ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქემ, "კუკეშმა" განცხადება გაავრცელა და ქართული მხარე პრობლემების შექმნაში დაადანაშაულა.
"ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობები შეგვიქმნა. გუნდი სასტუმრო "რედისონში" დაბანაკდა. მასპინძელმა "ტორპედომ" ჩვენთან არ ითანამშრომლა და მინიმალური ევროპული მოთხოვნები არ შეასრულა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ ვალონ ეტემს, ედის მალიკის და რეჯინალდო ფეიტას ვიზები არ მისცეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ განაცხადი დროულად გადავუგზავნეთ და ქართული მხარე ყველაფრის შესრულებას დაგვპირდა.
ჩვენი მეკარე ფატონ მალოკუ თბილისში 07:00 საათზე ჩავიდა და სპორტულ დირექტორთან ნდერიმ ნეკსიპისთან ერთად ქალაქში მხოლოდ 11:00 საათზე შეუშვეს.
ქართულ მხარესთან პირველი კონტაქტი სულაც არ იყო მეგობრული. ჩვენი კლუბი დანიშნულების ადგილას არ მიაცილა პოლიციის ეკიპაჟმა. კლუბის პრეზიდენტი საფეტ გჯიჩი გმობს ამგვარ დამოკიდებულებას, რომელიც პრობლემებს უქმნის გუნდს. ეს ფეირ პლეის პრინციპების დარღვევაა და "ტორპედოსთან" ნებისმიერ ურთიერთობას ვწყვეტთ. ჩვენ მათთან ოფიციალურ სადილზეც არ მივალთ და ამის შესახებ უეფას დელეგატსაც ვაცნობეთ.
ჩვენმა კლუბმა "ტორპედოსთან" მეგობრობისთვის მრავალი ღონისძიება შეიმუშავა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულების გამო ჩვენს პატივისცემას არ იმსახურებენ. "კუკეშში" თამაშობს ქართველი ირაკლი ძარია, რომელიც სანიმუშო ფეხბურთელია. მას შეუძლია თავის თანამემამულეებს მოუყვეს, თუ როგორი სტუმართმოყვარეები ვართ.
"კუკეში", როგორც ტურნირის მონაწილე თავს უფლებას ვერ მისცემს "ტორპედოსავით" მოიქცეს და უეფას რეგლამენტს არ დაარღვევს. მათი მხრიდან ეს რასიზმის გამოვლინებაა, რომელსაც უეფა გმობს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ამდენი წვალება სტიმულს შეგვძენს და ღირსეულად ვიასპარეზებთ. ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთ გუნდთან გვითამაშია, თუმცა მსგავსი პრობლემა არსად არ შეგვქმნია. ყოველივე ამას შესაბამისი ზომების მისაღებად ალბანეთის ხელისუფლებას ვაცნობებთ".
Diktator
პირველ რიგში, ალბანელებს გადაუთარგმნეთ რას ნიშნავს “კუკეში” ქართულად.
Vasili
რატომ მიბლოკავთ კომენტარს BLIAD! უცენზურო არ დამიწერია, რასაც ვფიქრობდი ის დავწერე, დააფასეთ მომხმარებელი !!! ამ კომენტარით ჩემ თავს კი არ ვუკეთებ რეკლამას!!! ეს საიტი მგონია რო არის ქართველი გულშემატკივრების აზრის გამოსახატად , და მე ჩემი აზრი და ჩემი კრიტიკა გამოვხატე, თქვენ კიდე დაბლოკეთ, სინამდვილეში მე კი არ დამბლოკეთ, არამედ თქვენ საკუთარი მომხმარებელი დაბლოკეთ, ესეთი მიდგომით ინტერესს ვერ გააღციძებთ ხალხში ...
ალეკო
ვერაფრით ვერ ვხვდები რა შუაშია რასიზმი, რამე არა სწორედ რომ ყოფილიყო პირველი უეფა ჩაერეოდა, აქ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება რაღაც პროვოკაციებზე წავლენ მოედანზეც და მარეც
zaza tbilisi
...ესენი რაც არიან, მთელმა ევროპამ იცის,... ...მაგრამ, ჩვენც კარგი უგვანოები ვართ რაა,... ...რა ვერ დაალაგეს, ვისი საბაზრო გაიხადეს თავი?... ...ხომ უნდა მოახერხო რომ ჯიშით ტრეფიკინგშჩიკმა და ბარიგამ რასიზმში დაგადანაშაულოს,...
onopre
ალბანელებს რა უნდათ კი გავიგე, მაგრამ ბოლოს რომ აღმოჩნდეს ჩვენი ბრალი, მაშინ რა??? ეხლა მეტყვით არაპატრიოტი ხარო. გუშინ მე ვერ გავიზიარე ის რომ თურმე ვიღაც კოსოველია და რადგან კოსოვო აღიარებული არ არი, ამიტომ ვიზა არ მიცეს. ეს ტორპედოს ბრალი კი არა, საკონსულოს ბრალია და მაგრად უნდა მიიქინძონ. აქ იყო ჩამოსული კოსოვოს ხელბურთის გუნდი. მათ ხომ მისცეს, თანაც მგონი დაგვიანებით ამ კოსოვოელებისთვისაც მიუციათ. გამოდის ვიღაც სამსახურში ნაცნობობით მოხვედრილი ტიპის უვიცობის გამო ტორპედოს (და ალბათ სხვებსაც) თავი მოგვეჭრა. რატომ? ის ტიპი დაისაჯოს, თანაც ისე რომ გახმაურდეს ეს ამბავი (გვარის გახმაურებას არ ვგულისხმობ).
kako
თქვენი ბაქიაობა გულის ამრევია, ჯერ მოიგე და მერე ილაპარაკეთ, ბურთს დაახევთ კი არა კვატი, არ გაიშვას თქვენი დანახევი, ასე გაიძახოდით შერიფთანაც, მგრამ შერიფმა ჩაგიტარათ მასტერ კლასი
krazana
თუ მთხლეა რისი გეშინია? ტორპედოსი?
giorgi
მიზეზზე რომ მიდგება საქმე, პირში წყალს იგუბებენ. მანამდე გაჰკივიან, რასიზმიო.რასიზმის მნიშვნელობა იცოდნენ მაინც..
krazana
ალბატ იმსახურებ ძამა
41
არ დაახვედრო რონალდუ და მესი
gurami
მინიმუმ ორი ბურთით უნდა მოვუგოთ მაგ ინტრიგნრბს!
ალეკო
ეს პროვოკატორები წინასწარ ასეთ ფონს ქმნიან, მოედანზეც იგივეს გააგრძელებენ, აბა ქუთაისელებო მაგრად უნდა დავხვდეთ მაგ ყურბანებს, თქვენი იმედი გვაქვს
suleli sulelia
რასიზმი არა იხვის ტოლმა! შენს ფეხბურთელს საბუთები თუ არა აქვს წესრიგში კანის ბრალია? თორემ შენც ეტოო და პოგბა მოგყავდა
roma
მე ვიცი თურქები ამათზე საზიზღარი ხალხია, მაგრამ ეტყობა ამათაც არ აკლიათ საზიზღრობა.
ზურა
ცხადია, შეგნებულად აკეთებენ ამას. ფსიქოლოგიურად გვებრძვიან ეს ნაძირალები. ერთი, მოწინააღმდეგე რასისტად და ბინძური მეთოდების მკადრებლად წარმოაჩინონ. მეორე, ასეთი ბრალდებებით ფსიქოლოგიურად მოშალონ და მწყობრიდან გამოიყვანონ. მესამე, თუ ესენი არ გამოუვიდათ და დიდი ანგარიშით წააგეს, თავიანთი წაგება რომ გაამართლონ: ასეთი რაღაცეები მოგვიწყეს და წავაგებდით, აბა რა იქნებოდაო.
ave
ტქვე უბედურებო გაიკიტხეტ ლეგენდები დადის ქარტულ სტუმარტმოყვარეობაზე, და იმავე დზარიას კიტხეტ და გეტყვიტ რო ყველაზე საწყალტანაც რო მიხვიდე არ გაგრდზნობინებს რო არ აქვს ისე გაგიმასპინდზლდება, წინ ტორპედო გორი ტქვენტანაა
Georgian
რა ნაგლები არიან! რედისონში აცხოვრებენ ამ ყალთაბანდებს და მინიმალური ევროპულიპირობები არ შეგვიქმნესო! დღეს ყველა სტადიონზე!
Gerni
ეს ალბანელები არიან უარგისი და საზიზღარი ერი.ასეთი რამე საქართველოს არავისთვის გაუკეთებია და არც გააკეთებს.ამათზე უარგისი ერი არ ვიცი
irakli81
შარზე არიან აშკარად, პროვოკატორები წინასწარ ძაბავენ სიტუაციას და წარმომიდგენია მოედანზ რას იზამენ. ვითომ ძან აინტერესებს ვინმეს ის სამი ფეხბურთელი ეყოლებათ თუ არა.კუკეშის გუნდობა არ გაიშვა, ერთი მთხლეა იმ სამთან თუ მათ გარეშე. მთავაროა ტორპედომ ივარგოს და მოვუგებთ აუცილებლად.
სოსო
ეს რა შარიანები ყოფილან.აღარ მიკვირს,რასაც ალბანურ კრიმინალებზე ამბობენ.
ირაკლი
დიდად დაინტერესებული არ ვიყავი "ტორპედო"-"კუკეშის" თამაშით, მაგრამ ეხლა ძალიან მინდა ქუთათურებმა ბურთი თავზე დაახიონ ამ ალბანელ მატრაკვეცებს.
Levani
ქართველებს ბევრი ცოდვები გვაქვს,მაგრამ სტომართმოყვარეობაზე რომ ალბანელები დაგვიწყებენ ნოტაციების კითხვას ეს მართლა მეტისმეტია.
მერაბი
რასიზმი რატომ? სად ნახეს რასიზმი? აქ მიზეზის ძებნაა. არის კი რეგლამენტში პოლიციის ესკორტის გაყოლა?
Geo
იცით ალბათ ალბანელების “სტუმართ მოყვარეობა “ როგორია და რას საქმიანობენ ევროპაში და როგორ “უყვართ” ევროპელებს
roma
ამათ მგონი ქართული სენი ჭირთ თავს იმართლებენ უკვე წაგების გამო და მიზეზებს ეძებენ რომ თავი იმართლონ მერე. წინ ტორპედო.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
არმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა
კახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
მიზეზი თუ რატომ არ აჩვენა "პირველმა არხმა" კუკეში-ტორპედოს მატჩი
რა ხდებოდა "ტორპედოს" ავტობუსში "კუკეშთან" თამაშის შემდეგ [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა