ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში "ლუდოგორეცის" მიერ "ტორპედოს" დამარცხება ბულგარელებმა შეაფასეს. გთავაზობთ მატჩის რეცენზიებიდან რამოდენიმე ამონარიდს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გამონათქვამს.

"პირველ შეხვედრაში "ტორპედოს" 1:0 ვძლიეთ, მატჩ-რევანში ხუთშაბათს რაზგრადშია. გოლი ვანდერსონმა მარსელინიოს ჩინებული დრიბლინგის შემდეგ გაიტანა. "ლუდოგორეცი" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მაგრამ ხანდახან აუტორის ბიჭებს მეტოქე აგრესიული თამაშით უშლიდა ხელს.

კარგად მოქმედებდნენ ჩვენი ცენტრალური მცველები ანტონ ნედლიაკოვი და კოზმინ მოცი, რომლებიც მეტოქეს ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ", - აღნიშნავს ბულგარული კლუბის საიტი.

"საუკეთესოდ არ გვითამაშია, მე ამას უფრო ნორმალურს დავარქმევდი, მაგრამ მთავარია მოვიგეთ. კომპაქტურად ვმოქმედებდით და თავს კარგად ვიცავდით. საჭირო დროს გავიტანეთ გოლი. სტუმრად თამაშისას სიმშვიდის შენარჩუნებაა აუცილებელი. 2-3 საგოლე მომენტი გვქონდა.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო უფრო მეტად გაგვემწვავებინა თამაში. ვფიქრობ, საპასუხო შეხვედრა განსხვავებული იქნება. მოგებამ თვითდაჯერებული გაგვხადა. ჩვენ ფავორიტები ვართ. 1:0 დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

"ტორპედო" უხეში გუნდია. ფლანგებიდან ცდილობდა შეტევებს, თუმცა არაფერი არ გამოუვიდა. მეტოქემ ვერაფრით ვერ გაგვაკვირვა", - განუცხადა "ლუდოგორეცის" მცველმა ნედლიაკოვმა "გონგს".

"ჩვენი გუნდის კონცენტრაცის დეფიციტმა და შეცდომებმა ქუთაისელებს რევანშის შანსი დაუტოვა. ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებული ხომ 3-მილიონევროიან ბონუსს მიიღებს. არადა, "ლუდოგორეცი" აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა.

"ლუდოგორეცმა" პირველ ტაიმში მოპოვებული მინიმალური უპირატესობა დიდი ძალისხმევის გარეშე შეინარჩუნა. თუმცა, ჩვენი გუნდი არ იყო დამაჯერებელი", - დაწერა "გონგის" ჟურნალისტმა სვეტოსლავ ტაბაკოვმა თბილისური მატჩის მიმოხილვაში.

"ლუდოგორეცმა" "ტორპედო" დაამარცხა და ძალიან ახლოსაა საბოლოო გამარჯვებასთან. უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გაგვემარჯვა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. კარგი მატჩი იყო, თუმცა ბოლოსკენ ტემპი დაეცა", - წერს "გოლი".

რობოტი ვარ
იმედი გვქონდეს..
roma
მასე არავის ეგონა ჩიხურა თუ გაუტანდა 2 გოლს ბეითარს მაგრამ ააა ბატონო ფაქტიც სახეზე გვაქვს, ვლოცულობდით 10:0 არ წავაგოთო და მოვიგეთ ამიტომ წიწილები შემოდგომაზე დავითვალოთ.
status quo
მატჩ-რევანში არა კვახი,არ გინდათ ასეთი უსაფუძვლო ილუზიები.აქ რა გააკეთა ტორპედომ და იქ ხომ საერთოდ ჩაისვრიან.
ლევანი
ვაი შენ კიდევ, რომ იმედიანად ხარ. ასე იქნებოდაო და ისეო ბებიის და ბაბუიის ამბავი გამახსენდა. ბელგიის აკადემია, რომ გაევლო ქიმაძეს შეიძლება აზარი ყოფილიყო, მაგრამ ესაა რეალობა. ამ რეალობაში არც საილუზიოა რამე, არც გასაბრაზებელი, რაცაა ესაა და აქედან ევროპულ საშუალო დონემდე დიდი უფსკრულია...
სოსო
ლუდოგორეცმა ნორმალურად ითამაშაო,ასე აფასებენ ბულგარელები თავისი გუნდის თამაშს,მაგრამ ვერც ჩვენ ვიტყვით,რომ ტორპედომ კარგად ითამაშა,უფრო პირიქით.ნაპერწკალი არ იყო მათ თამაშში.რა თქმა უნდა ლუდოგორეცს კარგი თამაშის პირობებში გაცილებით მეტი შეუძლიათ,მაგრამ ტორპედოს თამაშიც ხომ გვინახავს და შეტევაში გაცილებით მწვავე თამაშიც გვინახავს.თუ შევძელით და პირველი გოლი გავიტანეთ,მეტოქე ანერვიულდება და შანსები გაცილებით მეტი გვექნება.თბილისში, ტორპედომ ფლანგებიდან შეტევაზე გააკეთა აქცენტი,მაგრამ ძალიან დაბალი ტემპის გამო ამას შედეგი ვერ მოჰქონდა,თითქმის გამორიცხული იყო დრიბლინგით საჯარინოში შესვლის მცდელობები,ცენტრალური ზონიდან შეყოლებაზე პასებიც არ კეთდებოდა.ერთი სიტყვით ტორპედოელები ენერგიას უფრთხილდებოდნენ და ბოლოს მაინც დაიღალნენ,ბოლო 15 წუთი ისეთი ელემენტარული შეცდომები მოსდიოდათ,იმდენჯერ გაეჭიმათ კუნთები,რომ ეს აშკარა იყო.არ ვიცი,რამდენად შესაძლებელია ერთ კვირაში ფიზიკური მომზადების ამოქაჩვა,მაგრამ ამ მომზადებით საქართველოს ჩემპიონატშიც კი გაუჭირდებათ ზოგიერთი კლუბის წინააღმდეგ თამაში.თბილისში ტორპედომ დასაწყისშივე გაიტანა გოლი,მაგრამ სამწუხაროდ არ ჩაგვითვალეს.ეს გოლი რომ ჩათვლილიყო.სულ სხვა თამაში და ფსიქოლოგია იქნებოდა.ასევე იქნება ბულგარეთშიც,მაგრამ იქ ორი გოლი გვჭირდება.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ქუთაისის "ტორპედომ" ახსნა, თუ რატომ მოხდა ჩხუბი ტრიბუნაზე
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ცნობილი გახდა "ლუდოგორეცისა" და "ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობები
"ტორპედომ" "ლუდოგორეცთან" პირველი ტაიმი 0:2 წააგო
"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ გაუმკლავდა - უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედოსთან" პრობლემა არ გვქონია, მეტოქე კლასით ჩამოგვრჩებოდა - აცხადებენ ბულგარელები
sportal.bg: "ტორპედოს" ქომაგებმა "ლუდოგორეცის" ფანებთან ჩხუბი დააპირეს და პოლიციამ ისინი სტადიონიდან გააძევა [VIDEO]