საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ – A დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და შეხვედრა ანგარიშით 55:93 დათმო. გათამაშების ფორმატის მიხედვით, პლეი ოფში ტურნირის მონაწილე 16-ივე გუნდი გადის, რომლებიც მერვედფინალში დაკავებული ადგილების მიხედვით – ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან.

გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩის პირველი პერიოდი 19:18 მოიგო და იტალიელებს მეორეშიც ტოლსწორად ებრძოდა. მეოთხედის ბოლოს აპენინელებმა ფარქვეშა ზუსტი გარღვევებით იძალეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 39:32.

მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა. მესამე პერიოდი ქართველებისთვის ამჯერადაც პრობლემური გამოდგა. კაზანჯიანის გუნდმა ფარქვეშ ბრძოლა წააგო, ხოლო პერიმეტრიდან იტალიელებს მეტი მიზანი აღმოაჩნდათ. ეს ყველაფერი შედეგზე აისახა და იტალიელებმა 7-ქულიანი ლიდერობა სოლიდურ უპირატესობად აქციეს. მესამე ათწუთეულის 21:10 მოგებით აპენინელებმა დასკვნითი პერიოდის წინ 18-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს.

შეხვედრა ქართველებმა ინერციით ჩაამთავრეს. შეიძლება ითქვას, მომდევნო მატჩისთვის ძალები დაზოგეს. ჩვენი მომავალი მეტოქე ხომ თურქეთი იქნება, რომელიც კაზანჯიანის გაწვრთნილ ნაკრებს 1 თვის წინ, სტამბოლში დამარცხებული ჰყავს. შეგახსენებთ, რომ 13-16 ივლისს საქართველო თურქეთში საერთაშორისო, ამხანაგურ ტურნირზე იმყოფებოდა, სადაც საბერძნეთთან და ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო მასპინძლებს 64:61 სძლია.

ევროპის ჩემპიონატზე კი თურქეთმა C ჯგუფში ხორვატია და საბერძნეთი დაამარცხა, გერმანიასთან კი უმოტივაციო მატჩი წააგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, C ჯგუფის პირველადგილოსანი თურქეთი D ჯგუფში მე-4 ადგილზე გასულ საქართველოს შეხვდება. ამ ჯგუფებს შორის საპლეიოფო წყვილები სრულად ასე გამოიყურება:

საფრანგეთი (D1) – გერმანია (C4)

ხორვატია (D2) – იტალია (C3)

ესტონეთი (C2) – საბერძნეთი (D3)

თურქეთი (C1) – საქართველო (D4)

მივუბრუუნდეთ იტალია – საქართველოს მატჩს და აღვნიშნოთ, რომ ჩვენიანთაგან ვლადიმერ თავაქარაშვილი და ალექსი მერკვილაძე გამოირჩნენ. თავაქარაშვილმა 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო მერკვილაძემ 14 ქულას 6 მოხსნა მოაყოლა. ნიკოლოზ კიშკომ 8, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და დავით აბულაძემ 7-7 ქულა მიითვალეს.

13 აგვისტოს ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე დასვენების დღეა. საქართველოსა და თურქეთის მერვედფინალური მატჩი კი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ესტონეთთან 66:76 დამარცხდა

zura
მწვრთნელის გარეშე ამ ანგარიშით წაგებას ვერ მოახერხებდნენ....ვიღაცას ამაში ხელფასს უხდიან.
aburjga
სომეხი კალათბურთელი მე არ გამიგონია, ერთი გვარიც არ მხსოვს! საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი სომეხი რატომაა?! აქვე განვმრტავ, იმ პატიოსან კაცს კაზანჯიანს პირადა არაფერს ვერჩი, არც სომხებს, მაგრამ სომეხი კალათბურთის მწვრთნელი საქართველოში ეს უკვე მეტისმეტია!
Donnie Brasco
სრული კატასტროპა 3ვე ასაკობრივ ნაკრებში, სანამ კაზანჯიან ჩერქეზიშვილებს არ მოაშორებენ სრული ფიასკო იქნება ქართულ კალათბურთში!!! შარშან (სომხებთან!!!!! წაგების!!!!!) მერე ეს ხალხი როგორ უნდა დატოვო კალათბურთში
Bajo
Dasamarda boisebis xelshi qartuli kalatburti.ni
სოსო
ბრააავო!ბრავო ფედერაცია!აი ასე უნდა მუშაობა!ყველგან,ყველასთან,ყოველთვის,ყველა სქესში,ყველა ასაკში, გარანტირებული გვაქვს დამარცხება.აშკარად სწორი გეზი გვაქვს აღებული.ცოტაც და სულ მთლად ფსკერს მივაღწევთ.ასე განაგრძეთ.
სოსო
ფედერაცია სად ბანაობს,ან არ ხსნიან ამ მწვრთნელებს, რომლებიც მე- 3-4 პერიოდებს აგებენ და შესაბამისად თამაშებს და ეს ყველა ასაკობრივს ეხება, ან არ გვყავს უკეთესები და უკან მიაქანებენ ქართულ კალათბურთს. მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტები. რისი ფედერაცია ხართ , რას აკეთებთ , მენეჯმენტი და კალათბურთი თუ არ გესმით დაუთმეთ სხვას ასპარეზი....
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა