ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"

რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"

ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფშია და მას მეტოქედ ბულგარული გრანდი, რაზგრადის "ლუდოგორეცი" ერგო.

პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 23 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო დაპირისპირება კი 30 აგვისტოს რაზგრადში შედგება.

კლუბის ისტორია

დღევანდელი "ლუდოგორეცი" 2001 წელს დაარსდა ალექსანდრ ალექსანდროვის და ვლადიმირ დიმიტროვის მიერ. 2002 წელს კლუბს "რაზგრადი 2000" უწოდეს, თუმცა კლუბი დაარსების თარიღად 1945 წელს ასახელებს, როდესაც ხუთი გუნდის გაერთიანებით "ლუდოგორეცი" ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, დაბალ დივიზიონებში გამოდიოდა. მაშინდელი კლუბის მაქსიმუმი მეორე დივიზიონი იყო. ბოლოს, წარუმატებლობის შედეგად, დაიშალა კიდეც.

2010 წელს ბულგარელმა ბიზნესმენმა კირილ დომუსშჩიევმა კლუბი შეიძინა და მიზნად უმაღლეს დივიზიონში აღზევება დაისახა.

პირველივე სეზონში კლუბმა ეს შეძლო და უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა, ისტორიაში პირველად. 2011-12 წლებში კლუბმა საკუთარ ქვეყანაში ყველა თასი მოიგო (ბულგარეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი). 2012-13 წლების სეზონიც თითქმის ანალოგიური გამოდგა, კლუბმა მოიგო ჩემპიონატი და თასი, თუმცა სუპერთასზე "ბეროე სტარა ზაგორასთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

2013-14 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი კლუბისთვის კარგად დაიწყო. გუნდმა ბრატისლავის "სლოვანისა" და ბელგრადის "პარტიზანის" დამარცხება შეძლო და ლიგის პლეი-ოფში გავიდა, თუმცა შვეიცარიულ "ბაზელთან" ვერაფერს გახდა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა. ევროპა ლიგის ჯგუფიდან, ყველასათვის მოულოდნელად, კლუბი ძალიან იოლად გავიდა. 1/16-ფინალში რომის "ლაციოს" შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში მერვედფინალის საგზურის მოპოვება მოახერხა, სადაც ესპანურ "ვალენსიასთან" დამარცხდა.

ამ პერიოდს უკავშირდება კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - იტალიურმა რომის "ლაციომ" დამარცხების შემდეგ ბულგარულ კლუბს თილისმა აჩუქა, არწივი, სახელად "ფორტუნა".

2014-15 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი კვლავ წარმატებით დაიწყო და ლუქსემბურგის "დუდელანჟს" იოლად მოუგო. შემდეგ ბელგრადის "პარტიზანი" შეხვდა და ურთულეს ბრძოლაში პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. წილისყრამ "ლუდოგორეცს" ბუქარესტის "სტიაუა" არგუნა მეტოქედ. პირველი მატჩი რუმინელების გამარჯვებით დასრულდა. საპასუხო მატჩის 89-ე წუთზე რაზგრადელებმა გოლი გაიტანეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. 119-ე წუთზე "ლუდოგორეცის" მეკარე სტოიანოვმა საჯარიმოს გარეთ რუმინელი ფეხბურთელი მოჩეხა და წითელი ბარათი მიიღო. ბულგარელებს ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდათ, რის გამოც კარში ჩადგომა ცენტრალურ მცველს, კოსმინ მოცის მოუწია. პენალტების სერიის პირველი გოლი სწორედ მოციმ გაიტანა. შვიდი დარტყმული პენალტიდან მოციმ შეძლო და ორი მათგანი მოიგერია, რითაც კლუბს ისტორიული საგზური მოუპოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ბოლო სეზონი და მიმდინარე ევროტურნირები

წინა სეზონში სოფიის ცსკა-ს აქტიური კონკურენციის მიუხედავად, "ლუდოგორეცმა" მაინც შეძლო ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გაინაღდა.

პირველ ეტაპზე ბულგარელებს ჩრდილოირლანდიური კლუბი "კრუსადერი" ერგო, რომელიც ორი შეხვედრის ჯამში 9:0 გაანადგურეს. მეორე ეტაპზე მათი მეტოქე უნგრული "ვიდი" იყო, რომელსაც შინ ფრედ, 0:0 ეთამაშნენ და სტუმრად 0:1 დამარცხდნენ. შესაბამისად, კლუბი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს მესამე ეტაპზე გადაერთო.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს მესამე ეტაპზე კლუბის მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინის "ზრინსკი" იყო, რომელიც შინ 1:0 დაამარცხეს და გასვლაზე ფრე, 1:1 ითამაშეს.

კლუბმა მიმდინარე ჩემპიონატი აქტიურად ვერ დაიწყო. ოთხი ტურის შემდეგ მათ 7 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან. "ტორპედოსთან" შეხვედრამდე კი კლუბს, 19 აგვისტოს მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის ჩემპიონატში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ სოფიის ცსკა-სთან.

ქალაქი და სათამაშო არენა

კლუბი ბულგარეთის პატარა ქალაქ რაზგრადში თამაშობს, რომლის მოსახლეობა 33 416 ადამიანს შეადგენს. კლუბის სტადიონი, სახელად "ლუდოგორეც არენა" 11 000-იანი ტევადობისაა.

შემადგენლობა

"ტრანსფერმარკეტის" მიხედვით, კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება 50.55 მილიონ ევროს შეადგენს, როცა საპირისპიროდ, ქუთაისური კლუბის ღირებულება 5.33 მილიონი ევროა.

კლუბში 17 ლეგიონერია და ამავდროულად, "ლუდოგორეცში" 9 ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ნაკრებშიც იძახებენ.

კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჰოლანდიელი ვურა არის, რომლის ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს. ის პოზიციით მარცხენა ფლანგზე თამაშობს და საკმაოდ სახიფათო შემტევია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 1 გოლია.

ზოგადად, კლუბს მარცხენა ფლანგი ძალიან ძლიერი ჰყავს, სადაც ბრაზილიელი მცველი ნათალენლი ჰყავს, რომელმაც ბულგარეთის მოქალაქეობა მიიღო. მისი ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 4. 25 მილიონი ევროა.

წინა სეზონში კლუბის მთავარი ბომბარდირი რუმინელი კლაუდიო კეშერუ იყო, რომელმაც 26 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 3 გოლია. ღირებულება - 3.50 მილიონი ევრო.

კლუბს ბულგარელი მეკარე, 31 წლის ვლადისლავ სტოიანოვი ჰყავს, რომელიც "ლუდოგორეცის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მისი სატრანსფერო ღირებულება 3.50 მილიონი ევროა.

გუნდის ყველაზე სუსტი წერტილი მთავარი მწვრთნელი პაულო აუტუორია, რომლის მოყვანითაც და ნაჩვენები შედეგითაც ადგილობრივი ქომაგი უკმაყოფილოა. 61 წლის სპეციალისტმა კლუბი 1-ელ ივლისს ჩაიბარა და 2020 წლამდე აქვს კონტრაქტი. ბრაზილიელ მწვრთნელს დაახლოებით 35 კლუბი გაუწვრთნია და მათი დიდი ნაწილი ბრაზილიის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბებია. ამ მწვრთნელის წარმატებები ბრაზილიაში დაახლოებით 13 წლის წინ იყო. მას შემდეგ ბარგი ჩალაგებული აქვს და კლუბიდან კლუბში დადის.

მოლოდინი

"ტორპედოს" შანსები საკმაოდ მცირეა. თუ აქამდე არსებული მეტოქეები მათ გარკვეულ შეცდომებს პატიობდნენ, "ლუდოგორეცი" ამას სათავისოდ გამოიყენებს.

თუმცა მწვრთნელზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ მისი გადაწყვეტილებებით ქომაგი უკმაყოფილოა და მას "ვიდთან" გამოვარდნას ვერ პატიობენ. გუნდს ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული სტრატეგია არ გააჩნია და მწვრთნელი რთულად გადის ადაპტაციას კლუბთან.

ქუთაისელებს არაფერი აქვთ დასაკარგი. მათ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იმუშაონ, გააცნობიერონ, თუ რა შედეგი მოჰყვება მათ ევროპა ლიგაზე გასვლას. ამ ეტაპამდე ევროტურნირებზე ქართული კლუბის არცერთ ფეხბურთელს არ უთამაშია და ეს მათი შანსია.

• რეალობა

ტორპედო- ლუდოგორეცი 0-3

• გურული

მთლად ხელწამოსაკრავი გუნდი არაა მარაა ამაზე უკეთესებიც მინახია გაგორებული ორიჩარივით!! ერთი მინდა ვთხოვო მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც, რასაც უყურებ ტორპედოს შეტევა უფრო გამოდის ვიდრე დაცვა, ხოდა ითამაშეთ ის რაც გამოგდით იყოს ფლანგიდან გარღვევები შორიდან კარში დარტყმები ტექნიკით და ქართული ჟინით თუ მოუგებთ მაგათ თორე ფიზიკურად არამგონია დავჯაბნოთ. კაპანაძე იყო მემგონი ხო? მთელი ხაზი რო გაჭრა შევიდა და გაიტანა, ეეე მაგას არ ელოდებიან ეგენი ჩვენგან, შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო ნათქვამია, ბრძოლა ბრძოლა და თავდადება გმართებთ ბიჭებო. გახსოვეთ ვისი გორისა ხართ!!!!!

• samtredski

მიდით ბიჭებო აბა თქვენ იცით დასაკარგი არაფერი გვაქო ამ აზრს ბიჭებსნუ შეაჩვევთ რას ქვია დასაკარგი რაფერი გვაქ ევროპა ლიგა დსაკარგია არაა.

• ლუკა

ბევრი რამ ითქვა და დაიწერა რისი თქმაც შეიძლებოდა. ისიც ვიცით სად ვართ. ვიცით რომ ან ჩვენ უნდა ვიყოთ, ან ისინი. ყოველდღიური ყაყანი და ხმაური ყოველთვის არის; უსარგებლო. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს. ახლა შემსრულებლების დროა. ვართ შემსრულებლები?

• ჰაჰა

რა თქმა უნდა ლუდოგორეცის შანსები მეტია, ალბათ 75% მაგათია, მაგრამ თუ გინდა ამოქაჩო თუ გინდა დიდი გუნდის შექმნა, უნდა იმუშაო, ჭკუა იხმარო, გაუძლო და ა.შ. აბა მაშინ სულ ასე გაგრძელდება. მე თუ მკითხავ, თუ გვყავს საქართველოში ფეხბურთის მცოდნეები უნდა შეკრიბოს ფედერაციამ 2 ან სამი კაცი (თუ მოიძებნა), აყურებიოს ლუდოგორეცის თამაში ჩანაწერები, ხოლო მეორე დღეს შეხვდნენ ჩხეტიანს და რეკომენდაციები დაუწერონ. მოიფიქრონ რაიმე. ჭკუა ჯობია ღონესაო, დაეხმარონ ქუთაისს და ეს მთელ ქართულ სპორტს დაუბრუნდება უკან დადებითად.

• kaira

ჯიგარი ხარ. მინიმუმ 2 თუ 3 მილიონს კარგავენ და დასაკარგი არაფერიაო. თავისუფლად თამაშში ალბათ სითამამეს გულისხმობ და გეთანხმები, თორე დაძაბულობა იქნება და ზუსტადაც თუ კაცი ხარ დაძაბული თამაში უნდა მოიგო. სტრესში კი არ უნდა ჩავარდე.

• kaira

"ლაღმა" ფეხბურთმა დაგვღუპა. ვინც ეგ უაზრო ტერმინი შემოიტანა დღეში სამჯერ უნდა "გაროზგო". რა უბედურებაა ხალხო, ლაღად ითამაშეთ ეზოში. ჩვენ გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი, რომელიც შეუძლებელია ფსიქოლოგიური დაძაბულობის გარეშე.

• გიოშა

2004 წელს ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის თბილისის დინამოელებმა"წარმატებით"დასძლიეს უეფას თასის საკვლიფიკაციო ეტაპი. დინამოელებმა თანამიმდევრობით"სძლიეს"ბორისოვის „ბატეს“ (1:0, 3:2), პრაღის „სლავიასა“ (2:0, 1:3) და კრაკოვის „ვისლას“ (2:1, 3:4) და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მეტოქეები ინგლისის „ნიუკასლი“0-2, ლისაბონის „სპორტინგი“0-4, ფრანგული „სოშოო“0-2 და ბერძნული „პანიონიოსი“2-5 დინამომ ოთხივე შეხვედრაში მარცხი განიცადა.გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა.ბატონ ბადრის ბიჭებისთვის უთქვამს-"ხომ გაგიყვანეთ ჯგუფურ ეტაპზე აჩვენეთ ახლა რა შეგიძლიათო"მათ ყველა თამაში წააგეს ისე,რომ გოლების გატანა მხოლოდ ბოლო ჩაწყობილ და სკანდალურ თამაშში"პანიონისთან"მოახერხეს.დიდათ სამწუხაროა,მაგრამ ეს არის ქართული ფეხბურთის და მისი გულშემატკივრების აბუჩად აგდება.

• ეჰ..

დავითი ღმერთის სახელით გავიდა გოლიათთან და დაამარცხა,ქუთაისი ვისი სახელით გავა?D:D:D

• მერაბი

სტატია საყურადღებოა, მაგრამ "ლუდოგორეცის" დაძლევა შეიძლება. მთავარია კომპლექსი არ გვქონდეს და "ტორპედომ" თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. ლაღ, ტრადიციულ ტექნიკურ ფეხბურთს თუ ითამაშებენ ქოთაისელები, აჯობებენ ბულგარელებს. ფიზიკური მომზადება გადაწყვეტს შედეგს.

• ანესთეზეოლოგი

ლუდოგორეცი ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომ წინასწარ წყალი გადაუწურო ტორპედოს შანსებს. კლასითა და გამოცდილებით ნამდვილად აღემატება ტორპედოს, მაგრამ ძალიან არასტაბილური გუნდია. შეიძლება მოუგოს პარტიზანს და სტიაუას მაგრამ დამარცხდეს თავისზე სუსტ გუნდთან. მოკლედ წინასწარ საგანგაშო არაფერია, ტორპედო შედარებით დალაგდა და მშვენიერი შეტევის თამაში შეუძლია რაც გამოჩნდა კიდეც ბოლო თამაშებში. ასე რომ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ, თუ კი კვლავ ზედმეტად დაცვაზე ორიენტირებული ტაქტიკით არ ათამაშა გუნდი ჩხეტიანმა. ასეთ შემთხვევაში ტორპედო საერთოდ ვერ ავლენს თავის შეტევით პოტენციალს, ვერ იყენებს შეტევებს ფლაგებიდან, რომელიც მშვენივრად გამოსდის და შეცდომებიც მოსდის მოსდის. არ იცის ასეთ დროს სად წაიღოს ბურთი. ისეთი ტაქტიკის შემთხვევაში რომლითაც გუნდმა კუკეშთან გასვლა ითამაშა, შანსი ნამდვილად არ გვექნება. ასე რომ ტორპედომ თავისი თამაში უნდა ითამაშოს და მხოლოდ არგაშვებაზე კი არა გატანეზეც უნდა იზრუნოს.

• Dato

Ilocet da gava!xetiani rom amad aketebs faktia,aba gmertis gareshe am tamasit sad gaxval?!

• Vasili

აი ეს გამოთქმა არ მესმის, დასაკარგი არაფერი გაქვთ ბიჭებო, ) დასაკარგია აბა რა არი , შანსი გაქ წარმატების, მილიონებზეა ლაპარაკი, სამი ევროპული გუნდი იქნება მინიმუმ ჩამოსასვლელი , რამხელა სიხარული იქნება ხალხისთვის , და თურმე დასაკარგი არფერი ყოფილა, კმაყოფილდებით რაგაც კუკეშის გამოგდებით, ნამდვილი ფეხბურთი არის იქ, ლიგაზე და ევროპაზე და რას ქვია დასაკარგი აღარაფერი გაქვთ, არ გაქვთ და ირბინეთ საქართველოს ჩემპიონატში მაშინ, სადაც კაციშვილი არ გაქცევს ყურადღებას , რაც თავი მახსოვს ყოველი თამაშის წინ , ნაკრებია თუ კლუბი , ასე ამხნევებენ , დასაკარგი აღარაფერი გაქ , თავისუფლად ითამაშე , თავისუფლად ისედაც უნდა ითამაშო, მუხლები როგორ უნდა გიკანკალებდეს უცხოელის დანახვაზე?!

• Dato

Ilocet da gava!xetiani rom amad aketebs faktia,aba gmertis gareshe am tamasit sad gaxval?!

• 111

2013 წელს ოლბორგზე იძახოდნენ დილას მოუგებს, გაანადგრუებს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, იმას მოუგო, ამას მოუგო და დილამ თამაში შეაზიზღა. მეორე თამაშშიც გადარჩა ოლბორგი წაგებას და დანიელებამ თქვეს, საქართველოს ჩემპიონატი უფრო უკეთესი და ძლიერია დანიურზეო. პირდაპირი ციტატები. მაშინდელი დილა დღევანდელ ტორპედოზე ღარიბი იყო.

ჩიხურამ 25 მილიონ ევროიანი გუნდი გამოაგდო უპრობლემოდ და თავის ტკივილის გარეშე. ისეთი სუსტი გუნდი იყო სანმარინოს გუნდი მეგონა.

დიდი ვერაფერი გუნდი ვერ არის ლუდოგორეცი. ტორპედოს არ გაუჭირდება!!!!!

• kaxeli

ლეგია ლუქსემბურგულმა გუნდმა გამოაგდო, ასე რომ თქვენი თეზისებით არ აგვიკლოთ ეხლა. ვის ფეხბურთელი რა ღირს. რამდენი ევროს ფორმები აცვიათო და მსგავსი. ისტორიის მოყოელბი. ბურთი მრგვალია და მორჩა! ტორპედო გავა.

• bacho

ლუდოგორეცია ტო ბარსელონა ხოარაა.. ლევანტეც არაა დაჯე და ჩემი აზრით 40 60ზეა შანსები და უნდა გამოიყენოს ტორპედომ მეტი შეტევა და ვაჩვენოთ რა შეგვიძლია

• გრიშა

წარმატებები torpedo, თავისუფლად და უკომპლექსოგ ითამაშეთ ბიჭებო. დასაკარგავი არაფერია, თქვენ უკვე თავი ისახელეთ.

• scilaa

ჩხეტიანმა თუ რამე სასწაული არმოიფიქრა და ექსპერიმენტები არ ჩაატარა შანსი გვაქვს აქ უნდა ვნახოთ რა შეუძლია ტორპედოსაც და ჩხეთიანსაც წინ ტორპედო!

• fdds

დაცვაში უნდა ჩადგნენ და შეცდომებს დაელოდონ.

• Megrel

წინ ტორპედო,შენ ამას შეძლებ! მთელი აფხაზეთი და სამეგრელო შენთან ვართ!

• KING

ყველაფერში საჭიროა მონდომება და თვიდაჯერება. ბიჭებს უნდა ჯეროდეთ რომ დამარცხებენ. აბა თქვენ იცით ბიჭებო თვენთვის შეუძლებელი არაფერია.

• roma

შანსი ყოველთვის არის და უნდა გამოიყენოს ტორპედომ, დასაკარგი არაფერი აქვთ და გაითვალისწინონ რომ მათ არავინ გაკიცხავს როგორც არუნდა ითამაშონ, მთავარია თამაშის დაწყებამდე არ წააგონ თამაში და გავიდნენ მოედანზე ისე როგორც კუკეშთან და ვიკინგურთან. უბრალოდ სიამოვნება მიიღეთ თამაშიდან და ყოველთვის იყავით არაპროგნოზირებადები რაც გინდათ ის აკეთეთ მინდორზე, ახლა ლუდოგორეცი ფიქრობს ამათ გადავთელავთო რაც ჩვენ შანსებს ზრდის და მათ მოტივაციას იერს უკარგავს. მთავარი ის კი არააა რა ღირს ლუდოგორეცი ტრანსფერმარკეტზე, მთავარია ვინ როგორი შემართებეით გავა მინდორზე ჩვენ ქართველებს ჩვევა გვაქვს გამონათებით თამაშის და მოდი ეს გამონათება 23 აგვისტოს გამოაჩინეთ. წარმატებები ტორპედოს და ღმერთი გფარავდეთ. ღმერთი თქვენსკენ.

• dinamo

დავითის და გოლიათის დაპირისპირებას გავს

• Giorgi

ცხრა მარტო ბრაზილიელი ყავს შემადგენლობაში,ბულგარული კლუბია თუ ბრაზილიური ვეღარ გავიგე.

• Jorg

Ra tqma unda warmatebebs vusurveb torpedos.ubralod dzalian rtuli iqneba es barieri. Vpiqrob yvelanairi stresisgan gantavisuplebit da tamami, jiniani tamashit shansi iqneba, ise dzalian gauchirdebat

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა

მიქაუტაძის საგოლე პასი - "ლიონი" მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ევროპა ლიგა. II ტური: მიქაუტაძის გარეშე - "ლიონმა" "რეინჯერსს" დამაჯერებლად მოუგო

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

მიქაუტაძე: ევროპა ლიგაზე გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა