საქართველოს ძიუდოისტთა 7-კაციანმა ნაკრებმა ერთი მედალი, ისიც ოქროსი მოიპოვა მინსკში ჩატარებულ "ევროპის ღია თასზე" - ტურნირის გამარჯვებული ზებედა რეხვიაშვილი გახდა 81 კილოგრამში. ქალებში ბრინჯაომდე ერთი მოგება დააკლდა მარიამ ჯანაშვილს (52) - მეხუთე ადგილი.

რეხვიაშვილმა მინსკში ყველა შეხვედრა დამაჯერებლად, სუფთად მოიგო.

ქვეჯგუფში თავიდან გაფრთხილებებით მოახსნევინა ესტონელი ასლანბეკ მაგომედკარიმოვი, რუს დიმიტრი იარცევს ორი გდება გაუკეთა, რომელთაგან მეორეც პირდაპირ იპონი იყო, მეოთხედფინალში კი სომეხი დავიდ სარგსიანი დააგდო ბეჭებზე. ნახევარფინალში რუსების სახელით მოჭიდავე ქართველს - ირაკლი ბარამიას გაუმკლავდა ამგვარად, ხოლო ფინალში კანადელი ეტიენ ბრაიანდი დააიპონა.

მედლის მოპოვება შეეძლო მძიმეწონოსან ლევან მატიაშვილსაც, მაგრამ ის საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე დარჩა. ქვეჯგუფის ლიდერად განთესილმა მხოლოდ ერთი პაექრობა მოიგო - რუსი ალექსეი კაზაჩკოვი ვაზარით დაამარცხა, მერე კი ჯერ მეოთხედფინალში დამარცხდა უკრაინელ ანდრეი კოლესნიკთან, ხოლო სანუგეშოში პირველი პაექრობა დათმო მეორე უკრაინელთან და მომავალ მესამე პრიზიორთან, სტანისლავ ბონდარენკოსთან.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ორი პაექრობა მოიგო კობა მჭედლიშვილმა, ხოლო თითოში იმარჯვეს გიგა გიგაურმა (ორივე - 81) და ლაშა ტაველურმა (100). მჭედლიშვილმა ჯერ გაფრთხილებებით მოახსნევინა მასპინძელი არტსემ შასტაპალაუ, შემდეგ კი ვაზარით დაამარცხა უკრაინელი ბოჰდან ზუსკო, რასაც რუს გაგიკ ზაკარიანთან წაგება მიაყოლა და გავარდა. გიგაურმა მინსკში მხოლოდ ქართველებთან იჭიდავა: ჯერ უკრაინის სახელით მოჭიდავე ელდარ ფანგანთან იმარჯვა სუფთად, მაგრამ მერე ასევე წმინდად წააგო რუსეთის სახელით მოჭიდავე დავით გაბაიძესთან.

ტაველური ვაზარით გაუსწორდა ჰოლანდიელ სიმეონ კატარინა, მაგრამ დამარცხდა ბელარუს ბოგდან ვოიციკთან.

ტატო გრიგალაშვილი (81) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რუს ანვარ ოსმანოვთან, თუმცა თავიდან ვაზარით კი უგებდა.

ქალებში ერთი მონაწიოლე გვყავდა - მარიამ ჯანაშვილი 52 კილოგრამში. მან პირველი შეხვედრა (რომელიც მეორე წრეში ჩაატარა, რადგან თავიდან ისვენებდა) იპონით მოიგო რუს ილზირა კოსიაევასთან და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელარუს ქსენია დანილოვიჩთან წააგო. სამწუხაროდ, ჩვენებური ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც დამარცხდა რუს ოლგა გაგარინასთან და უმედლოდ დარჩა.

lelo.ge

გიოშა
გვიმრავლოს!დაპირისპირებას და ქაოსს ისევ ერთად დგომა სჯობს.
სოსო
ზებედას ვულოცავ გამარჯვებას,კარგად იჭიდავა.მატიაშვილი ძალიან შორს არის ფორმისაგან,მაგრამ პირდაპირ იპონი რატომ მისცეს,ვერ გავიგე.
ჯ ი ჯ ი
ყოჩაღ ზებედა, ნავსი გატყდა, იქნებ 81-შიც გაგვიჩნდეს პრეტენზია მსოფლიო მასშტაბით.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია