22 წლის პლეიმეიკერს ექიმებმა ჰაიმორიტი აღმოუჩინეს და რთული მკურნალობის გადატანა მოუხდა
მშრალი სტატისტიკური მონაცემები - 16 შეხვედრაში გატანილი ორი გოლი სრულად ვერ გადმოსცემს, ვინ არის ვალერი ბოლქვაძე ცხინვალის "სპარტაკისთვის".

ვისაც ამ გუნდის და 22 წლის პლეიმეიკერის თამაშები უნახავს, დამეთანხმება, რომ ის უნარიანად წარმართავდა ცხინვალლეთა თამაშს და მას საკმაოდ სანახაობრივს ხდიდა. საქართველოს მოედნებს ასეთი ნათელი გონების "ათიანები" აშკარად დააკლდა და ბევრი თვლის, რომ ბოლქვაძე ამ პოზიციაზე საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა.

სამწუხაროდ, ბოლო სამი ტურია ბოლქვაძე "სპარტაკსაც" დააკლდა და ეს გუნდი თამაშებზეც უარყოფითად აისახა. ბოლქვაძეს ბოლოს მოედანზე 2 აპრილის ფოთში "კოლხეთთან" გამოჩნდა და შემდეგ აღარ უთამაშია, ცხინვალელებმა კი სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შესძლეს: საშინაო შეხვედრა თბილისის "დინამოსთან" წააგეს (1:3), გასვლაზე "სამტრედიასთან" ფრეს დასჯერდნენ (0:0), "ზესტაფონთან" კი წააგეს (0:2).

რატომ არ თამაშობს "სპარტაკის" შეტევების ლიდერი? ამ კითხვით როგორც გუნდის პრესატაშე დავით ცაბაძეს მივმართეთ. მან გვითხრა, რომ ბოლქვაძე ფოთის "კოლხეთთან" შეხვედრაში დაშავდა. მას კოლხი მცველები საკმაოდ ეუხეშებოდნენ და ბოლოს კუნთი გაეჭიმა. სავარაუდოდ, "სპარტაკის" პლეიმეიკერი მოედანს მხოლოდ მაისში დაუბრუნდება.

გარდა კუნთის ტრავმისა, ბოლქვაძეს ტრავმის შემდეგ დაბალი სიცხეები აწუხებდა და ექიმებმა მხოლოდ ბოლო მომენტში აღმოაჩინეს, რომ ჰაიმორიტიც ჰქონდა და საკმაოდ მძიმე მკურნალობა დასჭირდა. შუბლის მიდამოებში ჩირქი დაუგროვდა და როგორც გვითხრეს, ბედზე გადაარჩინეს.

ვალერი უკვე მეორე კვირაა ვერ ვარჯიშობს და იმ გუნდებთან გამოტოვა შეხვედრები, რომლებსაც განსაკუთრებულად ელოდა - "ზესტაფონთან" და თბილისის "დინამოსთან". ამ უკანასკნელთან ბოლქვაძეს უსიამოვნო მოგობებები აკავშირებს, თბილისელებმა შარშან გულნატკენი გაუშვეს და შეხვედრისთვის ერთი თვით ადრე ემზადებოდა. არადა ფეხბურთელისთვის სწორედ ლიდერებთან შეხვედრებია მნიშვნელოვანი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა