საქართველოს ნაკრებში ამ ეტაპზე მეკარეების პრობლემა გადაწყვეტილია.

პირველი ნომრის პოზიციაზე ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი იბრძვის.

თუ ვის აირჩევს ვლადიმირ ვაისი, ეს სექტემბერში გამოჩნდება, თუმცა მანამდე ჩვენი კარის დარაჯები სასურველ ფორმაში შესვლას შეეცდებიან.

გთავაზობთ ბოლო პერიოდის ხუთი საუკეთესო მეკარის სტატისტიკასა და მათ მიმდინარე გამოწვევებს.

5. ნუკრი რევიშვილი - 31 წლის - ღირებულება 300 000 ევრო - უკლუბოდ

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარეს ბოლო პერიოდში ბარგი ჩალაგებული აქვს და კლუბიდან-კლუბში მოგზაურობს. ბოლო ნახევარი წელი "რუსთავში" დაჰყო, თუმცა ამჯერად მისი რიგებიც დატოვა და ახალ შემოთავაზებებს ელოდება. რევიშვილს საქართველოს ნაკრებში 32 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში მან 16 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაუშვა. საშუალოდ შეხვედრაში - 1.31 გოლი. თუ დინამოში" მის წინა სეზონის მაჩვენებელს შევადარებთ, თითქმის იმავე შედეგს მივიღებთ, 10 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გოლი გაუშვა - საშუალოდ 1.3 გოლი შეხვედრაში. ნუკრი რევიშვილმა ამ სეზონში ერთი გოლიც გაიტანა - გორის "დილას" კარში.

რა იქნება მისი შემდეგი გაჩერება, უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით, მისი მეთერთმეტე გუნდი ეროვნულ ლიგაში არ იქნება.

4. გიორგი მაკარიძე - 28 წლის - ღირებულება 500 000 ევრო - "რიო ავე"დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების მეკარემ საკმაოდ დიდი უთამაშებლობის პერიოდი დაასრულა და ამიერიდან პრაქტიკის პრობლემა არ ექნება. მას საქართველოს ნაკრების 14 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

რიო ავეში" ის ნახევარი წელია იმყოფება, თუმცა მას აქამდე ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება არ ეძლეოდა. ის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში "ბიალისტოკთან" გამოჩნდა, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 წააგო. მას ხშირი სათამაშო პრაქტიკა 2017 წლის ზაფხულამდე ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ თითქმის ერთი წელი უთამაშებელი იყო.

მისი უთამაშებლობაა მიზეზი, რომ ამ ეტაპზე მეოთხე ადგილი მივანიჭეთ. თუ ის სასურველ ფორმას დაიბრუნებს, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურა იქნება პირველი ნომრის პოზიციაზე.

3. როინ კვასხვაძე - 29 წლის - ღირებულება 400 000 ევრო - "ტორპედო"

ქუთაისელთა მეკარე ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია იმისა, რომ "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან ბოლოს ნაკრების მაისურით ამხანაგურ შეხვედრაში მალტასთან ითამაშა და გოლი არ გაუშვია. საქართველოს ნაკრების მაისურით მას ჯამში 6 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

როინმა ამ სეზონში ეროვნულ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა 16 გოლი გაუშვა, საშუალოდ შეხვედრაში 1 გოლი. ხოლო წინა სეზონში 36 შეხვედრაში 27 გოლი მიიღო, საშუალოდ 0.75 გოლი შეხვედრაში. სტატისტიკურად მკვეთრი კლებაა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის ეროვნული ლიგის პირველი ნახევარი "ტორპედომაც" ჩააგდო.

კვასხვაძემ ამ სეზონში ევროპა ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშიც მოასწრო. მას 4 გოლი აქვს გაშვებული და ყველა "შერიფთან" ორმატჩიან დაპირისპირებაში.

2. ზაურ მახარაძე - 25 წლის - ღირებულება 700 000 ევრო - "ზორია"

საქართველოს ნაკრებში კონკურენცია ზაურ მახარაძემ კიდევ უფრო გაზარდა, რაც ნაკრებისთვისაც კარგია და ეს პროცესი შესანიშნავ შედეგს გამოიღებს. ზაურის არჩევანით უკრაინელები გულდაწყვეტილები დარჩნენ, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ კმაყოფილები დავრჩით.

ზაური ამ სეზონში "ზორიაში" ასპარეზობს და მან 2 შეხვედრის თამაშიც მოასწრო. თითოეულ შეხვედრაში ერთი გოლი გაუშვა. წინა სეზონი დონეცკის "ოლიმპიკში" გაატარა, 24 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა, საშუალოდ 1.16 გოლი შეხვედრაში.

"ზორიაში" მისი გადასვლა დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ეს გუნდი ევროპა ლიგაზე გამოდის. მისი მეტოქე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიური "ბრაგა" იქნება და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენებურის გუნდი ამ ეტაპს გადალახავს.

1. გიორგი ლორია - 32 წლის - ღირებულება 800 000 ევრო - "კრილია სოვეტოვი"

გიორგი ლორია ერთა ლიგის მატჩებისთვის, ალბათ, კვლავ პირველ მეკარედ უნდა მოვიაზროთ. ამ დროისთვის ის, ალბათ, გარკვეულწილად ყველა დანარჩენ მეკარეს სათამაშო სტილით აღემატება. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერი გუნდების კარის დარაჯია და ნამდვილად მეტს იმსახურებს. მას საქართველოს ნაკრების მაისური 42-ჯერ აქვს მორგებული.

წინა სეზონი მან "ანჟიში" დაჰყო, სადაც 13 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა, საშუალოდ შეხვედრაში 1.38 გოლი. ასეთი შედეგი იქიდან გამომდინარეობს, რომ "ანჟი" ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი იყო წინა წელს და მისი დაცვითი ხაზი ვერანაირი სახის გამოწვევას ვერ პასუხობდა. 2016/17 წლების სეზონშიც ის "კრილია "სევეტოვში" იყო, რომელიც იმ წელს გავარდა. მან 25 შეხვედრაში 33 გოლი გაუშვა, საშუალოდ 1.32 გოლი.

ახალი სეზონი რუსეთში დღეს, 31 ივლისს იწყება და პირველი მეტოქე ცსკა იქნება. წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს ნაკრების დარაჯს. მისი კარგ ფორმაში ყოფნა საქართველოს ნაკრების კარის საიმედოდ დაცვის გარანტიაა.

sdfffff
ხარაიშვილს რატომ არ იძახებს?
andro
მახარაძე საუკეთესოა ამ ეტაპზე. რევიშვილი საერთოდ არ უნდა იყოს კანდიდატებშიც. ლორია კრილიაში ძირითადში ვერ ხვდება. მაკარიძემ იაგელონიასთან უცჰვენა თავისი კლასი- მეხუთე არ გაუშვა
ვასო
მახარაზეა პირველი ნომერი ყველა პარამეტრით, მეორე მიუხედავად უთამაშებლობისა მაკარიძე. ლორიამ მისი სისულელეებით რუსეთი გააკვირვოს, ბურთს ფეხს რომ უქნევს მეშინია არ ააცილოს, გამოსვლებზე მითუმეტეს, ვერ ენდობი ბოლომდე
Georgian
მახარაძე და მაკარიძემ უნდა გაუწიონ კონკურენცია პირველ ნომერზე
lasha
მე ვფიქრობ ნორმალური სემდაგენლობაა თავმოყრილი ნარკებში. ამათმა თუ სEდეგი ვერ დადეს ვაისი და კობიაშვილი კინწისკვრით უნდა მოვისროლოთ
Papu
Zaura da makaridze. Axla mati droa rogorc lorias da revishvs shoris iko konkurencia ise tavis droze
romandro
dgevandeli mdgomareobit...albat... loria,makaradze an maxaradze...am sameulshia ufro konkurencia.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
მახარაძემ რამდენიმე რთული ბურთი აიღო - ქართველი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის [VIDEO]
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა
როინ კვასხვაძე "დინამოდან" მიდის? - მეკარე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ქართველი მეკარე კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში განაგრძობს
ზაურ მახარაძემ "დნიპროსთან" გააფორმა კონტრაქტი
დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
წიტაიშვილის შეცვლის შემდეგ კიევის "დინამომ" "ზორიას" თამაში შემოუტრიალა
ეს წყევლაა?! - მიმდინარე კვირაში ტრავმა ორმა ქართველმა მეკარემ მიიღო [VIDEO]
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
ზაურ მახარაძის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ