ლა ლიგას მეორე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე 1:0 სძლია "ვალიადოლიდს".

ოთხი წლის შემდეგ "ვალიადოლიდი" პრიმერაში დაბრუნდა და "ბარსელონას" ბრძოლა გაუმართა. სხვათა შორის, 2014 წელს ამ გუნდმა სახლში "ბარსა" 1:0 დაამარცხა.

ამჯერადაც ბევრი თავსატეხი გაუჩინა "ვალიადოლიდმა" კატალონიურ გუნდს, რომელიც უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ გოლის გატანა პირველ ტაიმში ვერ მოახერხა. ძალიან აქტიური იყო დემბელე, ბევრს მოძრაობდა, სამჯერ უშდეგოდ სცადა მასიპის კარის დალაშქვრა და მხოლოდ მეოთხე ცდიდან უწია მიზანს, როდესაც სერხი რობერტოს გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მან ეს გოლი დაიმსახურა.

მასპინძლები მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მეტადრე მეტოქის დაცვის მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ იერიშები, რამდენიმე მომენტიც შექმნეს და მოწოდების სიმაღლეზე იდგა ტერ შტეგენი.

კომპენსირებულ დროში კეკომ მაინც გაიტანა ბურთი, ტაბლოზე 1:1 აინთო, თუმცა მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ასულგრანამ გაიმარჯვა.

რა თქმა უნდა, სტუმართა თამაშზე მოედნის საშინელმა მდგომარეობამ იმოქმედა, რომლის გაზონი რამდენიმე დღის წინ დააგეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე "ალავესთან" მატჩში შეგირდების თამაშით უკმაყოფილო დარჩა, დღევანდელი შეხვედრის მიხედვით მათდამი გაცილებით უფრო სერიოზული პრეტენზიები ექნება.

ვალიადოლიდი. "ესტადიო მუნისიპალი". 22 651 მაყურებელი

ვალიადოლიდი - ბარსელონა 0:1

გოლი: დემბელე (57)

ვალიადოლიდი: მასიპი, მოიანო, ოლივასი, მარტინესი, კალერო, ბორხა (კეკო 64), ალკარაზი, ტუჰამი, სუარესი (ვერდე 87), პლანო, უნალი (ჩოპი 70)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, უმტიტი, პიკე, სერხი რობერტო, კოუტინიო (მალკომი 84), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, დემბელე (ვიდალი 76), სუარესი (მუნირი 90+1), მესი

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მამარდაშვილი მკურნალობს - ცნობილი გახდა "რეალთან" "ვალენსიას" მატჩის თარიღი
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ატლეტიკოსთან" განადგურების შემდეგ "ვალიადოლიდმა" მწვრთნელი გადააყენა
მამარდაშვილის შეცდომის შედეგად "ვალიადოლიდმა" ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"რონალდო, სახლში წადი" - "ვალიადოლის" ფანების პროტესტი ლეგენდარული ბრაზილიელის წინააღმდეგ
მამარდაშვილის შეცდომა - "ვალენსიამ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
მამარდაშვილის გარეშე - "ვალენსია" "ვალიადოლიდთან" დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა