"პალერმოსთან" განცდილი საშინაო შეხვედრის შემდეგ, "რომამ" პრაქტიკულად დაკარგა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი

"პალერმოსთან" განცდილი საშინაო შეხვედრის შემდეგ, "რომამ" პრაქტიკულად დაკარგა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი, რასაც თასის ნახევარფინალურ ეტაპზე "ინტერთან" განცდილი მარცხი მოჰყვა. ასეთმა წარუმატებლობამ გუნდის შიდა სამზრეულოშიც არია ვითარება, რაზეც ვინჩენცო მონტელასა და ჟერემი მენეზს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი მოწმობს.

"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ვარჯიშისას მონტელამ უკმაყოფილება გამოხატა მენეზის ინერტული გარჯით და შეგირდს პასუხი მოსთხოვა - ამას შელაპარაკება მოჰყვა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. შემთხვევითი არ გახლავთ, რომ კონფლიქტი მონტელასა და მენეზს შორის წარმოიშვა, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ განსაკუთრებით უკმაყოფილო ახალი მწვრთნელის მუშაობით და კერძოდ იმით, რომ ძირითად შემადგენლობაში მის ნაცვლად როდრიგო ტადეის ათამაშებს. დიახ, კლაუდიო რანიერის დროს, მენეზი მუდმივად სასტარტო თერთმეტეულში იყო და გამთამაშებლის ფუნქციას ასრულებდა, დღეს კი აქცენტი სწორედ ტადეიზე კეთდება. ბუნებრივია, რომ იტალიელი ჟურნალისტები სწრაფად გაერკვნენ ვითარებაში და მენეზს კომენტარიც კი ჩამოართვეს:

"წარმოდგენა არ მაქვს რატომ ამითვალწუნა ვინჩენცო მონტელამ და თუ ვინმემ იცით, იქნებ მითხრათ კიდეც. დაინიშნა თუ არა მთავარ მწვრთნელად, მაშინვე გამომიცხადა, რომ ჩემი სათამაში კონდიციით უკმაყოფილო იყო და უფრო მეტი მონდომებით ვარჯიში მომთხოვა. არადა, ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ თავს არასდროს ვზოგავ და წვრთნებსა თუ თამაშებზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. შემდეგ ძირითადი შემადგენლობიდან ამომაგდო და მუდმივად ტადარიგში მიწევს ყოფნა. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი აუტანელია და თუ ასე გაგრძელდა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდს აუცილებლად გამოვიცვლი".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა