ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მინსკის "დინამომ" სახლში სენსაციურად დაამარცხა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" 4:0 და კიდევ უფრო სენსაციური შედეგი დაფიქსირდა მეორე შეხვედრაში, რომელიც რუსულმა გუნდმა 8:1 მოიგო. მაინც რა მოხდა პიტერში?

მინსკში გამარჯვების შემდეგ ბელორუსის პრეზიდენტმა ალეკსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სტუმრები გაბღენძილები ჩავიდნენ მინსკში, თამაშის ბოლოს "ოთხით" დადიოდნენ და "გაზპრომის" შვილობილი, მილიარდერთა გუნდი დაამარცხეს.

ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა თქვა, რომ მინსკში 0:4 წაგება კომენტარს არ საჭიროებს, ყველაფერი ნათელია, ეს ფსკერია, შემდეგ ორი ფენა განავალია და მერე კიდევ ერთი.

მინსკის "დინამოს" ყოფილმა მეკარემ, გენადი ტუმილოვიჩმა კი ერთობ უცნაური რამ ბრძანა: "ახლა არ გაბრაზდნენ და გაზი არ გამოგვირთონ, რუსეთის მთავრობისგან ყველაფერია მოსალოდნელი".

და "პეტროვსკის" ცარიელ სტადიონზე (გულშემატკივრებს დასწრება უეფას სანქციის გამო აკრძალული ჰქონდათ) მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. 66-ე წუთზე მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ. შემდეგ მსაჯმა მათი არგენტინელი ნახევარმცველი ლეონარდო პარედესი გააძევა, "დინამოს" მწვრთნელმა სერგეი გურენკომ შეცვლაზე საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი შეუშვა და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა ძირითად დროში კიდევ ორი გოლი გაიტანეს.

დაინიშნა ოვერტაიმი. განელმა სეიდუ იაჰაიამ ანგარიში 1:4 კი გახადა (მას გოლი უკანასკნელად 4 წლისა და 3 თვის წინ ჰქონდა გატანილი), მაგრამ მერე "ზენიტმა" 4-ჯერ დალაშქრა სტუმართა კარი. ამ მატჩში ჰეთ-თრიკი "ზენიტის" თავდამსხმელმა არტიომ ძიუბამ შეასრულა. ცნობისათვის, აქამდე ამ ტურნირზე დამატებით დროში 5 გოლი არასოდეს არ გასულა.

ნამატჩევს გურენკომ ფრიად უცნაური რამ თქვა: "შეცვლაზე შესულებს თამაში უნდა გაეძლიერებინათ. მაღალი, კარგი ცენტრალური მცველი რომ მყოლოდა, შევაჩერებდით ძიუბას. მეტოქეს ერთადერთი შანსი ჰქონდა, ცენტრიდან შეეღწია, ფლანგებიდან ბურთი საჯარიმოში ჩაეკიდა, სტანდარტების და "გაზპრომის" ხარჯზე მიეღწია მიზნისათვის. ეს მინიშნება არაა, ეს მე ისე ვთქვი".

ბელორუსული "ბატეს" ვეტერანი ნახევარმცველი ალეკსანდრე გლები კი გაოგნებული იყო: "მასპინძლები პირველ ტაიმში ვერ თამაშობდნენ, გოლი ჩვენი მეკარის შეცდომის შედეგად გაიტანეს, მეორე ტაიმში ფეხბურთელი გაუგდეს და ვერ გავიგე, როგორ მოახერხეს გამარჯვება".

"დინამოს" ყოფილმა ჰავბეკმა ანდრეი ოსტროვსკიმ დამარცხებული გუნდის ფეხბურთელებს სამარცხვინოები და ჯამბაზები უწოდა.

მოკლედ, ამ შეხვედრამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა, რომელზეც პასუხს ალბათ, ვერ მივიღებთ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

გიოშა
უფრო გასაგებათ რომ აღვწეროთ "დინამო" მინსკისა და "ზენიტის" ორმატჩიანი დადგმული სპეკტაკლი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ,რომ სიყვარულისა არ იყოს ერთიც და მეორეც ნასიამოვები დარჩა,ანუ ფული ორივე გუნდმა იშოვა.
გიოშა
ამ ორი მატჩის შედეგი თავიდანვე იყო დაგეგმილი და შეთანხმებული შეხვედრაში მონაწილე გუნდების მიერ.ნავალოვსკი რა სახსენებელია,როდესაც თვით ბელორუსის პრეზიდენტი გახადეს ხელის შემწყობად. :)
გიოშა
რა გინდათ ამ ხალხთან რას ერჩით,ყველას ხომ თავისი საქმე აქვს.რატომ უშლით ფულის კეთებაში ხეელს? ნავალოვსკი რა სახსენებელია,როდესაც თვით ბელორუსის პრეზიდენტი გახდა მათი ხელის შემწობი. :)
gg
აღარ ღირს უკვე ფეხბურთის ყურება
roma
ნავალოვსკი 5 გოლის დროს იდგა.
საბა
გაყიდეს თამაში, სხვა რა უნდა იფიქრო :)))))
Saba
ახლა როგორ პოზაშია ლუკაშენკო, მაინტერესებს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა