29 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის დარჩენილი სამი საპასუხო მატჩი ჩატარდა და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა.
პაოკ-მა ლისაბონში პირველ შეხვედრაში ფრეს (1:1) მიაღწია "ბენფიკასთან" და სალონიკში დებიუტშივე დაწინაურდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირის პრიიოვიჩის გოლით, მაგრამ შემდეგ "არწივებმა" ინიციატივა ხელთ იგდეს, ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს, დამსახურებულად გაიმარჯვეს და ჯგუფურ ეტაპზე მეცხრედ გავიდნენ.
29.08.18 პაოკი - ბენფიკა 1:4
ბორისოვოშიც სძლია პსვ-მ ბატეს, თუმცა იქ ბელარუსულმა გუნდმა ბრძოლა გაუმართა, ეინდჰოვენში კი მასპინძელთა უპირატესობა უდავო გახლდათ და შეხვედრა თავსხმა წვიმაში მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან ჰოლანდიის ორი წარმომადგებელი გავიდა - "აიაქსი" და პსვ. უკანასკნელად ამ ქვეყნიდან ჩემპიონთა ლიგაზე ორი გუნდი 2010 წელს გავიდა - "აიაქსი" და "ტვენტე".
29.08.18 პსვ - ბატე 3:0
"ზალცბურგმა" ბელგრადში ნულოვან ფრეს მიაღწია "ცრვენა ზვეზდასთან", სახლში კი დაბურის დუბლით 2:0-ს იგებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ არმიულმა გუნდმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 2:2 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს ავსტრიული კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მეცამეტე უშედეგო ცდა იყო, სერბული გუნდი კი უკანასკნელად ამ ტურნირის ჯგუგურ ეტაპზე 1991 წელს გავიდა.
ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. განმეორებითი მატჩები
პაოკი - ბენფიკა 1:4 (პირველი მატჩი 1:1)
გოლები: 1:0 პრიიოვიჩი (13), 1:1 ჟარდელი (20), 1:2 სალვიო (26, პენ), 1:3 პიცი (39), 1:4 სალვიო (49, პენ)
გაძევება: მატოსი (პაოკი, 76)
პსვ - ბატე 3:0 (3:2)
გოლები: 1:0 ბერგვინი (14), 2:0 დე იონგი (36), 3:0 ლოზანო (62)
ზალცბურგი - ცრვენა ზვეზდა 2:2 (0:0)
გოლები: 1:0 დაბური (45), 2:0 დაბური (48, პენ), 2:1 ბენ ნაბუჰანე (65), 2:2 დეგენეკი (66)
Vakhtang Lobzhanidze
გამიხარდა სერბების გასვლა!
სილია
თამაში გავარდნაზე
avicena
ჯგუფში შესავლელად გასავლელი ბოლო ეტაპი, იგივე მე-4 საკვალიფიკაციო რაუნდი
avicena
საერთო ჯამში, 6 გუნდიდან 4 დამსახურებულად არის გასული, ნუ პრინციპში აეკიც, უბრალოდ წინ ეტაპიდან სელტიკი უფრო იმსახურებდა გასვლას და შემდეგ ჯგუფურზე გასვლასაც, ერთადერთი ცრვენა ზვეზდას გაუმართლა ძალიან, მთელი საკნალიფიკაციო ეტაპი, 2 გოლის მერე მორალურად დაეცა ზალცბურგი და შედეგიც დაგდა ის რაც დაგდა. ვულოცავ გასულ გუნდებს, ვისურვებდი მეტ სანახაობრივ თამაშს ჯგუფურ ეტაპზე.
ბურგერი
პლეიოფი გლეხურად რას ნიშნავს?
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა