საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის ბოლო მატჩი ბრძოლაში წააგო. მეტოქე გახლდათ ნორვეგიის ნაკრები, რომელმაც შეხვედრა 57:52 მოიგო და B დივიზიონში 23-ე ადგილი დაიკავა.

არადა, უხეიროდ ჩატარებული პირველი პერიოდის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და დაწინაურდა. საწყისი პერიოდი სკანდინავიელთა უპირატესობით – 14:5 დასრულდა, თუმცა ნინო გადელიასა და ნატალია ოთხმეზურის ლიდერობით ჩვენმა ნაკრებმა მეორე ათწუთეული 20:10 მოიგო და დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი ლიდერობით გავიდა.

მე-3 პერიოდში ისევ ნორვეგიელებმა იძალეს, ათწუთეული 16:9 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 6 ქულით გალიდერდნენ. მოპოვებული უპირატესობა სკანდინავიელებმა ბოლომდე შეინარჩუნეს. საბოლოოდ ნორვეგიამ 5 ქულის სხვაობით – 57:52 მოიგო და ტურნირზე მოპოვებული მე-2 გამარჯვებით 23-ე ადგილი დაიკავა. სკანდინავიელებმა 1 შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე, კოსოვოსთან – 78:68 მოიგეს.

ნორვეგიასთან შეხვედრაში 16 ქულით ბომბარდირი გახდა ნინო გადელია, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტით (13) საუკეთესო შედეგი ნატალია ოთხმეზურმა დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა. მარიამ ღარიშვილმა შეხვედრა 4 ქულით, 13 მოხსნითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.

ამით 18 წლამდე გოგონათა B დივიზიონის გათამაშება ქართველებისთვის დასრულდა. ფინალურ მატჩში დღეს გვიან ღამით ლიტვა და ბელარუსი შეხვდებიან. A დივიზიონში გადასასვლელ მე-3 საგზურს ისრაელი და თურქეთი გაითამაშებენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა