ევროპა ლიგის პლეი-ოფში ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადის "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა და მისი შანსები კიდევ უფრო შემცირდა.

გასახარია ის, რომ სტადიონზე დაახლოებით 18 000-20 000-მდე მაყურებელი იყო და ქართულ კლუბს მხარდაჭერა არ მოჰკლებია. თუმცა ამხელა მხარდაჭერას არ ელოდნენ ორიგანიზატორები, რადგან სტადიონის თითოეულ მხარეში მხოლოდ ორი კარი იყო ღია და ძალიან დიდი რიგები იდგა. ზუსტად ამის ბრალიც იყო, რომ სტადიონზე ხალხი პირველი ტაიმის დროსაც კი რიგში იდგა.

"ტორპედოს" საგულშემატკივროდ ბულგარეთში წასვლის მსურველებს იაფ გამოსავალს გთავაზობთ.

ლოკაცია

"ლუდოგორეცის" მშობლიური ქალაქი რაზგრადია, რომელიც ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს. ქალაქში 33 000 ადამიანი ცხოვრობს. "ლუდოგორეც არენა" 11 000 ადამიანს იტევს და ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს.

ბულგარეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და შენგენის ზონაშიც შედის. შესაბამისად, საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს.

ტრანსპორტირება - ორმხრივი 86 ევრო

იყო დრო, რომ ქუთაისიდან ორი გზა დედაქალაქ სოფიაში სულ რაღაც 50 ლარად ვიმგზავრე. თუმცა, სამწუხაროდ, კოპიტნარის აეროპორტიდან ფრენები გააუქმეს და ახლა ამის შესაძლებლობა არ არის.

სხვა აეროპორტებიდან ამ ეტაპზე ავიარეისები ბულგარეთში საკმაოდ ძვირი ჯდება. თუმცა გაცილებით იაფი ჯდება ავტობუსები, მაგრამ ამავდროულად, დიდ დროსაც მოითხოვს.

შეხვედრა 30 აგვისტოს, იქაური დროით 20:00 საათზე არის ჩანიშნული. ამიტომ თადარიგი ორი დღით ადრე უნდა დაიჭიროთ. ფასის მხრივ, იდეალურია ბათუმის არჩევა, ბათუმიდან სტამბულის მიმართულებით მიდის მეტროს ავტობუსები, რომელთა ღირებულებაც სულ რაღაც 17 ევროა. ავტობუსი 17:30 საათზე მიდის და მეორე დღეს, 15:30 საათზე უკვე სტამბულში იქნებით.

თქვენ მცირე დროც გექნებათ სტამბულის ცენტრში გასასეირნებლად, საღამოს 21:00 საათზე კი "ნიშიკლის" ფირმის ავტობუსი 21 ევროდ პირდაპირ რაზგრადში ჩაგიყვანთ.

ანუ სულ, ჯამში, ერთი გზა 38 ევრო დაგიჯდებათ. წამოსვლის ბილეთები 10 ევროთი ძვირი დაჯდება, ანუ 48 ევრო.

სასტუმრო - 23 ევრო

ქალაქში 20 ევროდ ცენტრალურ სასტუმროში შეძლებთ დაბინავებას, თუმცა გირჩევდით, გაცილებით უკეთესია სამვარსკვლავიანი სასტუმრო "მიმოზა", რაც 23 ევრო ღირს - დილის საუზმეც შედის და დიდი აუზიც აქვთ.

თუ განსაკუთრებული ეგზოტიკის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ "ტყის ტრაილერი" 11 ევროდ დაჯავშნოთ, ხოლო კერძად თქვენ მიერ ტბაში დაჭერილი თევზი მიირთვათ.

თუმცა ოპტიმალურ ვარიანტად სამვარსვლავიანი სასტუმრო ვარჩიოთ. თუ ორნი წახვალთ, სასტუმროს ოთახის თანხასაც გაინაწილებთ, რაც გაცილებით კომფორტულია.

კვება - დღეში 5 ევროდან 10 ევრომდე

რაზგრადში საკვები საკმაოდ იაფი ღირს. თუ მაღაზიას მიაშურებთ, დღეში შეიძლება 5 ევროც გეყოთ. თუმცა, თუ არჩევანს კაფეებზე გააკეთებთ, ნორმალური კვებისთვის 10 ევრო საკმარისი იქნება.

ამავდროულად, არც გზებზე დაგეხარჯებათ ბევრი ფული, რადგან თურქეთში ლირის კურსი მინიმუმზეა დავარდნილი და საპასუხოდ ფასების ცვლილება ჯერჯერობით არც ისე მაღალია.

მატჩის ბილეთები - 5 ევრო

შეხვედრის ბილეთები 5 ევროდან 8 ევრომდე მერყეობს. რაც შეეხება VIP-ს, 50 ევრო ღირს.

ბილეთების ყიდვა "ლუდოგორეცის" ბაზაზეა შესაძლებელი, ხოლო სტადიონზე შეხვედრის დღეს გაიყიდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბილეთებზე არცთუ ისე დიდი მოთხოვნაა და შესაბამისად, თუ წასვლას გადაწყვეტთ, ადგილზეც დაგხვდებათ.

საბოლოო ჯამში, დაახლოებით ეს სიამოვნება 150 ევრო ჯდება. თუ წასვლა გადაწყვიტეთ და რაიმე საკითხებში დახმარება დაგჭირდათ, მოგვმართეთ და აუცილებლად დაგეხმარებით.

krazana
ბიზნესს არ სძინავს
Sos
ამ კომენტარებიდან დასკვნა.. რა ერიც ვართ უკეთესი ფეღბურთის ღირსი არ ვართ. მაინც წავაგებთ რა გვინდაო.. მაგიტომ წავაგებთ და ვაგებთ ჭკუაშიც ყველასთან.
ლადო
სტამბოლია ის ქალაქი ქართულად. სტამბოლი!
Emigranti
Torpedos fexburtelebs rom miacvdinot xma ro mcared daiginon rom jigrit da gulianad vinc ar itamashos bolomdeo ideas vtavazob ravi . Cota 3 procentit mainc daixarjet da nu dgebit dacvashi dasakargi ra gaqvt erti is rom xalxi isev landzgvaze gadavida da daamtkicet rom gulshematkivari cdeba cota jigari chadet texavs ra japorojecis matorivit nu xart mersedesis matori itxovet vinmesgan ))))) carmatebeni da me mjeravs zapos matoritac moigebt tu gazs bolomde miadgavt da tavis droze shecvlit sichqareebs carmatebebi
საბა
ღმერთო იმდენი ფული მომეცი, რომ ამათ საგულშემატკივროდ ბულგარეთში წასვლა არ დამენანოს და არც დამეზაროს.
ძალად ვინ წაგათრევთ თქვე ჩემიანებო
ტრაური არაა საჭირო, ვისაც სურვილი აქვსო...
giorgi
საინტერესო იქნება მსგავსი სტატიის წაკითხვა ყაზახეთზე. იქნებ მოახერხოთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია.
მადლობა, აუცილებლად იქნება
ოცეოლა
დაებაზრე მძღოლს
Dimitriusi
გუსინდელი ტანჯვაც გვეყოფა ეხა 6 დღე ავტობუსში, რომ არ ვათენო :D
OPSS
კარგი სტატიაა. მაქსიმალურად ოპტიმალური ფასებით
ბერკეტა
5 კაცი რომ წავიდეთ ფასი არ დააკლდება?
Musenbezi
რა დონის მაზოხისტი უნდა იყო 3 დღე ავტობუსით იმგზავრო, მერე ტორპედოს წვალებას უყურო... გუშინ რო ვიყავი სტადიონზე და ვისიამოვნე იმითაც ყელამდე ვარ!!!
Vakhtang Lobzhanidze
და რატო უნდა გაატარონ 3(!!!) დღე ავტობუსში??? იმისთვის რო დაინახონ როგორ წააგებს ტორპედო 4-0??
ნათია
თქვენ რა უნდა დამეხმაროთ?! ერთი კომენტარების გამოქვეყნება გევალებათ და იმათაც ბლოკავთ. ვიღაცა ,,შიბლაუსკასას'' რომ გაიძახოდა ყოველ კომენტარში, იმას კი აქვეყნებდით.
მირო
მაგას 90 ევრო დაუმატე და ვიზეარით წადი ბუქარესტში და იქიდან ფლიქს ბასით (სულ ორი გზა 157+20 ევრო = 176 ევრო ჯდება თვითმფრინავს პლიუს ავტობუსი). საბოლოო ჯამში უფრო იაფი დაგიჯდება, მგზავრობითაც არ მოკვდები და ბუქარესტსაც ნახავ ^_^
ლევანი
ჭკუასუსტები ხომ არ ხართ თქვენ? ბულგარეთში საგულშემატკივროდ წაყოლა? ეს გულშემატკივრობა კი არა - გადახრაა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ქუთაისის "ტორპედომ" ახსნა, თუ რატომ მოხდა ჩხუბი ტრიბუნაზე
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ცნობილი გახდა "ლუდოგორეცისა" და "ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობები
"ტორპედომ" "ლუდოგორეცთან" პირველი ტაიმი 0:2 წააგო
"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ გაუმკლავდა - უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედოსთან" პრობლემა არ გვქონია, მეტოქე კლასით ჩამოგვრჩებოდა - აცხადებენ ბულგარელები
sportal.bg: "ტორპედოს" ქომაგებმა "ლუდოგორეცის" ფანებთან ჩხუბი დააპირეს და პოლიციამ ისინი სტადიონიდან გააძევა [VIDEO]