პრიმერას პირველ ტურში "რეალმა" "ხეტაფე" 2:0 დაამარცხა.

უეფას სუპერთასზე "ატლეტიკოსთან" დამარცხების შემდეგ "რეალის" "ხეტაფესთან" თამაშზე სტადიონი სანახევროდ ცარიელი იყო. მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ახლადშეძენილი მეკარე კურტუა კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ხოლო ნახევარმცველი მოდრიჩი 71-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, განსაკუთრებით ბეილი აქტიურობდა, რომელსაც ჯერ კარის დალაშქვრა მეკარე სორიამ არ დაანება, ხოლო შემდეგ უელსელმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მერე კი ბლანკოსმა ანგარიში გახსნა - ბეილის ჩაწოდებული ბურთი გოლკიპერმა მოიგერია და კარვახალმა მას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. პირველი ტაიმი "სამეფო გუნდის" დიდი უპირატესობით და მინიმალური ანგარიშით დასრულდა.

შესვენების შემდეგ ბეილმა გაიტანა გოლი და ყველაფერი დასრულდა. თუმცა, "რეალს" შეტევები არ შეუნელებია: ასენსიომ აიღო თამაში საკუთარ თავზე, ბურთი ძელს გაარტყა, ცოტა ხანში სორიამ აიღო მისი დარტყმული ბურთი. 76-ე წუთზე მარკო საჯარიმოში გონსალესმა წააქცია, მაგრამ მსაჯმა თერტმეტმეტრიანი არ დანიშნა.

მოკლედ, ცალკარა თამაში იყო და ლოპეტეგის გუნდმა ადვილად გაიმარჯვა.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 48 446 მაყურებელი

რეალი - ხეტაფე 2:0

გოლები: 1:0 კარვახალი (20), 2:0 ბეილი (51)

რეალი: ნავასი, ნაჩო, მარსელო, კარვახალი, რამოსი, ისკო (კაზემირო 58), კროოსი, ასენსიო, სებალიოსი (მოდრიჩი 71), ბეილი (ვასკესი 77), ბენზემა

ხეტაფე: სორია, გონსალესი, კაბრერა, სუარესი, დაკონამი, მაკსიმოვიჩი, არამბარი, სიბასაკი, პორტილიო (ალეხო 64), ნდიაიე (მატა 58), მოლინა (ანხელი 71)

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] მიქაუტაძის დიდოსტატური გოლი - "ვილიარეალი" "ხეტაფესთან" დამარცხდა
გლასნერი დარჩენას არ გეგმავს - "კრისტალ პალასს" მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატურა ჰყავს
[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს