ფორმულა 1-ის ეტაპების სანახაობრივი მხარე არნახულად ამაღლდა - პირველ სამ რბოლაში მაყურებელმა ჯამში 148 გასწრება იხილა

უკვე არაერთხელ ვწერდით იმის შესახებ, რომ წელს არნახულად ამაღლდა ფორმულა 1-ის ეტაპების სანახაობრივი მხარე. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სარბოლო სერიის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაითვალა - ახალი ჩემპიონატის პირველ სამ რბოლაში მაყურებელმა ჯამში 148 გასწრება იხილა.

გასულ კვირას ჩინეთის გრანპრიზე მოძრავი უკანა ანტიფრთის, "პირელის" საბურავებისა და KERS-ის სისტემის წყალობით 63 გასწრება ვნახეთ. ბოლო ოცი წელია მშრალ ტრასაზე ერთი ეტაპის განმავლობაში გასწრებების ასეთი რაოდენობა არ დაფიქსირებულა.

მალაიზიის გრანპრიზე 56 გასწრება დაითვალეს. შედარებისთვის: შარშან სეპანგის ტრასაზე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 24-ს უდრიდა. ამ სეზონში ანტირეკორდსმენი ჩემპიონატის პირველი ეტაპი გახდა - ავსტრალიის გრანპრიზე 29 გასწრება ვიხილეთ.

ამასობაში, ფორმულა 1-ის კომერციულმა ბოსმა ბერნი ექლსტოუნმა უარყო ბოლო დროს გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, თითქოს ის ჩემპიონატის საკონტროლო აქციათა პაკეტის მიყიდვას აპირებდეს რუპერტ მერდოკის კომპანია News Corp-თვის.

ეს ჭორი კომპანია Sky News-მა გაავრცელა, რომელიც ნაწილობრივ ეკუთვნის მერდოკს. თავის მხრივ, Sky News-მა ეს ამბავი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისგან, მექსიკელ ბიზნესმენ კარლოს სლიმისგან შეიტყო.

"ეს ყველაფერი ჭორია. ფორმულა 1 არ იყიდება. ასეც რომ არ იყოს, ამის შესახებ პრესას მაინც არ შევატყობინებდით, რადგან პრეტენდენტთა რიცხვი შემცირდებოდა", - განაცხადა ბერნი ექლსტოუნმა.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა