ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ამერიკელებმა ქვრივიშვილი ისევ აგვაცალეს

ამერიკელებმა ქვრივიშვილი ისევ აგვაცალეს

ქალ მშვილდოსანთა ნაკრები მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპისთვის მიხეილ მესხის სტადიონზე რომ გადის შეკრებას, `ლელომ~ უკვე გაცნობათ...

ქალ მშვილდოსანთა ნაკრები მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპისთვის მიხეილ მესხის სტადიონზე რომ გადის შეკრებას, `ლელომ~ უკვე გაცნობათ. გუშინ სპორტსმენები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა მოინახულა, რომელიც ადგილზე გაეცნო ვითარებას და მოუსმინა მშვილდოსნებს. მინისტრთან ერთად შეხვედრას მისივე მოადგილე დავით ნამგალაური, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი გია გალდავა, სხვა მაღალჩინოსნები და საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ქაცარავაც ესწრებოდნენ.

მსგავსი ვიზიტები მინისტრის მიერ ფედერაციების და ნაკრებების ახლოს გაცნობას ისახავს მიზნად, თუმცა გაირკვა, რომ მშვილდოსნებს ბევრი პრობლემა არც აწუხებთ. ყოველ შემთხვევაში, ხელმძღვანელთათვის არც არაფერი უთხოვიათ და მოსამზადებელი პირობებით კმაყოფილებაც გამოთქვეს. დაფინანსებით ურიგოდ არც ადრე გვაფინანსებდნენ, მაგრამ ამდენი შეკრება არასოდეს გვქონია, ყოველი ტურნირის წინ გვიწყობენო, უთხრეს მინისტრს. სპორტსმენები უთუოდ იმას გულისხმობდნენ, რომ გაიზარდა მათდამი ყურადღება და ზოგადად ამ ფაქტისადმი გამოხატეს მადლიერება, თორემ ახალდანიშნულ მინისტრს აქამდე მოწყობილ შეკრებებში წვლილი არ მიუძღვის. სამაგიეროდ, სამომავლოდ ყოველგვარი დახმარება აღუთქვა, კონკრეტულად კი აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე შანხაიში, მსოფლიოს თასის მეოთხე ეტაპზე გასამგზავრებლად დაფინანსებას შეჰპირდა.

ჯერჯერობით ახალი იარაღი აღარ გვჭირდებაო, უთხრეს მშვილდოსნებმა მინისტრს. ნაკრების წევრთაგან ქრისტინე ესებუას და ასმათ დიასამიძეს კორეული ფირმა აძლევს იარაღს, ხათუნა ნარიმანიძის სპონსორი კი ამერიკული `ჰოითია~. მათ ნარიმანიძეს უახლესი მოდელიც აჩუქეს, რომლითაც ერევანში ისროლა ევროპის დიდ პრიზზე, მაგრამ ჯერ ვერ შეეგუა და ისევ ძველით ისვრის. ოღონდ ძველი იმასაც პირობითად ეთქმის, მხოლოდ ამასთან შედარებით, თორემ მორყეული და დანჯღრეული არ გეგონოთ. თუ რატომ ვერ შეეგუა ახალს, ამის მიზეზი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ ასე განმარტა, ის ძველზე ერთი კილოგრამით მჩატეა და შესაგუებლად დრო სჭირდებაო. რაკიღა სიტყვა წონაზე ჩამოვარდა, იმასაც გეტყვით, რომ, როგორც ნარიმანიძემ თქვა, მისი ძველი მშვილდი ჩვეულებრივ კი 3,5 კილოგრამს იწონის, მაგრამ სროლისას დატვირთვა 17 კილოგრამამდე იზრდება.

`მოგეხსენებათ, მშვილდოსნები მსოფლიოს თასისთვის ემზადებიან. როგორც მითხრეს, კარგ ფორმაში არიან. თან ესაა სახეობა, რომელშიც ოლიმპიურ ლიცენზიას მოვიპოვებთ და ლონდონის თამაშებზე გუნდი გვეყოლება. ჩვენ კარგი სპორტსმენები გვყავს და ვიმედოვნებ, იქ წარმატებით გამოვლენ~, - განაცხადა ვარძელაშვილმა. მინისტრს თურქეთში მცხოვრები ნატო ნასარიძის შესახებაც ვკითხეთ, გუნდის გაძლიერების მიზნით აპირებდა თუ არა მის ჩამოსაყვანად მუშაობას, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტულად ვერაფერი გვიპასუხა. `ეს საკითხი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, მე კი მასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია. თუ ის საჭიროდ მიიჩნევს ნასარიძის ჩამოყვანას, ჩვენგან ყველანაირი მხარდაჭერა ექნება~ - გვითხრა მინისტრმა. სამაგიეროდ, ამ თემაზე ძალზე საინტერესო ამბები ქაცარავასგან შევიტყვეთ. თურმე ფედერაცია ნასარიძეზე არა, მაგრამ ამერიკიდან ხათუნა ლორიგის (ქვრივიშვილის) დაბრუნებაზე კი მუშაობდა სერიოზულად, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორთან წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწია, მაგრამ ამერიკელებმა ჩვენებურს ხელფასი გაუხუთმაგეს და გარიგებაც ჩაიშალა. ქაცარავამ ისიც გვითხრა, რომ შემოდგომაზე ნაკრებს კორეელი კონსულტანტი და პოლონელი ფსიქოლოგიც ეყოლება, რაც ძალზე საშურია საქმეა. `ნატო ნასარიძესთან არა, მაგრამ ხათუნა ქვრივიშვილთან კი გვქონდა მოლაპარაება. ის ამერიკის ნაკრების ლიდერია და მას დავპირდით ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც კი სურდა. ამის შემდეგ ქვრივიშვილი ამერიკაში იმ განზრახვით დაბრუნდა, რომ იქაურ ფედერაციასთან გაწყვეტდა კონტრაქტს და იანვარში საქართველოში ჩამოვიდოდა, მაგრამ ამერიკელებმა ხელფასი ხუთჯერ გაუზარდეს, კონტარქტი კი 2015 წლამდე გაუგრძელეს. იქ მას ისეთი პირობები შეუქმნეს, რასაც ჩვენ ვერანაირად შევთავაზებდით. ამიტომ ქვრივიშვილმაც გადაიფიქრა ჩამოსვლა.

ნასარიძეზე საუბარი კი იყო, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ის არ აპირებს მშვილდოსნობაში მოქმედ სპორტსმენად დაბრუნებას. აქვე გეტყვით, რომ შემოდგომაზე იგეგმება კორეელი მწვრთნელის ჩამოყვანა, ოღონდ მხოლოდ კონსულტანტად და არა მთავარ მწვრთნელად, რომელიც გარკვეულ ტრენინგებს ჩაატარებს. ნასარიძე თუ მწვრთნელობას დააპირებს, ამ რანგში ნამდვილად შევეცდებით მის დაბრუნებას. კორეელთან ერთად, ჩამოვიყვანთ პოლონელ ფსიქოლოგსაც - გვინდა, ეს უმნიშვნელოვანესი სამუშაოც პარალელურ რეჟიმში დავიწყოთ და წარვმართოთ, რადგან მშვილდოსნებისთვის ფსიქოლოგია უმთავრესია. სხვათა შორის, მათი ჩამოყვანა ახლავე გვინდოდა - ამერიკული ტურნირისთვის, მაგრამ გვითხრეს, შესაძლოა, საქმის ასე ნაჩქარევად გაკეთებამ საპირისპირო შედეგი გამოიღოსო. ამიტომ შემოდგომიდან ჩამოვიყვანთ, როცა სეზონი ძირითადად დასრულებულია~, - გვითხრა ქაცარავამ.

ამით მინისტრის მშვიდლოსნებთან სტუმრობა დამთავრდა, ჩვენ კი დავძენთ, რომ ნასარიძის გადმობირება ბევრად იოლია, ვიდრე - ქვრივიშვილისა. ის მართლაც ამერიკის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და იოლად არავის დაუთმობენ, ნასარიძეს კი ორ წელიწადზე მეტია, თურქთა სახელით არსად უასპარეზია და იქაურები ვერ დააკავებენ - მოქალაქეობის შეცვლის შესახებ არსებული საერთაშორისო რეგლამენტი არ ირღვევა. რაც შეეხება დაბრუნების სურვილს, ამის შესახებ ზამთარში მისივე მწვრთნელი ვლადიმერ ლეკვეიშვილი დამიკავშირდა ანკარიდან და ეს ამბავიც იმისგან ვიცი...

ბოლოს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასის ეს ეტაპი - რიგით მესამე, რომლისთვისაც ჩვენები ემზადებიან, ამერიკულ ოგდენში 3-7 აგვისტოს გაიმართება. იქ კვლავ ის სამეული იასპარეზებს, ვინც ჩვენგან ტრადიციულად გამოდის ხოლმე შეჯიბრებებში და ვინც ამჟამად ვაკეში ემზადება - ნარიმანიძე, ესებუა, დიასამიძე. ჩვენებურები ამერიკაში 30 ივლისს გაფრინდებიან. რაც შეეხება შანხაის ტურნირს, იქ ნათია ცინცაძის გაგზავნასაც აპირებენ, ხოლო ვაჟები დაბალი შედეგების გამო არც ერთგან არ გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება