სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი

სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასასრულს უახლოვდება პირველი წრე. გუშინ შეფილდი დატოვა კიდევ ერთმა ადგილობრივმა ტრიუმფატორმა - მოქმედი ჩემპიონის ნილ რობერტსონის ბედი გაიზიარა პიტერ ებდონმა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში წააგო სტიუარტ ბინემთან.

უკვე პირველმა სესიამ აჩვენა, რომ "ებდომინატორს" რთული მატჩი ელოდა, რადგან პირველი ნაწილი ბინემმა 5:4 მოიგო. მეორე სესიაც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ის უკეთ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა დაიწყო - კარგად გამოიყენა მეტოქის შეცდომები და ზედიზედ სამი ფრეიმი აიღო. მაგრამ სტიუარტი თავის შანსს დაელოდა: პიტერმა მწვანე ბურთი ააცილა და ბინემმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 6:7.

ამის შემდეგ ებდონმა მომდევნო პარტია აიღო, საპასუხოდ მისმა ოპოპნენტმა ორ ფრეიმში გაიმარჯვა (ერთ-ერთში ბინემმა 88-ქულიანი ბრეიკი შეასრულა) - 8:8.

სტიუარტი ამაზე არ გაჩერდა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. პიტერს ჰქონდა გადარჩენის შანსი, მაგრამ შავი ბურთის დარტყმისას შეცდა - 10:8.

დღის ბოლოს შეუჩერებელი იყო ლეგენდარული რონი ო'სალივანი. რთული სათქმელია, ბოლომდე მოაგვარა თუ არა თავისი პრობლემები მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - პირველ წრეში ის შეუდარებელი იყო დომინიკ დეილის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ რონი პირველი სესიის შემდეგ 7:2-ს იგებდა, მეორე დღეს კი ერთი ფრეიმიც არ დაანება მოწინააღმდეგეს. მეათე პარტიაში ო'სალივანმა 115-ქულიანი ბრეიკი გააკეთა და შემდეგაც განაგრძო დომინიკის მასხრად აგდება - 96 და 100-ქულიანი ბრეიკები მიითვალა. მატჩის ანგარიშია 10:2!

კიდევ ერთ ყოფილ ჩემპიონს (და მოქმედ ვიცეჩემპიონს) გრემ დოტს არ ჰქონია პრობლემა მარკ კინგთან დაპირისპირებაში. პირველი სესიის შემდეგ ის წინ არის - 6:3.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე