დიდიე დროგბა „ჩელსის“ ხელმძღვანელებს თავის მომავალზე შემდეგ კვირაში დაელაპარაკება
დიდიე დროგბა „ჩელსის“ ხელმძღვანელებს თავის მომავალზე შემდეგ კვირაში დაელაპარაკება. შეხვედრა 33 წლის ფორვარდის წარმომადგენლებსა და „ლურჯების“ აღმასრულებელ შეფ რონ გურლის შორის უკვე დათქმულია. მოსალოდნელია, რომ კოტ დ’ივუარელის აგენტები ულტიმატუმს წააყენებენ: ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაში ან ტრანსფერი.

მოგეხსენებათ, იანვრის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც „ჩელსიმ“ „ლივერპულისგან“ 50 მილიონ ფუნტად ფერნანდო ტორესი იყიდა, კარლო ანჩელოტი დროგბას იშვიათად ათამაშებს. მართლაც ძნელია, მეპატრონეს ფეხბურთელში ამხელა თანხა გადაახდევინო, შემდეგ კი ის სათადარიგოთა სკამზე დასვა. მერედა, ბოლო დროს ლაპარაკია, რომ ზაფხულში თავად ანჩელოტის გაუშვებენ და, შესაბამისად, დროგბას სიტუაციაში უფრო მკაფიოდ გარკვევა სჭირდება.

თან, აფრიკელ თავდამსხმელს დრო სჭირდება: „ჩელსისთან“ მას, კონტრაქტის თანახმად, კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ახალი გუნდია მოსაძებნი, ძიება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. საქმე ის არის, რომ დროგბას სჭირდება კლუბი, რომელიც „ჩელსის“ მსგავსად კვირაში 120 ათას ფუნტს გადაუხდის. ჯერჯერობით, ამაზე მხოლოდ თურქული „ფენერბაჰჩეა“ თანახმა.

მილიტოს ლონდონში უხმობენ

არგენტინელ თავდამსხმელ დიეგო მილიტოს „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ ეპატიჟებიან. 31 წლის ვარსკვლავი, მოგეხსენებათ, დღეს „ინტერის“ წევრია. მან „ნერაძურის“ შემადგენლობაში 53 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა, რაც კარგი შედეგია. მილიტო ასევე კარგად თამაშობდა წინა გუნდებში, „რასინგში“, „სარაგოსასა“ და „ჯენოაში“.

დღეს, როდესაც „ინტერი“ ძველებურად ვეღარ თამაშობს, არგენტინელს პრემიერლიგაში მოუნდა გადაბარგება და მის მისაღებად ჩრდილოლონდონელმა კონკურენტებმა გააჩაღეს ბრძოლა.

რომელს აირჩევს ფორვარდი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადრეა: ჯერ უნდა გამოჩნდეს შეძლებს „ტოტენჰემი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილის მოპოვებას თუ ვერა. „არსენალის“ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა კი ეჭვს ამთავითვე არ იწვევს.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მილიტომ ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის ფინალში, მიუნხენის „ბაიერნს“ ორი გოლი გაუტანა.

ახალი თავდამსხმელი კი „დეზებსაც“ სჭირდებათ და „მეთოფეებსაც“: „ტოტენჰემი“ ზაფხულში რომან პავლიუჩენკოს უპირებს გაყიდვას, ხოლო „არსენალი“ ცდილობს რობინ ვან პერსის ღირსეული მეწყვილე გამოუძებნოს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა