"მაკლარენის" ხელმძღვანელმა უარყო ბოლოდროინდელი ჭორები, რომელიც ამ გუნდის ლიდერის "რედ ბულში" სავარაუდო გადასვლას ეხება
"მაკლარენის" ხელმძღვანელმა მარტინ უიტმარშა სცადა ბოლო მოეღო ბოლოდროინდელი ჭორებისთვის, რომელიც ამ გუნდის ლიდერის ლუის ჰემილტონის "რედ ბულში" სავარაუდო გადასვლას ეხება.

ბრიტანელ პილოტს უკვე დიდი ხანია ავსტრიელ საჯინიბოში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. თავად ჰემილტონი აცხადებს, რომ მომავალში მართლაც სურს "რედ ბულში" ძალების მოსინჯვა, მაგრამ ამ ეტაპზე "მაკლარენის" ბოლიდით გამოსვლას ამჯობინებს. თავის მხრივ, "რედ ბულის" ბოსმა კრისტიან ჰონრემა განაცხადა, რომ "დიდი ცირკის" ყველა პილოტს სურს გამარჯვებულ გუნდში გამოსვლა.

"ჰემილტონს უნდა "მაკლარენში" გამოსვლის გაგრძელება და ის არ აპირებს "რედ ბულში" გადასვლას, - ამბობს ESPN-თან კომენტარში უიტმარში. - დარწმუნებული ვარ, ლუისი თავის გუნდში კიდევ არაერთ სეზონს გაატარებს".

პიტსტოპი მერსედესისაა

ჩინეთის გრან-პრიზე ნიკო როსბერგის დამაჯერებელმა გამოსვლამ ახალი ძალები შემატა "მერსედეს გრან-პრის" მთლიან ტექნიკურ შტაბს. მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპზე MGP W02-ის ბოლიდი მართლაც ერთ-ერთი უსწრაფესი იყო.

როსბერგმა მეხუთე ადგილზე ზემოთ ასვლა იმ მიზეზით ვერ შეძლო, რომ მისი მანქანის ავზში არ აღმოჩნდა საკმარისი რაოდენობის საწვავი, რათა გერმანელს მთელი დისტანცია აგრესიულ სტილში გაევლო. რომ არა გათვლებში დაშვებული შეცდომა, "მერსედესის" პილოტს, მინიმუმ, პოდიუმზე ასვლის შანსი ჰქონდა.

როს ბრაუნის გუნდმა კიდევ ერთი მიმართულებით მიაღწია წარმატებას: "მერსედესი" ყველაზე სწრაფად ასრულებს პიტსტოპებს. სამი გრან-პრის შედეგების მიხედვით გერმანული საჯინიბო ბოქსებში საშუალოდ 22.3 წამს ხარჯავს (პიტლეინზე შესვლა, პიტსტოპი, პიტლეინიდან გამოსვლა), რაც საუკეთესო მაჩვენებელია ფორმულა 1-ის გუნდებს შორის.

ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ "მერსედესმა" შეიმუშავა ბორბლის ორიგინალური სამაგრი, რომელიც საშუალებას აძლევს მექანიკოსებს ოპერატიულად მოემსახურონ პილოტებს. იმის გათვალისწინებით, რომ წელს პიტსტოპების რიცხვი შესამჩნევად გაიზარდა, ეს "მერსედესს" დამატებით სოლიდურ უპირატესობას მისცემს.

თუმცა მთავარი კონკურენტები "მერსედესს" ბევრით არ ჩამორჩებიან: "მაკლარენი" საშუალოდ მხოლოდ 0.08 წამით ნაკლებს ხარჯავს ბოქსებში, "რედ ბული" - 0.3 წამით ნაკლებს. სწორედ ეს სამეული უდგას სათავეში ყველაზე სწრაფი პიტსტოპების რეიტინგს.

საინტერესოა, რომ შემდეგ ამ ჩამონათვალში მოდიან "ზაუბერი", "ფორს ინდია" და "ლოტუს-რენო", ხოლო "ფერარი" მხოლოდ მეშვიდე ადგილს იკავებს. სიაში ბოლოზე არიან ახალგაზრდა საჯინიბოები: "ლოტუსი", "ვირჯინი" და HRT. ეს უკანასკნელი 3.3 წამით ჩამორჩება "მერსედესს".

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა