ეროვნული ლიგა 2-ის მეოცე ტურში ცენტრალური მატჩი ბათუმში ჩატარდა, სადაც ლიდერმა "დინამომ" მეორე ადგილზე მყოფი "ვიტ ჯორჯია" 2:1 დაამარცხა.

ლიდერების შეხვედრამ ბათუმში დიდი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი პირთამდე გაივსო და ანგარიში ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა შოთა დავლაშელიძემ გახსნა.

მეორე ტაიმში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ბევრს უტევდნენ, მაგრამ "ვეტერინარები" თავს ორგანიზებულად იცავდნენ. თუმცა, მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება: 88-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი ბექა კაკუშაძე, რომელიც შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა, 90+4-ე წუთზე კი კარისაკენ დარტყმული ბურთი საჯარიმოში გურამ ვასაძეს მოხვდა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

ამან სტუმარი გუნდის ფეხბურთელებისა და მწვრთნელების უკმაყოფილება გამოიწვია და რეფერიმ მათი თავკაცი ლაშა ფირცხალაიშვილი გააძევა, პენალტი კი ჯოვინო ფლამარიონიმ გაიტანა. გაშვებულმა ბურთმა "ვიტ ჯორჯიაზე" დამთრგუნველად იმოქმედა და შეცვლაზე შესულმა ვალერიან თევდორაძემ 90+7-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ მოგებით "დინამო" "ვიტ ჯორჯიას" 6 ქულით გაექცა.

მცხეთაში კი ქობულეთის "შუქურამ" 2:0 მოუგო "ცხინვალს". გოლები ჯეფერსონ ჯერალდომ და ომარ ბულუხაძემ გაიტანეს. 90+1-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით ცხინვალელი გიორგი მაღალდაძე და ქობულეთელი ერეკლე ლებანიძე გააძევა.

ლაშა
წინ ბათუმის დინამო!!!
დ.ვ
არ ვიცი რეალურად რა როგორ იყო მაგრამ ძალიან კარგია ლიგა 2-ის მატჩს ასეთი გამოხმაურება რომ მოჰყვა, მგონი ლიგა 1-ზე ბევრად უფრო დაძაბულია ლიგა 2.
dd
მე არანაირი ინტერესი არ მაქვს ამ თამაშზე, შეიძლება ბათუმს მართლაც ეკუთვნოდა გამარჯვება, მაგრამ სიმართლე სიმართლეა ,9 ნომერს ხელზე ხვდება ბურთი და ისე აკეთებს პასს ,ვისაც არ გჯერათ დააკვირდით ჩანაწერს და ნახავთ
roma
შურიანებმა გასკდით რომ ბათუმი უმაღლესში გადავა პირდაპირ, სტადიონზე ვიყავი და ზუსტად ჩანდა რომ დინამო მოგების ღირსი იყოოოო. ტიპები ერთი დარტყმით იგებდნენ თამაშს, 2 ტაიმი ბათუმი უტევდა და თან ცალკარა იყო ფაქტიურად ერთი გუნდი თამაშობდა და მეორე გუნდის 11 კაცი კარში იდგა, იმიტომ იღებდნენ ყვითელ ბარათებს რომ უხეშობდნენ და თან ჯოვინო ერთხელ გაიგეს, ფეხებს ურტყამდნენ წაქცეულზე და მსაჯმარ არ გააგდო დაინდო ვიტ-ჯორჯიას 6 ნომერი იმიტომაც ატყდა ჩხუბი. ბათუმელ ფეხბურთელებს უმადლოდეთ რომ ვიტ-ჯორჯიას ფეხბურთელები არ ცემეს გულშემატკივრებმა. რომ არა იმდენი უხეშობა უკეთესი თამაში იქნებოდა. წინ ბათუმიიიიიიი
dd
მეორე გოლის ჩათვლა როგორ შეიძლებოდა ხელით მიაწოდა პასი!!!!!!!!!?
777
თბილისელ გულშემატკივარს- წავიკითხე თქვენი კომენტარი და ვგონებ სხვა თამაშს უყურე შენ.ჯერ ერთი 2 ფეხბურთელი არ გაუძევებია ვიტ ჯორჯიასი,ერთი ფეხბურთელი გააძევა და ართიც მწვრთნელი.რაც შეეხება დამატებულ დროს იმხელა პაუზას აკეთებდნენ ვიტელები თითოეული წაქცევაზე მინიმუმ 2 წუთს კოტრიალებდნენ და ასეთი პაუზა ძალიან ბევრი იყო,ამას დაუმატე 6 შეცვლა და ეგარი.მსაჯს სრული საფუძველი ჰქონდა რომ 6 წუთი დაემატებინა.ეხლა რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას კარში გატანილ მეორე გოლს:გადაახვიე და კარგათ დააკვირდი სად იყო იქ თამაშგარე?შენ თუ არ იცი ვინმე მცოდნე დაისვი და იმასთან ერთად შეხედე.წესების სრული დაცვით გავიდა მეორე გოლი და საერთოდ ბათუმი იმსახურებდა მოგებას,იმიტომ რომ თამაშობდა,მეტოქე კი დროის უაზროდ გაყვანისათვის ფორტუნამ დასაჯა. ეს არის და ეს...
თბილისელი გულშემატკივარი
არც მასე იყო საქმე!მსაჯმა თავისი მიზანმიმართული ქმედებებით ფსიქოლოგიურად და მორალურად გაანადგურა "ვტ ჯორჯია".ყოველი შეტევისას,ფეხბურთელების ოდნავი შეჯახებების შემდეგ, მსაჯი უხვად ურიგებდა თბილისელ ფეხბურთელებს ყვითელ ბარათებს!ბათუმელთა დარღვევებზე კი მსაჯი თავის უსინდისო თვალებს ხუჭავდა!თავისი არაობიექტურობით კი თბილისელთა გუნდის მწვრთნელი რამის გააგიჟა!მიაღწია რა თბილისელი 2 ფეხბურთელის გაძევებას, დანიშნა ჰაერიდან მოტანილი 6 წუთი! ამასაც არ დასჯერდა და 97 - ე წუთზე გატანილი გოლი ჩათვალა!!!შეცდომები ამ მსაჯს ადრეც ბევრი ჰქონდა,მაგრამ თუ ასე უსინდისოდ თუ იმსაჯებდა, არ მეგონა!!!
გულშემატკივარი
გასაკვირია ვიტ ჯორჯიას მწვრთნელის აფეთქება დანიშნული პენალტისას,ტიპი გიჟს დაემსგავსა!რომელი ფეხბურთის მცოდნე იტყვის რომ აქ პენალტი არ ყოფილა?100% იანი გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა.რაც შეეხება მეორე გოლს ისიც კანონზომიერი იყო,რადგანაც ბათუმი თამაშობდა და ვიტ ჯორჯია თამაშში ხელს უშლიდა.უაზროდ დროის გაყვანები და ასე შემდეგ. წინ ბათუმის დინამო !!!
dato
ბრავო ბათუმი! ნამდვილად დამსახურებულად მოიგო! პენალტიც იყო და მეორე გოლიც სამართლაიანდ შეაგდეს! მსაჯებსაც ეკუთვნით ქება, ურთულესი შეხვეწდრა მაღალ დონეზე განსაჯეს! ვიტ ჯორჯია ძველბიჭობას თუ მოეშვება და ფეხბურთს ითამაშებს უკეთესი იქნება!
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
სერიები... "იბერია 1999"-მა, "ტორპედომ" და "გაგრამ" მოიგეს
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა