საფრანგეთში 18-წლამდელ მორაგბეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე "პატარა ბორჯღალოსნებმა" მე-3 ადგილი დაიკავეს
საფრანგეთში დასრულდა 18-წლამდელ მორაგბეთა შორის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც "პატარა ბორჯღალოსნებმა" მე-3 ადგილისთვის მატჩში გერმანელი თანატოლები მშრალი ანგარიშით 40:0 დაამარცხეს.

ჩვენი მორაგბეების უპირატესობა მატჩის დასაწყისიდანვე გამოიკვეთა და მეტოქეს პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო ლელო გაუტანეს 28:0, რითაც გამარჯვებულის ვინაობა შესვენებამდე გამოავლინეს. ლელოები მიითვალეს: ვაჟა ხუციშვილმა, მერაბ შარიქაძემ, ვახტანგ ახობაძემ და ნოდარ მარდალეიშვილმა.

მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა მონაგარს კიდევ ორი ლელო შემატეს. ორივე მგეზავი გიორგი ბასილაიას ანგარიშზეა. ექვსი ლელოდან ხუთი ვაჟა ხუციშვილმა გარდასახა.

ევროპის ჩემპიონი შოტლანდიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში იტალიის გუნდს მოუგო 17:12. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრებმა ბოლო ადგილი დაიკავა და მომავალ წელს დივიზიონის დატოვება მოუწევს. მის ნაცვლად ითამაშებს მეორე დივიზიონის გამარჯვებული ესპანეთი.

საქართველო-გერმანია 40:0

საქართველო (15-9) აფციაური (ნიკოლავა 62), გიორგაძე (ნათელაშვილი 65), მჭედლიძე, შარიქაძე, ფრუიძე, ბასილაია, ხუციშვილი (თუთბერიძე 65). (1-8) თეთრაშვილი (ასათიანი 61), ხიდეშელი (ლომთაძე 39), ახობაძე (ჯიბლაძე 61), სორდია, მარდალეიშვილი, შუბითიძე, ოლქიაშვილი (მოსეშვილი 45), სუხაშვილი.

6ლ: ხუციშვილი, შარიქაძე, ახობაძე, მარდალეიშვილი, ბასილაია (2). 5გ: ხუციშვილი.

ევრიპის ჩემპიონატი

VII ადგილისთვის

რუმინეთი-რუსეთი 11:3

V ადგილისთვის

პორტუგალია-ბელგია 10:5,

III ადგილისთვის

საქართველო-გერმანია 40:0

ფინალი

შოტლანდია-იტალია 17:12

საბოლოო მდგომარეობა

1.შოტლანდია, 2. იტალია, 3. საქართველო, 4. გერმანია, 5. პორტუგალია, 6. ბელგია, 7. რუმინეთი, 8. რუსეთი.

Irina
შეხედეთ ტურნისრის ცხრილს და მიხვდებით რომ ყველაფერი კანონზომიერად მოხდა ევროპაში მე 7დეები ვიქნებით ყოველთვის(1-2 შემთხვევით გამარჯვება არ ითვლება სტატისტიკისთვის)მსოფლიოში მე15 ! ესეც მიღწევაა და მადლიერები უდა ვიყოთ
ნინო
ქრისტე აღსდგა!!!! გილოცავთ!! ყოცჩაღ ,ბიჭებო,მაგრები ხართ!!ცოტა უკეთესი სავარჯიშო პირობები რომ გქონდეთ, პირველები იქნებოდით! ნამდვილი მეომრები ხართ. გილოცავთ!!!!!!!!!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა