ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩში"ტორპედო" "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა.

ამ მატჩს მოუთმენლად ელოდა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი და უნდა რეალურად დაენახვებინა ყველასთვის, რისი უნარი გააჩნია "ტორპედოს" და რამდენად საფუძვლიანია მისი ამბიციები.

სტუმართა გუნდის მწვრთნელის პაულო აუტუორის გეგმა შედეგზე ორიენტირებული და არა ლამაზად თამაში იყო, მეორე ნომრად ათამაშა თავისი გუნდი და მიზანსაც მიაღწია.

მასპინძლებმა თავიდანვე შუტიეს, მაგრამ სტუმებმა ორჯერ ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. "ტორპედო", უტევდა, თუმცა "ლუდოგორეცი" თავს პრესინგის გარეშე უნარიანად იცავდა და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა.

პირველად კარში ბურთი მე-15 წუთზე ვურამ დაარტყა, რომელსაც ცენტრალურმა მცველმა ხელი ვერ შეუშალა და მოწოდების სიმაღლეზე იყო კვასხვაძე.

თამაშის

ტემპს კი ბულგარელები აგდებდნენ და თამაში მათთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვანდერსონი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ქუთაისელთა საჯარიმოში და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმპში თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა, რაც რაზდრადელებს აძლევდა ხელს. 65-ე წუთზე ვანდერსონი მარცხენა ფლანგიდან გაიჭრა კვასხაძესთან პირისპირ და ქუთაისელთა მეკარემ გადაარჩინა თავისი გუნდი.

"ტორპედოს" იერიშები ერთფეროვანი და უხიფათო იყო და შედეგად მატჩი 0:1 დასრულდა.

ისე, ბულგარულმა სპორტულმა გამოცემებმა სწორედ ეს ანგარიში იწინასწარმეტყველეს.

თბილისი. "მიხეილ მესხი".

ტორპედო - ლუდოგორეცი 0:1

გოლი: 0:1 ვანდერსონი (45+2)

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, კუხიანიძე (კუტალია 85), ცინცაძე, ჰლინკა, დოლიძე, ლაჩნი (კაპანაძე 61), ქიმაძე (დაფე 70)

ლუდოგორეცი: ბრაუნი, ნათანიელი, ნედიალკოვი, მოტი, სისინიო, კამპანიარო (გორალსკი 66), დიაკოვი, მარსელინიო (ტერზიევი 90+6)), ვანდერსონი, კესერუ (ლუკოკუ 82), ვურალი

s.s
ლუდოგორეცი თამაშობდა ნახევარი ძალით, გუნდებს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ სამწუხაროდ ტორპედომ ვერ ითამაშა გულიანად, თავიდანვე წაგებული იყო თამაში.
dsfaf
ფეხბურთზე უნდა შეიყვანოთ ბავშვები 6-7 წლის ასაკიდან 17-18 წლის კი არა და განვითარდება მერე ფეხბურთი.აბა ასე კალათბურთის დარბაზიდან გამოყვანილი ფეხბურთელებით რა წარმატებას უნდა მიაღწიო.
chabuka
თავდასხმამ ხომ რას ამბობ,მოწინააგმდეგე გუნდის დაცვა დატანჯა.
samtredski
კაით ბიჯო არ გდააყოლეს სატიონზე მისვლა ტორპედოს მასე სამტრედია თამაშს თამაშსზე აგებს მარა რამდენი ხალხი დაყვება ნახეთ თქვენც ყოველ წელს პლეოფებით გადაღლილები არ მყავდეთ.
zmo
საქმე იმაშია რომ წლები გადის და ვერ ვითარდება ფეხბურთი საქართველოში, საჭიროა ძირეული გარდაქმნა, საქმის გამკეთებელი კი არავინაა, ( ფულის გამკეთებლები კი რამდენიც გინდა ) რას თხოვთ ფეხბურთელებს რაც ასწავლეს და როგორც ავარჯიშეს ისეც თამაშობენ, არ არის საქართველოში იმდენი რესურში რომ 10 გუნდი იყოს კონკურენტ უნარიანი 10 კიარა თავის დროზე 1 გუნდის მეტი (თბილისის დინამოს ვგულისხმობ ) ვერ ქაჩავდა. დროა მოვთხოვოთ ფედერაციას საქმის კეთება
ra
რა ლოგიკით ვთხოვ?! რა ლოგიკით ვთხოვ?! იცი საერთოდ ლუქსემბურგის გუნდები მარტო თასზე რომ გამოდიოდნენ რამოდენიმე წლის უკან?! ჩემპიონატიც კი არ ქონდათ მათი მთავარი გუნდი ვადუცი შვეიცარიის ლიგაში გამოდიოდა(გამოდის)! გარდა ამისა ეს გუნდები არიან მოყვარულები მხოლოდ ეხლა დაიმატეს ლეგიონერები იმ გუნდმა ვინც კლუჟს მოუგო 2:0 და შენ მეუბნები რა ლოგიკით ვთხოვ ქართულ გუნდს?! სტადიონიც კი არ აქვთ და ნაკრები სადაც ატარებს თამაშებს იქ ატარებენ ესენიც შეხედე ჯერ რა სტადიონი აქვთ(ისიც მთავარი)! ვერავინ დამაჯერებს 200 000 იან ქვეყანაში იმაზე მეტი თამაშობდეს ფეხბურთს ვიდრე ჩვენთან, იმაზე მეტი მოდიოდნენ სტადიონზე ვიდრე ჩვენთან, იმაზე უკეთესი მოედნები ქონდეთ ვიდრე ჩვენთან! აი ამ ლოგიკით ვთხოვ!!!!!!!!!!!!!!!!
pepe
ყველა გუნდი გუნდია? თუ ჩხარიმელას მოუგო ეს იმას არ ნიშნავს ძლიერი გუნდი გყავს
777
დრიბლინგიორებს უმღერეთ აწი დოუ დოუ დოუ ნანა
zaza
ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ ეს იყო ტორპედოს მაქსიმუმი დღეს არ მოძრაობდენ კიარა ხალხო ვერ მოძრაობდენ კლასი არარი მეტი ვერ ატყობთ თუ რა გჭირთ იმ გუნდში ცხრა ლეგიონერი იყო მოედანზე და აქეთ ვინ გყავდა ვინ. თან ჩაუჯდა ის გუნდი დაცვაში და გადაუკეტა საყლაპავი ფლანგები ამოკეტა და ცენტრიდან კიდე ჩვენები არაფლის შემქნელები არიყვნენ ქიმაძე საერთოდ გააქრეს მოედნიდან როგორც კუხიანიძე და მარინი და რაღა დაგრჩა.ხოუნდა იყო ადამიანი რეალისტი და ობიექტური სტადიონზე მივედითო და მერე რა ნუღარ მიხვალთ აწი და მორჩა თუ ყოველ მისვლაზე მოგებული გინდათ წამოხვიდეთ იქედან. დინამო თბილისმა წააგო ერთხელ ბუდაპეშტის ემტეკასთან ოთხით ერთი სახლში მაგრამ მეორე თამაშზე მაინც გაივსო სტადიონი შე დალოცვილო სულ მოგებული ბრაზილიის ნაკრები არაადა ამჩვენ წაქცეულ ფეხბურთში გინდა სულ მოგება რა რესურსიც ქონდა გუნდს ის ითამაშა. და მორჩა.
chabuka
ნამდვილათ,მოგებას არ ვითხოვდი.ვითხოვდი კარგ თამაშს,გულიან თამაშს!
777
Xalxo zogiertebi raebs wert. Zogi stadionze misvlas nanobs Zogi saertod gulshematkivrobas. Araa lamazi aseti wnexi. Jer erti rodesac ambobt rom Oh rogor ver mouges esetebi isetebi. Shenze atjer meti biujeti aqvs atjer meti girebulebis gundia yvelanairad pinansebit gamocdilebit bevrad agemateba chvens gunds da ras itxovt? Gasagebia lamazi tamashi ar iyo, gamochndes rom sheudzlia etamashot mosagebad torpedom, is burtic uyuradgebobit gavida. Magram isic arasworia rasac kukeshze da vikingur e ambobt. Susti gundebia ludogorectan bevrad magram kukeshic ki shenze uketaa pinansurad da yvelanairad. Pleiofshi bolos rodis iyvnen qartuli gundebi shemaxsenet da bolo Pleiofshi ra vqenit tu gaxsovt. Da stadionze misvla visac utydeba imas pexburti ar yvarebia. Protesti sxvagvarad da sxvagan unda gamoxato da ara ucxouri gundebis dasanaxad rom aq pexburti ar ainteresebt. Psoqologiurma momentmac iqonia gavlena gushin. Rac sheexeba chxetians xom ver shemaxsenebt vin moiyvana gundi aqamde? Gverdshi dgoma chirdeba axla bichebs, tu raime shesacvleli da gasaprotestebelia sxvagvarad da shesabamisi charchoebit unda gavaketot rom psiqologiurad gundi ar iyos gatexili. Sheudzlia torpedos am etapis dadzleva cota tu gaumartlebs kidec da warmatebebi bichebo. Tqvenzea saqartvelos saklubo sapexburto imiji da Tqvenzea saqartvelos girsebis dacva. Gamarjveba da warmateba.
chabuka
თამაშის წინ,ჩხეტიანმა განაცხადა რომ ბიჭები შემართებულები არიანო და ყველაფერს გავაკეთებთ მოგებისთვისო.სად იყო გუშინ თამაში.იყო უაზრო ბურთის გორავი.ყველა კომპონენტში გვაჯობეს.ჯერ ისედაც ერთმანეთს არ ეხსნებოდმენ პასი რომ მიეღოთ,თუ გაეხსნებოდა პასს არ აღირსებდა პარტნიორი,სანამ მოწინააღმდეგე არ ჩაკეტავდა,მოკლეთ ბურთს ვერ ელეოდა.ყოველთვის ისინი იყვნენ ბურთთან პირველები სადაც სახიფათო მომენტი იყო.აი მაგრათ მიკვირს,ახალგაზრდა ფეხბურთელი რომ ვერ დარბიხარ ვერ უძლებ ორი ტაიმის თამაშს,რომ დგეხარ მოედანზე და ელოდები ბურთს,რა ფეხბურთელი ხარ შენ???კარგათ წერდა ერთი კომენტარში:მოდით სტადიონზეო.მოვედით და მერე რა? თქვენი მონდომება მაინც რომ დამენახა ხმას არ ამოვიღებდი.გასკდა გული ამდენი ნერვიულობით.
gio
რომელ ლიდერ გუნდებზე ლაპარაკობ ან რა შედარება მოგყავს? ლუდოგორეცს რომ მოენდომებინა, დიდი ანგარიშით მოიგებდა. გაიტანა 1 ბურთი და ამათი შემხედვარე, ოფლის გამოუდენლად ჩაამთავრა მატჩი. თან გადაღლილი იყო, შაბათს უშუალო კონკურენტს მოუგო ჩემპიონატში დაძაბული მატჩი.
sormona
კომენტარებს რომ ვკითხულობ ვხვდები, რომ რასაც ვიმსახურებთ იმას ვიღებთ... თურმე რახან თავი შევიწუხეთ და სტადიონზე მვედით აუცილებლად უნდა მოეგოთ :):):) აი ლოგიკა :):):)
Sunshine megatron
ისე ამბობთ თითქოს ლუქსემბურგი მესამე მსოფლიოს ქვეყანა იყოს.
dato
ზოგმა ფიზიკაო, სხვამ ნერვიულობდნენო...იმას კი არავინ ამბობს, რომ ძალიან უკლასო გუნდი გვყავს და მენეჯმენტი არანაკლები. ჩამოყვანილი ლეგიონერებიდან რომელი სჯობდა ტორპედოს ქართველ ფეხბურთელებს? ჩამოეყვანათ 2 და უკეთესი.
დომენტი
არის გუნდი, რომელსაც ყავს კარგი დაცვა, არის გუნდი რომელსაც ყავს ცუდი დაცვა, ტორპედოს კი დაცვა უბრალოდ არ ყავს
კოტე
და რა ლოგოკით თხოვ ქართულ გუნდს ლუქსემბურგულზე უკეთეს შედეგს?
samtredski
ვინმე კაი სიზმარშიც კი წარმოიდგენდა ბოლო წლებში ჩვენი გუნდების შემხედვარე წელს პლეიოფს?
ar dablokot
მოდით მოდითო სტადიონზეო და მოვედით კარში მაინც დაგერტყად :(
41
ტორპედოსთვის მზე ჩაესვენა
999
დიახ იბრძოლებს ბოლომდება წააგებს 0-3
მერაბი
როგორც ყოველთვის ფიზიკური მომზადება გვაკლია. ამასთან, არ ვიყენებთ ქართული ფეხბურთისთვის დამახასიათებელ დრიბლინგს. ძალიან სამწუხაროა. ვიყოთ გასვლითი თამაშის იმედით.
ჰაჰა
აშკარად ჩვენზე უკეთესი გუნდია. ჭკუით ტექნიკით, სისწრაფით. მონდომებით, ყველაფრით. ქიმაძის გუშინდელი თამაშის მანერა არის ნათელი მაგალითი ქართველი ფეხბურთელის მენტალიტეტის. ვერ მივხვდი, თავში აუვარდა? მთავარი დასკვნა ჩემთვის: ლეგიონერები არ უნდა გაუშვან, პირიქით მოიყვანონ. გუნდი შეინარჩუნონ. შარშანდელთან შედარებით პროგრესი არის. სახელმწიფო გაძლევს ფულს, კეთილი ინებონ თავისიც დაამატონ, იჩალიჩონ და დამატებით რეკლამით იშოვონ. ლეგიონერების გარეშე არაფერი არ გამოდის.
ალეკო
ფრუიძე უკეთესად აათამაშებდა გუნდს
ra
ცნობისთვის ლუქსემბურგის გუნდმა 2:0 მოუგო რუმინეთის კლუჟს....
ნანა
წაგებასაც აქვს ხიბლი,როცა თავგამოდებით თამაშობ,როცა მაყურებელს პატივს სცემ და მის გასახარად ყველაფერს აკეთებ,ასე ვთქვათ ლამაზად თამაშობ,მაგრამ რასაც აქ ვხედავ მას თამაში არ ქვია,არანაირი ემოცია,არანაირი გულშემამტკივრის პატივისცემა,მარტო უაზროდ ბურთის გორაობა,ძირითადად მეკარისკენ,არანაირი ფინტი,არ ვიცი ეს ფეხბურთი კი არა საშინელებაა და ვეთანხმები ყველა იმ ქართველს ვინც სტადიონზე თავის გასაბანძად არ მიდის.
ara
რაიმე ძალას წარმოადგენს ჩვენი ფეხბურთელებისთვის ხალხის მისვლა სტადიონზე?! მოვიდა ხალხი მერე... რამე შეიცვალა?! ეს ერთი და იგივე ამოვიდა ყელში! მადლობელი კი არა ვალდებულნი იყვნენ გასულიყვნენ თუ რა მეტოქეებიც შეხვდა ტორპედოს პლეიოფამდე! ერთი მოყვარული გუნდი იყო მეორე კი ჩემპიონიც არ გამხდარა, მეორე ადგილზე გავიდა(კიდევ კარგი შკენდერბეუს დისკვალიფიკაცია ქონდა)! ასე მოვიდა ტორპედო პლეიოფამდე
zastaveli
ეტყობოდა რომ ტორპედო შეშინებული ეთამაშებოდა საშუალო დონის გუნდს,ჩემი აზრით ლუდოგორეცი ისეთივე დონის გუნდია,როგორც საქართველოს ჩემპიონატში,მონაწილე ლიდერი გუნდებია და არაფრით მეტი,მოკლედ ფსიქოლოგიური მომენტია და მწვრთნელის ხელი...
ძეკე
ნუ ლანძღავთ ფეხბურთელებს, ვინც გოლი შეაგდო ეგ ღირს 5 მილიონი და მთლიანად ტორპედოც 5 მილიონი! რატო გიკვირთ წაგება? რადონეზეც ვართ ის შედეგიც გვაქ.. მადლობა რომ ალბანელებთან არშერცხვნენ და პლეიოფი ითამაშეს, შორს ვართ შოორს ევროპული ფეხბურთი ჩვენთვის უცხო ხილია ჯერ:)
კახა
პირველ ნომრად თამაში საფუძველშივე წაგებას ნიშნავდა ტორპედოს უნდა დაეთმო ბურთი და კონტრშეტევებში ეძებნა გამოსავალი მთელი კვირა ამ სისტემის დამუშავებაზე უნდა ემუშავათ სამწუხაროდ და უკვე მერამდენედ ვიმიორებ არაფერი პირადული ჩხეტიანი არ არი იმ დონის მწვრთნელი რომ გუნდი ჩააბარო უნდა ისწავლოს საზღვარგარეთ გაიაროს პრაქტიკა ბავშთა ფეხბურთში რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პირველი ლიგის გუნდში მოსინჯოს ძალები შედეგი თუ ექნება ავტომატურად ეყოლება გუნდი უმაღლეს ლიგაში ამ ეტაპზე კი კატეგორიულად მიუღებელია მისი ჩემპიონ გუნდში მუშაობა თუნდაც იმ მოტივით რომ გუნდში ჰყავს არაკვალიფივიური ფეხბურთელები რომლების წვლილი 50-ია 50კიდე მთავარი მწვრთნელის.
status quo
ეს არაფრისმაქნისები,ერთხელ მაინც დაერტყათ კარში...
levani
სამწუხაროდ დავამარცხებთ კუკეშებსა და ფარერებს და გადაჭარბებული მოლოდინები იქმნება ხოლმე. ასეა სანაკრებო დონეზეც და ხალხი მაინც სულ ოპტიმისტურადაა ბეყერასავით. მაინც მადლობა ტორპედოსო, მადლობა რისთვის? არც სამადლობელია რამე და არც დასაძრახი, ესაა რეალური დონე, რაცაა ესაა, თორემ მონდომებით ყველა ინდომებს დღეს უკვე საქართველოსშიც და ანდორაშიც ალბათ, მონდომებისთვის და ბრძოლისთვის მადლობას არ უნდა იხდიდეთ
სოსო
ფიზიკა,ფიზიკა!მთელი თამაში ვიძუნძულეთ და ტაიმების ბოლოს მაინც არაქათი გაგვძვრა.არადა დაუძლეველი გუნდიაო,მათი შემხედვარე კაცი,ვერაფრით ვერ იტყვის.ტორპედოს თამაში მაშინ იქნებოდა შედეგის მომტანი,თუ ბურთის გორაობას აფეთქებები ჩაენაცვლებოდა,ასე მონოტონურ თამაშში კი შანსი არც მოგვცემია.ვფიქრობ ბიჭებზე მატჩის მნიშვნელობამაც ცუდად იმოქმედა,თითქოს უფრო მეტით წაგებისა ეშინოდათ.არ ვიცი,რაც ლუდოგორეცს ვუყურე,არაფერი ისეთი არ არის,მათთან გამარჯვება ბულგარეთშიც შეიძლება და სწორედ ამას ვუსურვებ ქუთაისელებს.მთავარია ყურები არ ჩამოვყაროთ და დამუხტულებმა ვითამაშოთ.ჰო,კიდევ,ტაიმის ბოლოს გაჩერება და ყველაფრის გაფუჭება ქართული გუნდების საფირმო ნიშანი გახდა,ფეხბურთში,ხელბურთში,კალათბურთში....,უკვე მოედანზევე ვიწყებთ დასვენებას და ეს წლებია გრძელდება.
Gio
Geubnebodit chxetianze da ar gaiget ertferovani ufantazio mshisharaaa da tupoi
QT
სამწუხაროა, მაგრამ იმედია იქ 2:1 მოიგებენ და გავლენ. თუ ვერა და არც ეგაა ტრაგედია. მადლობა ტორპედოს აქამდე რომ გავიდა და ბრძოლობს ბოლომდე
Chaachi
თამაში დაუმალა ჩხეტიანმა დ
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედომ" ახსნა, თუ რატომ მოხდა ჩხუბი ტრიბუნაზე
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ცნობილი გახდა "ლუდოგორეცისა" და "ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობები
"ტორპედომ" "ლუდოგორეცთან" პირველი ტაიმი 0:2 წააგო
"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ გაუმკლავდა - უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"ტორპედოსთან" პრობლემა არ გვქონია, მეტოქე კლასით ჩამოგვრჩებოდა - აცხადებენ ბულგარელები
sportal.bg: "ტორპედოს" ქომაგებმა "ლუდოგორეცის" ფანებთან ჩხუბი დააპირეს და პოლიციამ ისინი სტადიონიდან გააძევა [VIDEO]