეთი) იუნიორთა ევროპის პირველობაზე დაუპირისპირდებიან თანატოლებს.

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა