საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მომავლის ნაკრების წარმატებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ფეხბურთის ფედერაციის 2026 წლის ხედვის საუკეთესო თერთმეტეულის მოთამაშეს - კომერციულ სექტორს ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსი" გააძლიერებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსს" შორის მიღწეული შეთანხმებით, ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გადამყვანი იქნება.

17 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" ხელმძღვანელებს ფეხბურთის ფედერაციაში უმასპინძლა და თანამშრომლობის აღსანიშნავად კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა. სიმბოლური საჩუქარი მიიღო ახალი პარტნიორისგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც.

"მოხარულები ვართ, რომ ფეხბურთის ფედერაციას ახალი, ძლიერი პარტნიორი ჰყავს. მიმაჩნია, რომ ეს დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ჩვენი პარტნიორობა, უპირველესად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოადგება. ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუქმნათ სათანადო პირობები ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას და მოხარული ვარ, რომ კომერციული სექტორი ამ მიდგომას აფასებს", - აღნიშნა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

თანამშრომლობის დაწყება დადებითად შეაფასა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა და მომავალი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაც აღნიშნა.

ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა: "დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ოფიციალურად ვხდებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორები. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან წარმატებული ურთიერთობის დასაწყისი იქნება და ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ სწორედ ჩვენ მოვემსახურებით ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს", - აღნიშნა მან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
მომავლის 11 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ხედვა წარმოადგინა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება