ჯიჯი ბუფონმა პირველი გოლი გაუშვა ლიგა 1-ში. პსჟ-ის კონკურენტებმა უკვე დაიწყეს ქულების დაკარგვა - "მარსელი" და "ლიონი" სულაც დამარცხდნენ, "მონაკომ" კი ვერ მოიგო...

როგორც ჩანს, "პარი სენ-ჟერმენი" ამ ჩემპიონატს იოლად მოიგებს. ჯერ ორი ტური გავიდა და პარიზელთა კონკურენტებმა უკვე დაიწყეს ქულების კარგვა.

პსჟ-მა პირველი გოლი გაუშვა და "გენგამთან" 53-ე წუთამდეც იგებდა, მაგრამ შემდეგ ნეიმარმა იყოჩაღა თავისივე მოპოვებული პენალტიდან. პსჟ-ს სამი ქულა "ოქროს ბიჭუნა" კილიან მბაპემ მოუტანა, რომელმაც შეცვლაზე ითამაშა, თუმცა დუბლი შეასრულა. მან გარჯა ჯერ დი მარიას, შემდეგ კი ნეიმარს არ დაუკარგა - 1:3.

თომას ტუხელი (პსჟ): "პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ალბათ, არ ვიყავით მატჩისთვის მზად. "გენგამი" საკუთარ მოედანზე ძნელად დასამარცხებელი გუნდია. ტაიმი შეიძლება 2-3 ბურთითაც წაგვეგო. მეორე ტაიმში მენტალურად შევიცვალეთ და ძალიან მიხარია ამის გამო - ეს იყო საკადრისი რეაქცია".

ფაქტები

ლიგა 1-ის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ელიტაში დაწინაურებულმა გუნდმა პირველი ორი ტურის მატჩები ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია. "რეიმსამდე" ეს "ტულუზმა" შეძლო 1997 წელს.

"ლილის" მეკარე მაიკ მაინანის კარში ლიგა 1-ში სულ 9 პენალტი დაინიშნა და აქედან მხოლოდ 3 გავიდა, 5 მეკარემ მოიგერია, 1 ძელმა.

ბოლო 45 სეზონში კილიან მბაპე (პსჟ) პირველი 20-წლამდელი ფეხბურთელია, ვინც ლიგა 1-ში 30 გოლის გატანა შეძლო.

"გენგამმა" პსჟ-სთან მატჩის პირველ ტაიმში 11-ჯერ დაარტყა კარისკენ, მეორეში - ერთხელაც არა.

ბოლო 56 ტურში "მონაკომ" შინ მხოლოდ მეორედ ვერ მოახერხა გოლის გატანა.

"კაენს" ლიგა 1-ში 12 თამაშია, რაც არ მოუგია. ჩემპიონატში გუნდმა ბოლოს 4 მარტს იმარჯვა.

ლიგა 1-ში ბოლო 16 ტურში მხოლოდ "რენს" აქვს გატანილი ყოველ თამაშში.

"დიჟონს" ლიგა 1-ში ბოლო 15 საშინაო მატჩიდან 11 მოგებული აქვს.

ლიგა 1. II ტური

რეიმსი-ლიონი 1:0

გოლი: 1:0 ჩავარია (32)

გენგამი-პსჟ 1:3

გოლები: 1:0 რუ (20), 1:1 ნეიმარი (53-პენ), 1:2 მბაპე (82), 1:3 მბაპე (90)

პსჟ (4-3-3): ბუფონი - მონიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დაგბა - ნკუნკუ (74. დიაბი), ბერნედი (80. ლო სელსო), რაბიო - დი მარია, ვეა (46. მბაპე), ნეიმარი

ამიენი-მონპელიე 1:2

გოლები: 0:1 მოლე (52), 0:2 სხირი (71), 1:2 კონატე (82-პენ)

კაენი-ნიცა 1:1

გოლები: 1:0 ბამუ (52-პენ), 1:1 განაგო (82)

დიჟონი-ნანტი 2:0

გოლები: 1:0 ტავარეში (8), 2:0 ტავარეში (74)

გაძევება: ა. ტურე (78. ნანტი)

მონაკო-ლილი 0:0

გამოუყენებელი პენალტი: ფალკაო (69. მონაკო)

რენი-ანჟერი 1:0

გოლი: 1:0 სარი (81)

სტრასბური-სტ. ეტიენი 1:1

გოლები: 1:0 გონსალვეში (55), 1:1 გეიე (88)

გაძევება: სუბოტიჩი (18. სტ. ეტიენი)

ტულუზი-ბორდო 2:1

გოლები: 1:0 ლეია (44), 1:1 კამანო (50), 2:1 დოსევი (67)

ნიმი-მარსელი 3:1

გოლები: 1:0 ბუანგა (34), 1:1 ტოვენი (49), 2:1 ტიუბი (62), 3:1 რიპარი (87)

ბომბარდირები: 3 - ტავარეში (დიჟონი); 2 - კილიან მბაპე (პსჟ), ნეიმარი (პსჟ), დიმიტრი პაიე (მარსელი), რენო რიპარი (ნიმი), სადა ტიუბი (ნიმი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური

24 აგვისტო: ლიონი-სტრასბური

25 აგვისტო: პსჟ-ანჟერი, ამიენი-რეიმსი, მონპელიე-სტ. ეტიენი, ნანტი-კაენი, ნიცა-დიჟონი, ტულუზი-ნიმი

26 აგვისტო: ლილი-გენგამი, ბორდო-მონაკო, მარსელი-რენი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
ლუის ენრიკე: ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ - არაფერი გამოუვათ
რა ხდება პსჟ-ში - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება