თეორიულად "ინტერს" ჯერ კიდევ შეუძლია ლიდერ "როსონერის" გადასწრება, თუმცა მოვლენათა ასეთი განვითარება წარმოუდგენელად მოსჩანს
სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი, "მილანი" კი უახლოეს მდევარს მთელი რვა ქულით უსწრებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ "როსონერი" უკვე ჩემპიონია"? - არ ნიშნავს, რადგან თეორიულად "ინტერს" ჯერ კიდევ შეუძლია ლიდერის გადასწრება, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით, მოვლენათა ასეთი განვითარება წარმოუდგენელად მოსჩანს.

ანუ, ლეონარდოს გუნდმა დარჩენილი ოთხივე შეხვედრა უნდა მოიგოს, "მილანი" კი სამჯერ დამარცხდეს, მაშინ, როდესაც აქამდე ჩატარებული 33 შეხვედრიდან მხოლოდ ოთხი წაგება იგემა. მოკლედ, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ სკუდეტოს მასიმილიანო ალეგრის გუნდი დაეუფლება, საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის? - შესაძლოა, "მილანის" პირველობა უკვე მომდევნო ტურში გაფორმდეს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ "ნერაძური" "ჩეზენასთან" დაკარგავს ქულებს, "მილანი" კი "ბოლონიას" მოუგებს. ასე რომ, შემდეგი ტური შესაძლოა საჩემპიონოც კი გამოდგეს - თუმცა, შემდეგზე სხვა დროს ვისაუბროთ, დღეს კი განვლილ უქმეებზე დატრიალებული ამბები გავიხსენოთ.

ყველა შეხვედრა შაბათს გაიმართა, თუმცა ყველაზე ადრე მოედანზე "რომას" და "კიევოს" ფეხბურთელები გავიდნენ. შეიძლებოდა ამ შეხვედრისთვის არც კი მიგვექცია ყურადღება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდთა მარცხებმა "ჯალოროსის" გამარჯვებას ფასი დაადო. "კიევოს" მინიმალური ანგარიშით დამარცხება საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ფრანჩესკო ტოტის კვლავაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე ესაუბრა:

"სიმონე პეროტამ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას დავუბრუნდით. "ლაციოსთან" სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა, რომლის აღმოფხვრა სავსებით შესაძლებელია. მინდა ვინჩენცო მონტელას გამოვუცხადო მხარდაჭერა, რომელმაც შესანიშნავად წარმართა თამაში და სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ოთხეულში მოხვედრის შანსს ვინარჩუნებთ. ჩემი აზრით, მონტელასგან ბრწყინვალე სპეციალისტი დადგება".

ერთი სიტყვით, "რომას" ბანაკში კარგ ხასიათზე არიან, რასაც "ლაციოს" "ინტერთან" მარცხმა შეუწყო ხელი. ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე მეტად საინტერესო, დრამატული მატჩი გაიმართა და მასპინძელთა საასარგებლოდ დასრულდა. არადა, ისე დაიწყეს "ლაციალებმა", უკეთესს კაცი ვერ ინატრებდა: პირველი ტაიმის შუაწელს ანგარიში გახსნეს, რასაც წინ ჟულიო სეზარის წითელი ბარათი და მოედნიდან გაძევება უძღვოდა. მაურო სარატემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა თავი და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები დაადუმა.

ქებათა ქება "ინტერის" ფეხბურთელებს, არ გატყდნენ, მოიკრიბეს ძალები და თამაშის დიდი ნაწილი უპირატესობით წარმართეს. ეს გატანილ ორ გოლშიც აისახა და აი ასე, კაცნაკლულმა მილანელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. აქვე ვთქვათ, რომ მე-40 წუთზე ანგარიში ვესლი სნეიდერმა გაათანაბრა, 53-ეზე კი სამუელ ეტოომ გაიბრწყინა და გამარჯჯვების გოლი გამოჭედა. შეხვედრა ნერვულ ვითარებაში წარიმართა და თითქმის ყველა ჯარიმას ფეხბურთელთა კინკლაობა და გაწევ-გამოწევა მოსდევდა. 66-ე წუთზე, არბიტრმა სტეფანო მაურიც გააძევა მოედნიდან და გუნდებმა ათ-ათი კაცით ჩაამთავრეს თამაში.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბოლო ოცი წუთი სტუმართა უპირტატესობით წარიმართა და ანგარიშის გაქვითაც არაერთხელ შეეძლოთ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში იშვიათი უზუსტობა გამოიჩინეს. საბოლოოდ, 2:1 "ინტერის" სასარგებლოდ და ლეონარდოს ისევ სჯერა, რომ სკუდეტო ჯერ არ დაუკარგავს:

"საოცარი გუნდია "ინტერი", არასდროს ნებდება და "ლაციოსთან" მატჩმა ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ურთულესი მდგომარეობიდან გამოვძვერით და ჰაერივით საჭირო ქულები მოვიპოვეთ. პირადად მე, ჯერ კიდევ მჯერა, რომ სკუდეტოს მოპოვება შესაძლებელია. ზედმეტად ოპტიმისტი ვარ ხომ? - უბრალოდ, ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, ფეხბურთი კი სპორის ისეთი სახეობაა, სადაც არაფერი არაა გამორიცხული. "ინტერი" არასდროს ნებდება, ეს ფრაზა ხავიერ ძანეტიმ თქვა მატჩის წინ და მას, სრულიად ვეთანხმები".

"ინტერი" კი იმად გადავიდა მეორე ადგილზე, რომ "ნაპოლიმ" სიცილიაში წააგო და საბოლოოდ დაუსვა წერტილი სასკუდეტო ამბიციებს. მას შემდეგ, რაც "პალერმო" კიდევ ერთხელ ჩაიბარა დელიო როსიმ, გუნდი აშკარად გამოცოცხლდა და ნეაპოლელთა წაქცევა ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. კუნძულელთაგან ფედერიკო ბალცარეტი და ჩეზარე ბოვო გამოირჩნენ, სტუმართა რიგებში კი საუკეთესო ედინსონ კავანი გახლდათ და გოლიც მის ანგარიშზეა. "პალერმომ" ამ გამარჯვებით ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსი შეინარჩუნა, "ნაპოლის" კი ისღა დარჩენია, სამეულისთვის იბრძოლოს, რათა ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდეს. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაძარი:

"ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, ბედნიერი ვერ ვიქნები, მაგრამ როდესაც მთელ განვლილ გზას ვუყურებ, სიამაყის გრძნობა არ მტოვებს. შესანიშნავი სეზონია, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება და მოტივაციაც ძალიან დიდი გვაქვს. მართალია, სკუდეტოს მოპოვების შანსი დავკარგეთ, მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური ყვერლანაირი პლეიოფის გარეშე მოვიპოვოთ. ამისთვის სამეულში ადგილის შენარჩუნებაა საჭირო, რისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. მომდევნო ტურში "ჯენოას" ვმასპინძლობთ და აუცილებლად სამი ქულა უნდა ჩავიწეროთ აქტივში".

არაპროგნოზირებადი გუნდია "უდინეზე", ნეაპოლში ორი წამყვანი ფორვარდის გარეშე ჩავიდა და სამი ქულა მოიპოვა, საკუთარ კედლებში კი "პარმასთან" წააგო - თანაც, ემილიელებთან ალექსის სანჩესმაც ითამაშა და ანტონიო დი ნატალემაც. მართალია, ეს უკანასკნელი მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო შეხვედრაში, მაგრამ ნახევარ საათზე მეტი ჰქონდა გუნდის დასახმარებლად. არაფერი სახეირო ამ საქმისგან არ გამოვიდა, ბოლო დროს გამოცოცხლებულმა კარვალიო ამაურიმ კი ორი გოლი "მიართვა" მეტოქეს და "პარმამ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება "უდინეზეს", გუნდმა შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან, რომ ოთხეულში შესულიყო და "ლაციოს" ადგილი დაეკავებინა.

და ბოლოს, ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერზე ვთქვათ - "მილანი" ატსაიდერთა შორის მყოფ "ბრეშას" ესტუმრა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გატანლი გოლის ავტორი რობინიოა, რომელიც ანტონიო კასანომ შეატოვა მეკარეს პირისპირ და მანაც, აუღელვებლად გაახვია ბურთი მეტოქის კარის ბადე. ეს ყველაფერი 82-ე წუთზე მოხდა, მაშინ, როდესაც "ბრეშა" უფრო აქტიურობდა შეტევაში და თავგანწირვით იბრძოდა სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად. რობინიოს გოლმა "მილანი" სკუდეტოსთან, "ბრეშა" კი სერია B-სთან მაქსიმალურად დაახლოვა.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 34 22 8 4 60-23 74

2. ინტერი 34 20 6 8 60-38 66

3. ნაპოლი 34 20 5 9 54-34 65

4. ლაციო 34 18 6 10 46-32 60

5. უდინეზე 34 18 5 11 59-37 59

6. რომა 34 16 8 10 52-47 56

7. იუვენტუსი 34 14 11 9 52-42 53

8. პალერმო 34 15 5 14 52-55 50

9. ფიორენტინა 34 11 13 10 40-36 46

10. ჯენოა 34 12 9 13 38-39 45

11. კალიარი 34 12 8 14 42-44 44

12. ბოლონია 34 11 10 13 34-46 40

13. კიევო 34 9 12 13 32-35 39

14. პარმა 34 9 11 14 34-45 38

15. ჩეზენა 34 9 10 15 32-45 37

16. კატანია 34 9 10 15 33-47 37

17. სამპდორია 34 8 11 15 27-39 35

18. ლეჩე 34 9 8 17 40-60 35

19. ბრეშა 34 7 9 18 28-44 30

20. ბარი 34 4 9 21 20-49 21

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 26 – დი ნატალე (უდინეზე), კავანი (ნაპოლი); 20 - ეტოო (ინტერი); 19 - დი ვაიო (ბოლონია); 18 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), პატო (მილანი).

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!