მარსელი-მონპელიე 1:0

“სტად დე ფრანსზე” გასამართ ფინალურ მატჩამდე დიდიე დეშამის შეგირდები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. არამხოლოდ იმის გამო, რომ ისინი უკეთ არიან დაკომპლექტებულნი და ჩემპიონატში უფრო მაღალ მაღალი მიზნები აქვთ. ისინი გადამწყვეტ დაპირისპირებას შესანიშნავ ფორმაში შეხვდნენ და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დეშამის სამწვრთნელ ნიჭს.

რაც შეეხება რენე ჟირარის კრებულს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ლიგის თასის ფინალამდე მიაღწიეს, მთელი სეზონია რჩება შთაბეჭდილება, რომ მწვრთნელმა ვერა და ვერ შეკრა ახალი და ძლიერი ერთიანი გუნდი. თუმცა აშკარაა, რომ “მონპელიეს” შეუძლია მომატება და ჟირარს, როგორც მწვრთნელს, ამის პოტენციალის ნამდვილად გააჩნია.

მატჩის რეპორტაჟი რეჟისორებმა ტრიბუნებზე შეკრებილი ცნობილი სახეებით დაიწყეს. რა თქმა უნდა, მათ შორის იყო ლორან ბლანი. შეხვედრა ორი უსიამოვნო ეპიზოდით დაიწყო. პიერ-ანდრე ჟინიაკს სტამბულიმ უხეშად მისცხო ფეხი. მარსელელი გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით შეძლო მატჩის გაგრძელება. აი, მე-8 წუთზე კი რაც სტეფან მბიას დაემართა, ნამდვილად არავის ბრალი არ იყო. ის თავად ხისტად ეთამაშა მეტოქეს და საზარდული დაიზიანა. მინდორზე შარლ კაბორე შემოვიდა. პირველი სახიფათო მომენტი ლუჩო გონსალესმა 17-ე წუთზე შექმნა. მის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმას მეკარე აღუდგა წინ. “მონპელიემ” ამას საიჰის ახლოდან დარტყმულით უპასუხა.

პირველი ტაიმის შუაწელს აშკარად გამოიკვეთა “მარსელის” უპირატესობა. თუმცა “მონპელიე” დაცვაში მყარად იდგა. ლორან პიონიეს საჯარიმოში შეღწევა არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. თანაც ისინი ხანდახან ხისტად კი არა, ხანდახან ძალიან უხეშად თამაშობდნენ. რატომ არ ერეოდა მსაჯი ენტონი გოტიე რიგ შემთხვევებში, ლოგიკურად ძნელი ასახსნელია.

32-ე წუთზე “მარსელმა” კიდევ ერთი ხიფათი შექმნა, მაგრამ ვალბუენას ახლოდან დარტყმული ძელს მოხვდა. კარგად გაისარჯა პიონიე მე-2 ტაიმის საწყის წუთებზეც, როცა ანდრე აიუს თავური ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. კვანძი მე-80-ე წუთზე გაიხსნა. შეირუმ გარი ბოკალის უხეში თამაშის გამო დადებული საჯარიმო დაახლოებით 40 მეტრიდან საჯარიმოში ჩაკიდა. პიონიემ ბურთი მუშტებით მოიგერია. ის პირდაპირ ტაიე ტაივოს მიუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მის წინ 7 ან 8 ფეხბურთელი იდგა, მან დაუფიქრებლად დაარტყა და გაიტანა.

აი, რა განაცხადა მატჩის შემდეგ დიდიე დეშამმა: “შეხვედრა საკმაოდ რთული გამოდგა. მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გამბედავი ხასიათის გამოვლენა და ამით გულშემატკივარს დაუვიწყარი საჩუქარი გავუკეთეთ”.

მარსელი-მონპელიე 1:0

მარსელი: მანდანდა - ფანი, დიავარა, ჰაინცე, ტაივო, მბია (კაბორე 9), შეირუ, გონსალესი (აბრიელი 85), ვალბუენა (ჟ. აიუ 90), ა. აიუ, ჟინიაკი

მონპელიე: პიონიე - ბოკალი, სტამბული, იანგამბივა, ჟენშამი, საიჰი, მარვო (კოიტა 89), პიტო (კაბზე 73), ბელჰანდა, კამარა (დერნი 83) ჟირუ

გოლი: 1:0 ტაივო (80)

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა