საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან და ლატვიასთან მატჩისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სლოვაკმა სპეციალისტმა ყველას უხმო, ვინც შეიძლებოდა, თუმცა არის ტრადიციული დანაკლისებიც.

მთავარი დანაკლისი, ალბათ, ჯანო ანანიძეა და დიდი იმედი გვქონდა, რომ ის შეძლებდა ნაკრებთან ერთად ყოფნას, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ სანაკრებო თამაშებში გუნდს ჯანმრთელი და საუკეთესო ფორმაში მყოფი დაეხმარება.

მეკარეები

გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი)

როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი)

ალბათ, ყველაზე დიდი დანაკლისი ამ პოზიციაზე გვაქვს. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გიორგი მაკარიძე. ამავდროულად, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ზაურ მახარაძისთვის სათამაშო უფლების მოპოვება. გიორგი ლორია კი "კრილია სოვეტოვის" სათადარიგო სკამზე ბოლოს 21 ივლისს გამოჩნდა. საბედნიეროდ, როინ კვასხვაძე ამ ეტაპზე შესანიშნავ ფორმაშია და სათამაშო ფორმით ყველა კონკურენტს ერთი თავით აღემატება, რაც ყაზახეთის ნაკრებთან გარკვეულწილად იმედს გვისახავს.

მცველები

ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი)

საბა კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი)

დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა)

გურამ კაშია ("სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ)

ლაშა დვალი ("პოგონი", პოლონეთი)

გიორგი ნავალოვსკი ("დინამო", მინსკი, ბელორუსი)

ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი)

ჩვენ უკვე ვწერდით ამ ხუთ ცენტრალურ მცველზე და მოულოდნელად, ვაისის სიაში მათგან ყველა აღმოჩნდა. ხუთივეს გამოძახების შემდეგ ერთი კითხვა დამებადა: ხომ არ ფიქრობს სლოვაკი ყაზახეთში სამი ცენტრალური მცველით თამაშს?!

ფლანგებზე კი მხოლოდ თითო ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული, რაც ნაკრების სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეულწილად რისკია. იმედი ვიქონიოთ, რომ არც კაკაბაძეს და არც ნავალოვსკის რაიმე პრობლემა არ შეექმნებათ. სხვა შემთხვევაში ვაისის სქემა, ალბათ, ცენტრალური მცველების ფლანგებზე გამოყენებას ითვალისწინებს, რაც გამოჩნდა, რომ ნაკლებად საიმედოა.

ნახევარდაცვა

ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი)

ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი)

გიორგი აბურჯანია ("ლუგო", ესპანეთი)

ვაკო გვილია ("ლუცერნი", შვეიცარია)

ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია)

გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ესპანეთი)

გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი)

გიორგი არაბიძე ("ნასიონალი", პორტუგალია)

გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია)

თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი)

ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ)

ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი)

ამ სიაში ცოტა გასაკვირია ოთხი საყრდენი ნახევარმცველის გამოძახება, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვაისმა 23 ფეხბურთელი უნდა დაიტოვოს და ორი შეიძლება ნებისმიერი პოზიციიდან მოაკლოს.

ბოლო შეხვედრაში ტრავმის მიუხედავად, ნაკრების შეკრებაზე გიორგი მერებაშვილი ჩამოვა, რომლის დაზიანება საგანგაშო არ აღმოჩნდა.

გასაკვირია სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მქონე ფეხბურთელების გამოძახება, რომლებიც ახლა იმკვიდრებენ ახალ გუნდში თავს. ესენია: გიორგი აბურჯანია, გიორგი არაბიძე და ჯაბა ჯიღაური. არაბიძე ჯობდა, ისევ ახალგაზრდულ ნაკრებს დახმარებოდა, რადგან მისი სათამაშო პრაქტიკა ამ ეტაპზე მხოლოდ 19 წუთს ითვლის! ხოლო ჯაბა ჯიღაურის ჩემპიონატში კი - სამ თამაშში 59-ს! გიორგი აბურჯანია - 2 თამაში, 23 წუთი! ამაზე საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, სხვა არჩევანი რომ არ ყოფილიყო, მაგრამ არიან გიორგი ხარაიშვილი, საბა ლობჟანიძე, ავთო ებრალიძე და ლუკა ზარანდია. ლობჟანიძე და ზარანდია კი არიან გაფართოებულ შემადგენლობაში, მაგრამ ეჭვი გვაქვს, იქვე დარჩებიან.

მთავარი ამბავი და სასიხარულო ფაქტია თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნება, რომელთანაც ერთად ნაკრები სულ სხვა ფენომენია. ოქრიაშვილი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ნაკრებში თამაშობს, ყოველთვის აჩენდა თავის განსაკუთრებულობას და იმედს, რომელიც გულშემატკივრებს ძალიან აკლდა. მთავარი კითხვაა - არის ის ფიზიკურად ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად?

თავდასხმა

ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია)

გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია)

ნიკა კაჭარავა ("ანორთოსისი", კვიპროსი)

ამ ხაზში ვაღიაროთ, უკეთესები არ გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ფეხბურთელი ტრავმების გამო სათამაშო პრაქტიკის უქონლობას განიცდის, სამივე ძლიერ ძალას წარმოადგენს და ამ ეტაპზე ჯობია, მათ უხმო, ვიდრე დებიუტანტს, რომელსაც ჯერ ნაკრებში არ უთამაშია.

რაჭველი
ჯერ ერთი მახარაძე კი არა სიხარულიძე, სად თამაშობს და იქ სადაც ვაისის საყვარელი შერგელაშვილი, რომელ ფეხბურთელ აქვს მასზე უკეთესი მ.ქ.კ– ერთი გოლი 15 წუთში,მაგრამ ვაისი შენსავით რკვევა ფეხბურთელებში ის უძლიერესებს არ ათამაშებს–ხარაიშვილი,რეხვიაშვილი პარუნაშვილი,ებრალიძე,ქიმაძე.მჭედლიშვილი,ბეგლარიშვილი სიხარულიძე გრიგალავა რომლებიც უმაღლეს ლიგაში წარმატებით თამაშობენ ხოლო პაპუნაშვილი,აბურჯანია.არაბიძე კი მეორე ლიგაშიც ვერ ხვდებიან ძირითადში. სად არის ლოგიკა რას აკეთებს ფედერაციის გერმანული სასტავი გაფრთხილებთ რომ თვენც რ.არველაძესავით არ მოგივიდეთ რომ არ ერეოდა ქეცბაიას საქმეში,თქვით რომელი ოფიციალური თამაში მოიგო თქვენმა ვაისმა,სუსტ გუნდებთან გთხოვთ დაფიქრდეთ სანამ გვიან არ არის.
giga
ლევანი-ს. საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ბომბარდირს, ისევ სხვა, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილე არაბომბარდირი ფეხბურთელის გამოძახება უფრო უპრიანია ჩემის აზრით. იმ ჩემპიონატისა რა ვთქვა, რომლის თამაშებს ფეხბურთელების ახლო ნათესავებიც აღარ ესწრებიან. გამოიძახა ვაისმა ლოკომოტივის ბომბარდირი ფეხბურთელი მახარაძე ნაკრებში, მაგრამ სად არის ახლა ის ფეხბურთელი, ხომ ვერ გვეტყვით. ასე რომ....
ნატალი
Kkk, ქვეყანა რა შუაშია? ეგრევე სამშობლოს რომ მიახტებით. ქვეყანა კი არა, მართვა არ გვივარგა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ფედერაციას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. შეეშვით ქვეყნის ლანძღვას და თუ არ მოგწონთ, ია და ვარდი... დავაი დასვიდანია!!!
kote
ტურნირის დაწყებამდე ამაზე მაგარ კითხვას ვერ მოიფიქრებდა კაცი.
Emigranti
Qveyana dzaan magari gvaqvs martvelebi arian cudebi...
Kkk
რა უნიათო ქვეყანა გვაქ რით ვერ მოაგვარეს მახარაძის პრობლემა.
Gigi
თუ ვერ გავიდა ჩვენი ნაკრები მწვრთნელი უნდა დარჩეს თუ წავიდეს?
Temur
გაბედავა გამოიძახეთ!!!
გიორგი
გაბედავას კლასი არ აქვს
ბაჩო
ჯგუფის მერე ნახევარფინალია და ფინალი.წარმატებები ბიჭებს...
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ძალიან ახლოახლოა 2 თამაში და ჩვენები გაქაჩავენ?
ჰაჰა
რა ვქნა არ გეთანხმებით. ჩემი აზრით სამი ცენტრალური მცველით თუ არ ითამაშა, ყაზახეთი უბრალოდ ფლანგებს დათხრის. თქვენივე გაზეთში წავიკითხე, რომ მოწინააღმდეგე ძირითად აქცენტებს სწრაფ შეტევაზე, სტანდარტზე და ფლანგებზე აკეთებს. ამ სამივეს წინააღმდეგ საუკეთესო არის სამი ცენტრალური მცველი. თან ზუსტად აქ გვყავს საუკეთესო ფეხბურთელები, რატო არ უნდა გამოვიყენოთ? შეტევაში მართლა ჯობდა სწრაფი ფორვარდი გამოეძახა, თუნდაც გაბედავა. თქვენ უკვე წერდით ამაზე.
avto
ნეტა არ პროფესორობდე რა გალაქტიონ არაბიძე იმიტომ ყავს რომ ინდივიდუალურად შეუძლია თამაშის გადაწყვეტა და თუ აბურჯანიაზე წერ უპრაქტიკოაო 2 ტურია რაც სეგუნდა დაიწყო და ორივე ითამაშა და კვეკვესკირი კი მართლა უპრაქტიკოა და უთამაშებელი ბოლოს ძირითადში როდის მოხვდა ტობოლში თითონაც არ ახსოვს და ოქრიაშვილის დაბრუნებაზე წერ რომელსაც 1 წელია არ უთამაშია და არაბიძეს უპრაქტიკობაზე დარდობ? ჯერ კარგად გადახედე სტატისტიკებს და მერე წერე ხოლმე ჯობს
ლევანი
რთულია ასეთი ტრამვების შემდეგ კარგ ფორმაში ჩადგომა და თამაში, ჩემი აზრით საუკეთესო ფორმაში მყოფი თავდასხმელი ბომბარდირი გაბედავა უნდა გამოეძახებინა ბატონ ვაისს.
irakli81
ობიექტურად ყველაზე ძლიერი შემადგენლობა გვყავს ჯგუფში და ფავორიტები ვართ. მე საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი. ჩვენი ლეგიონრებიც კარგ ფორმაში არიან როგორც ბოლო თამაშებიდან ჩანს იმედია იღბალიც არ გვაქცევს ზურგს. ისე კი თუ რამის პრეტენზია გვაქვს უნდა გავიდეთ ამ ჯგუფიდან.
დაბრუნდება მუდრიკი ნაკრებში და ითამაშებს საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ამ კითხვას უპასუხა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი