დღეს, 9 აგვისტოს, ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ალბანურ "კუკეშთან" გამართავს.

დაპირისპირება ქუთაისის ნაცვლად თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხი განახორციელებს.

ალბანური პროვოკაცია

შეხვედრას წინ უსიამოვნო სკანდალი უძღოდა. ალბანელების ოთხ ფეხბურთელს სავიზო პრობლემები შეექმნათ და მიიჩნევენ, რომ ეს ქართულმა მხარემ განზრახ გააკეთა.

"ტორპედომ" მეტოქე კლუბის ბრალდებებს უპასუხა და სიტუაციას ნათელი მოჰფინა, მაგრამ "კუკეში" შეუვალია და სამართლიანი თამაშის პრინციპების დარღვევაში ორგანიზატორ კლუბს ადანაშაულებს.

საუბარი იყო ორ მაკედონიელ, მოზამბიკელ და კოსოვოელ ფეხბურთელებზე. საბოლოოდ, გამონაკლისი დაიშვა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კოსოვოს არ აღიარებს, მასზე ვიზა გაიცა. იგივე მოხდა მოზამბიკელ ფეხბურთელზე, ხოლო მაკედონიელებზე "ტორპედომ" ინფორმაცია თამაშამდე ორი დღით ადრე მიიღო და ამიტომ გაჭიანურდა ვიზის გაცემა. საბოლოოდ, ვიზები მათზეც გაიცა, მაგრამ "კუკეშმა" საქართველოში ამ ფეხბურთელების ჩამოყვანაზე უარი განაცხადა.

სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი არმანდო ცუნგუ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე საკმაოდ აგრესიული იყო და საფეხბურთო საკითხებს არ შეხებია. ალბანელმა მხოლოდ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც შეექმნათ და როგორც კლუბის ხელმძღვანელობა, ისიც "ტორპედოს" ადანაშაულებს.

ალბანური გუნდი

"კუკეში" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ შარშან ალბანეთის ჩემპიონი არ გამხდარა. ამის მიზეზი კი ევროტურნირებიდან "სკენდერბეუს" დისკვალიფიკაცია გახდა.

წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე "კუკეშმა" ერთი ეტაპი გადალახა - მალტის ჩემპიონი "ვალეტა" ჩვენებური ირაკლი ძარიას გოლით გამოაგდო (0:0 შინ, 1:1 სტუმრად). შემდეგ კი, აზერბაიჯანის ჩემპიონ "ყარაბაღთან" დამარცხდა (0:0, 0:3). შედეგად გუნდი ევროპა ლიგაზე გადმოერთო.

ალბანურ კლუბში 29 წლის ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარია თამაშობს, რომელიც წელს, ზამთარში გორის "დილადან" შეუერთდა.

კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 6.38 მილიონ ევროს შეადგენს. "ტორპედოს" ღირებულება 5.33 მილიონი ევროა. კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 600 000 ევროდ შეფასებული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ვილიამ კორდეიროა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლუბმა ამ ზაფხულს ერთბაშად 13 ფეხბურთელი დაიმატა და შეთამაშების სერიოზული პრობლემა აქვთ. მათ სატრანსფერო პერიოდში წინა სეზონის მთავარი ბომბარდირებიც დაკარგეს და რამდენიმე გამორჩეულმა ფეხბურთელმაც დატოვა გუნდი.

ამავდროულად, გუნდს გარკვეული პრობლემები ძირითად შემადგენლობაშიც აქვს. "ყარაბაღთან" შეხვედრაში წითელი მიიღო ალბანელმა მცველმა ალბი ალამ და "ტორპედოსთან" შეხვედრას გამოტოვებს.

რაც შეეხება მეკარეს, "კუკეშის" კარს 27 წლის ალბანელი სტივი ფრაშერი იცავს, რომელიც წინა წელს მხოლოდ 9-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. კლუბმა ახალი მეკარეც დაიმატა, 27 წლის კოსოვოელი ფატჯონ მალოკუ, რომელსაც დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

ალბანურ გუნდს 34 წლის ადგილობრივი მცველი ილი შამეტი კაპიტნობს.

ქართული გუნდი

"ტორპედომ" ჩემპიონთა ლიგაზე "შერიფთან" მარცხი ევროპა ლიგაზე "ვიკინგურის" ადვილი დამარცხებით გაანეიტრალა. საქართველოს ჩემპიონს ევროსარბიელზე ქვეყნის სახელის დაცვა მარტოს უწევს და კარგი შანსი აქვს, პლეი-ოფში გავიდეს. ამისთვის "კუკეშის" ორი მატჩის ჯამში დამარცხება იქნება საჭირო.

"ტორპედოს" თავკაცი კახა ჩხეტიანი მიიჩნევს, რომ რთული თამაში იქნება, რადგან მეტოქე საკმაოდ ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და სივრცეებს დაცვაში, ფაქტობრივად, არ ტოვებს.

იმერელთა მთავარი მწვრთნელი დღეს, დიდი ალბათობით, იმ შემადგენლობით დაიწყებს თამაშს, როგორც აქამდე. ჩხეტიანმა მატჩისწინაც მიანიშნა ამაზე, როდესაც თქვა, რომ ამჟამად ექსპერიმენტების დრო არაა.

როინ კვასხვაძეს საკუთარი კარის უსაფრთხოებაში გეგეჭკორი, მარინი, აზაცკი და კობახიძე დაეხმარებიან. საყრდენ ზონაში მათე ცინცაძე გლინკას შეუწყვილდება. მათ წინ იმოქმედებენ ალბათ ქიმაძე, დოლიძე, კუტალია, ლაჩნის ოთხეული.

"ტორპედოს" თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა სურს, დღეს აუცილებლად უნდა შეიქმნას უპირატესობა. გარდა იმისა, რომ სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია, ახლა კიდევ უფრო ძნელი იქნება. ალბანელებისგან საპასუხო შეხვედრაში ხელოვნური პრობლემების შექმნა რომ მოსალოდნელი იქნება, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება, ეს იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა.

მსაჯები

დღევანდელ შეხვედრას მალტელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ალან მარიო სანტი იქნება, ხოლო მას ედვარდ სპიტერი და რობერტო ველა დაეხმარებიან.

irakli81
ტორპედო - კუკეში 3:0 ჩემი პროგნოზი
ოთარი
შენ კი საქართველო სამშობლო კი არა ხაჭაპური გგონია, ვითომდა დინამოს გულშმატკივარო. ნამდვილ გულშემატკივრებს მაინც ნუ აყენებ შეურაცყოფას შენი აქ ყოფნით.
"დინამოს" გულშემატკივარი
ფეხბურთიც მაგრად გეშლებათ და სტუმარ-მასპინძლობაც.
ნათია
აქანე ქუთეისია, სიმონ! ჩვენ არც ფეხბურთი გვეშლება და არც სტუმარ-მასპინძლობა. არ გინდათ ,,ტრუხა" ბაზარი, ჩამოდით და ვითამაშოთ.
სოსო
ძალიან შარიანი ხალხი ჩანს,ვფიქრობ აჟიოტაჟს ქმნიან,რომ განმეორებით თამაშზე ხალხი მიიზიდონ,თანაც მაყურებელში მუხტი ასწიონ და წაგების შემთხვევაში,ქვა და ღორღი ტორპედოს ესროლონ.ერთი სიტყვით პროვოკატორობენ.ეგენი, დრო მოვა და ირაკლი ძარიასაც გაამწარებენ.
სტიგ
იმედია ცუდ დღეში ჩაყრით, მაგ უთავმოყვარეოებს !!!
ნიკა
ეს ყველაფერი უნდა გამოიყენონ მოტივაციისთვის და ორმაგად უნდა შეუტიოთ და აქვე საქართველოში დავამთავროთ ყველაფერი. აი ის ხალხი ვინც სკეპტიკურად არიან განწყობილი ყველაფერი ქართულისადმი ამ თამაშთან მიმართებაში 23.00 წუთზე დადუმებულები იქნებიან.
ziqenbud
ერთი მაჩანჩალა დაბალი დონის კლუბია, იფიქრეს ვიდრე ტორპედოსთან განადგურებით მოვექცევით ყურადღების ცენტრში სჯობს დავასწროთო და ამ მოგონილი აჟიოტაჟით მიიპყრეს უეფას და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება :) დღეს სრულიად საქართველო ველოდებით დამაჯერებელ გამარჯვებას, გამარჯვებას ისეთი მონდომებული, გულიანი და დალაგებული თამაშით რომელიც ოპტიმიზმის საფუძველს გაგვიჩენს ფლეი ოფის მატჩების წინ. "ამოდის ახალი მზე, იწყება ახალი დილა და დღეს რომ გავიმარჯვებთ, მადლობას ვეტყვით ღმერთს" გამარჯვება ქუთათურებო... გამარჯვება ლომებო...
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
კახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
მიზეზი თუ რატომ არ აჩვენა "პირველმა არხმა" კუკეში-ტორპედოს მატჩი
არმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა
რა ხდებოდა "ტორპედოს" ავტობუსში "კუკეშთან" თამაშის შემდეგ [VIDEO]
"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ირაკლი ძარია "ვალეტას" ფეხბურთელი გახდა
მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა