22 წლის შემდეგ "არსენალი" პირველ სეზონს იწყებს არსენ ვენგერის გარეშე, იწყებს ახალ ეპოქას, ოღონდ, რამდენად იქნება ის ისეთივე შთამბეჭდავი (მეტადრე პირველ წლებში) ახალი გურუს, უნაი ემერის ხელში, ეს უკვე მარჩიელობის თემაა და არ არის ჩვენი საქმე.

ფაქტი ისაა, რომ ემერის პირველივე ტურში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს საკუთარ "ემირეითსზე", საიდანაც "მანჩესტერ სიტი" ტიტულის დაცვის კამპანიას შეუდგება. ამ მხრივ, ემერის ნამდვილად არ გაუმართლა...

რა თქმა უნდა, ფავორიტი სწორედ "სიტია", თუმცა განახლების გზაზე მდგარი "არსენალიც" ერთობ საინტერესო საცქერი უნდა იყოს. ინგლისური პუბლიკა ამ მატჩს მოუთმენლად ელის. როგორი სტილით ათამაშებს ემერი გუნდს? - მთავარი კითხვაც სწორედ ესაა, შედეგი კი თავდაპირველად მისაღები, შეიძლება, სულაც არ იყოს.

საინტერესო სტატისტიკა - აქამდე ემერი და გვარდიოლა ერთმანეთს 10-ჯერ გადაეყარნენ. აქედან 6-ჯერ გამარჯვებული გვარდიოლა გამოვიდა, ხოლო 4-ჯერ მეტოქეები დაზავდნენ. ეს ყველაფერი "ვალენსიასა" და "ბარსელონას" დაპირისპირებებიდანაა. ერთი სიტყვით, ემერი ეცდება, სავალალო "ნული" როგორმე ამოშალოს მოგებათა გრაფიდან.

"სიტის" მთავარი საზაფხულო შენაძენი "ლესტერის" აწ უკვე ყოფილი ლიდერი რიად მაჰრეზი გახლდათ, "არსენალმა" კი გერმანელი მეკარე ბერნდ ლენო ("ლევერკუზენი"), შვეიცარიელი მარჯვენა მცველი შტეფან ლიხტშტაინერი ("იუვენტუსი"), ბერძენი უკანახაზელი სოკრატის პაპასტატოპულოსი ("დორტმუნდი") და ძალიან საინტერესო ურუგვაელი ნახევარმცველი ლუკას ტორეირა ("სამპდორია") აიყვანა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "სიტი" და "არსენალი" 3-ჯერ (ერთხელ - ლიგის თასის ფინალში) შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე მატჩი მანჩესტერელებმა მოიგეს საერთო ანგარიშით - 9:1.

გასაგები მიზეზების გამო ქრონოლოგია დავარღვიეთ. ჯერ ვილაპარაკეთ მატჩზე, რომლითაც პირველი ტური დაიხურება, გახსნა კი "ოლდ ტრაფორდზეა" და თან პრემიერლიგისთვის იშვიათ დღეს - პარასკევს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო ასპარეზზე "ლესტერის" ძლევას შეეცდება. როგორც ზემოთ ვთქვით, ამ უკანასკნელმა დაკარგა მაჰრეზი, ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი კი სწორედ "იუნაიტედის" სამიზნეა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი საათით ადრე ჟოზე მოურინიო დარწმუნებული არ იყო, რომ კლუბი მისთვის სასურველ რომელიმე მოთამაშეს შეიძენდა:

"არა მგონია, დღეს სატრანსფერო ბაზარზე რამე გავაკეთოთ, მით უმეტეს, ის უკვე იხურება და დრო ძალიან მცირეა. ასე რომ, ისღა დამრჩენია, კონცენტრირება მოვახდინო არსებულ კონტინგენტზე და ამ რესურსით ვცადოთ წარმატების მიღწევა იმ ფონზე, როცა კონკურენტები საგრძნობლად გაძლიერდნენ".

იმ მომენტისთვის, როცა მოურინიო ამ კომენტარს აკეთებდა, მისი ერთადერთი სოლიდური შენაძენი (52 მილიონი ფუნტი) "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი გახლდათ...

სატრანსფერო ბაზარზე პასიურ "ტოტენჰემს", რომელიც "ნიუკასლს" სტუმრობს, ძირითადად, ძველი კადრებით მოუწევს ფონს გასვლა. რა თქმა უნდა, მაურისიო პოჩეტინოს ხელთ ძალიან კარგი შემადგენლობაა, მაგრამ ვეჭვობთ, ეს საკმარისი იყოს იმაზე მეტისთვის, რასაც გუნდმა გასულ სეზონში (მე-3 ადგილი) მიაღწია.

საკითხავია, მოასწრეს თუ არა ძალების აღდგენა მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირმა ჰარი კეინმა და იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს? ეს მალე გამოჩნდება, მანამდე კი შეგახსენებთ - გასულ სეზონში "დეზებმა" "ნიუკასლს" ორივე მატჩი "მშრალად" მოუგეს.

"ჩელსის" რთული გასვლითი მატჩი ელოდება "ჰადერსფილდთან", რომელსაც წინა სეზონში აქ 3:1 მოუგო, შინ კი 1:1 ითამაშა. "არისტოკრატებს" ახალი მწვრთნელი (მაურიციო სარი) ჰყავთ და ერთი მხრივ, ეს პრობლემაცაა, რადგან იტალიელი ახალი დანიშნულია და მცირე დრო ჰქონდა გუნდის სათავისო თარგზე მოსაჭრელად. მეორე მხრივ, დანაკლისია მეკარე ტიბო კურტუას წასვლა. სამაგიეროდ, "ჩელსის" ჰყავს ახალი მეკარე - კეპა არისაბალაგა "ბილბაოდან". თან 23 წლის ნიჭიერი ბასკი გოლკიპერი არ არის უბრალო შენაძენი. ლონდონელებმა მასში 71 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და მსოფლიოს უძვირეს მეკარედ აქციეს. მთლად ახალია მატეო კოვაჩიჩიც "რეალიდან". მოედნის ცენტრში სარის ძალიან სჭირდებოდა ტექნიკური ნახევარმცველი და ხორვატიც სწორედ ასეთია.

ამ ზაფხულს პრემიერლიგის გრანდებიდან ყველაზე მეტად "ლივერპული" გაძლიერდა და ამას ყველა ექსპერტი აღიარებს - ფაბინიო, ნაბი კეიტა, ჯერდან შაჩირი და, რაც მთავარია, მეკარე ალისონ ბეკერი, რომელიც იურგენ კლოპს, წესით, ერთ გვარიან პრობლემას მოუხსნის.

კარგი ფეხბურთელები დაიმატა "ვესტ ჰემმაც" (თუნდაც ჯეკ უილშირი, ფელიპე ანდერსონი, ლუკას პერესი...). ასე რომ, "ენფილდზე" კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. შეგახსენებთ, გასულ სეზონში კლოპის გუნდმა "ჩაქუჩებს" ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 4:1 მოუგო.

ფაქტები

"ნიუკასლსა" და "ტოტენჰემს" შორის ბოლო 2 მატჩი "მშრალი" ანგარიშით დასრულდა.

"ფულჰემსა" და "კრისტალ პალასს" შორის უკანასკნელ ხუთ თამაშში ორივემ შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

"უოტფორდსა" და "ბრაიტონს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ვულვზმა" და "ევერტონმა" ბოლოს 2012 წელს ითამაშეს (0:0).

ბოლო სამ შეხვედრაში "ლივერპულმა" "ვესტ ჰემს" 4-4 გოლი გაუტანა.

"საუთჰემპტონს" ბოლო 3 მატჩია, არ დაუმარცხებია "ბარნლი".

"მანჩესტერ სიტიმ" ბოლო ორი პრემიერლიგური მატჩი მოუგო "არსენალს".

"ბორნმუთი" და "კარდიფი" ინგლისის მთავარი ლიგის ეგიდით პირველ მატჩს გამართავენ.

პრემიერლიგა. I ტური

პარასკევი, 10 აგვისტო

მანჩესტერ იუნ-ლესტერი 23:00

შაბათი, 11 აგვისტო

ნიუკასლი-ტოტენჰემი 15:30

ბორნმუთი-კარდიფი 18:00

ფულჰემი-კრ. პალასი 18:00

ჰადერსფილდი-ჩელსი 18:00

უოტფორდი-ბრაიტონი 18:00

ვულვზი-ევერტონი 20:30

კვირა, 12 აგვისტო

ლივერპული-ვესტ ჰემი 16:30

საუთჰემპტონი-ბარნლი 16:30

არსენალი-მანჩესტერ სიტი 19:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა